Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'2020' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. ანდემიის მიუხედავად, 2020 წელი მეცნიერებაში ნაყოფიერი გამოდგა. Covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტიან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შემუშავებულ ვაქცინებთან ერთად შევესწარით გარღვევებს ხელოვნურ ინტელექტში, კოსმოსის კვლევაში, ბიოქიმიასა და გენეტიკაში. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან ამბავს. ხელოვნურმა ინტელექტმა ცილის სტრუქტურის მოდელირება ისწავლა ლონდონში დაფუძნებულმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია "DeepMind"-მა შექმნა ხელოვნური ნეირონული ქსელის, AlphaFold-ის ახალი ვერსია, რომელმაც ბიოლოგიის ბოლო 50 წლის ყველაზე რთული პრობლემა გადაჭრა. როგორ იკეცება ცილა? პროგრამამ, სახელად - AlphaFold ამინომჟავების მიმდევრობის (ცილის პირველადი სტრუქტურა) მიხედვით, ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის ზუსტი პროგნოზი უკიდურესად მცირე დროში შეძლო. ცილები ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულები არიან და ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ. ისინი ასრულებენ ფერმენტების ფუნქციას, მოქმედებენ როგორც ინფორმაციის გადამტანები, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, წარმოადგენენ ორგანიზმის სტრუქტურულ საყრდენს, განაპირობებენ იმუნურ პასუხს და ასე შემდეგ. როგორ აკონტროლებს ინსულინი გლუკოზის დონეს სისხლში, როგორ მიაქვს ჰემოგლობინს ჟანგბადი ქსოვილებამდე და როგორ ებრძვიან ანტისხეულები ინფექციას – სამივე თანაბრადაა განსაზღვრული ცილების სტრუქტურის მიერ. ცილების ფუნქციები მათ სამგანზომილებიან ფორმაზეა დამოკიდებული. თუ მკვლევრებმა იციან, როგორ დაიკეცება ცილა, მათ მისი ფუნქციის გაგებაც შეუძლიათ. დღეისდღეობით ამოცნობილია 200 მილიონამდე ცილა, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანის სტრუქტურაა გაშიფრული. ტრადიციულად, სტრუქტურის აღმოჩენას წლების განმავლობაში საგულდაგულო და ხანგრძლივი ლაბორატორიული მუშაობა სჭირდება. ბიოლოგებისთვის ცილის ზუსტი ფორმის ამოცნობას ხშირად თვეები, წლები და ათწლეულებიც კი სჭირდება მაშინ, როცა AlphaFold-ს იმავეს გაკეთება რამდენიმე საათში ან წუთში შეუძლია. დამოუკიდებელმა მეცნიერებმა ეს უდიდეს გარღვევად შეაფასეს, რომელიც ბევრი დაავადების მექანიზმს გაგვაგებინებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს მოიტანს და გზას გაუკვალავს ეგრეთ წოდებულ "დიზაინერულ წამლებს." მეცნიერებმა კორონავირუსისთვის ახალი ტიპის ინფორმაციული რნმ ვაქცინები რეკორდულად მოკლე დროში განავითარეს ახალი ვაქცინის განვითარებას საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. თუმცა, SARS-Cov-2-ის გენომის სექვენირებიდან მხოლოდ 10 თვეში ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ FDA-ს ახალი ვაქცინის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის მიმართა. ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელიც ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი პათოგენის შეყვანას ეფუძნება, Pfizer--ისა და Moderna-ს ვაქცინები იმუნურობის მისაღწევად ინფორმაციულ რნმ-ის მოლეკულას იყენებენ (messenger RNA). ინფორმაციული რნმ-ის ფუნქცია დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაწერა და რიბოსობემამდე მიტანაა, სადაც ცილის სინთეზი ხდება. რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა აქამდე FDA-ს არასდროს დაუმტკიცებია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის კვლევა წლების წინ დაიწყო. ამრიგად, იანვარში ვირუსის გენომის გაშიფვრის შემდეგ, Moderna-სა და Pfizer-ს, მის გერმანულ პარტნიორთან BioNtech-თან ერთად, სულ რამდენიმე დღე დასჭირდა რნმ ვაქცინების კანდიდატების შესაქმნელად. თუ ტრადიციული ვაქცინები იმუნურ რეაქციას დასუსტებული ბაქტერიით ან ვირუსით აღძრავენ, რის შემდეგაც ორგანიზმს უმარტივდება ნამდვილ პათოგენთან გამკლავება, რნმ ვაქცინებს ჩვენ უჯრედებამდე გენეტიკური ინსტრუქციები მიაქვთ, რათა ორგანიზმმა ვირუსის სპაიკ ცილა თავად წარმოქმნას, რასაც ორგანიზმის იმუნური პასუხი ინფიცირების რისკის გარეშე მოჰყვება. ინფორმაციული რნმ-ის მთავარი უპირატესობაა, რომ მისი სინთეზი გაცილებით მარტივია. ტრადიციული ვაქცინების განვითარებას დიდი რესურსი და დრო სჭირდება მაშინ, როცა რნმ ვაქცინების განვითარება ხანმოკლე პროცესია. ვაქცინის ქარხანაში სინთეზირების ნაცვლად, “ქარხნის” როლს თავად ორგანიზმი ასრულებს, რომლსაც რნმ ვირუსის ცილის სინთეზის ინსტრუქციებს აძლევს. ფიზიკოსებმა პირველი ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს ფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ, აღმოეჩინათ მასალა, რომელიც დაუბრკოლებლად, წინაღობის გარეშე შეძლებდა ყოველდღიურ ტემპერატურებზე ელექტრობის გატარებას. ეს დიდი ოდენობით ენერგიას დაზოგავდა და რევოლუციურად გარდაქმნიდა არსებულ ტექნოლოგიებს. 14 ოქტომბერს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევართა გუნდმა გვაუწყა, რომ იპოვეს ზეგამტარი, რომელიც 14.4 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს. პირველი ზეგამტარები ელექტრულ წინაღობას მხოლოდ უკიდურესად ცივ, აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე კარგავდნენ. 1980 წელს ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული მაღალი ტემპერატურის ზეგამტარები, მაგრამ მაშინაც, ზეგამტარობა გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე ვლინდებოდა ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ახალაღმოჩენილი ნაერთი სამი ელემენტისგან შედგება: წყალბადი, გოგირდი და ნახშირბადი. ამ სამი ატომის გამოყენებით მეცნიერებმა შეცვალეს ელექტრული თვისებები ისე, რომ მიეღწიათ ზეგამტარობისთვის უფრო მაღალ ტემპერატურებზე. ეს ნივთიერება ჯერჯერობით შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან, რადგან ზეგამტარობის უნარს მხოლოდ უზარმაზარი წნევის ქვეშ იძენს. წნევა, რომელზეც ახალაღმოჩენილი ნაერთი ზეგამტარობის თვისებას იძენს, დედამიწის ბირთვის წნევის 75%-ს უტოლდება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ექსპერიმენტებში შეძლებენ მასალის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც ზეგამტარობას მაღალი წნევის გარეშეც შეინარჩუნებს. NASA-ს აღმოჩენა: მთვარეზე დიდი ოდენობით წყალია 26 ოქტომბერს NASA-მ პრესკონფერეციაზე მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის არსებობა დაადასტურა. ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალი პირდაპირ მთვარის ზედაპირის იმ ნაწილზე, სადაც მზე ანათებს, ხოლო მეორე კვლევა ამტკიცებს, რომ ყინული "დატყვევებულია" მცირე ზომის კრატერებში. ეს აღმოჩენები ნიშნავს, რომ წყალი მთვარის ზედაპირზე გაცილებით უფრო დიდი ოდენობითაა, ვიდრე ითვლებოდა. ორივე კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მთვარეზე წყლის შესაძლო არსებობის პირველი მტკიცებულება 2008 წელს, ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayan-1-მა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ მიუღწეველ ადგილებში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე მუდმივად ჩრდილში მოქცეულ დიდ კრატერებში. ასეთი კრატერები სახიფათოდ ცივია - ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.. ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ასტრონავტებს მომავალ ექსპედიციებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ წყალი მთვარის სხვა, ნაკლებად მომაკვდინებელ რეგიონებში. მთვარეზე წყლის მოპოვება მიმზიდველი იდეაა ნებისმიერისთვის, ვისაც მთვარეზე ბაზის ან დასახლების აგება სურს. გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასმელ წყლად ან მცენარეების მოსარწყავად. ასევე, შესაძლებელია წყლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად - წყალბადი და ჟანგბადი - და მისი გარდაქმნა რაკეტის საწვავად. მთვარეზე მარაგების გაგზავნას დიდი დრო, ენერგია და ფული სჭირდება, თუ ასტრონავტებს შეეძლებათ იმ მარაგების გამოყენება, რაც მთვარეზე დახვდებათ, ეს დიდ ენერგიას, დროსა და რესურსს დაზოგავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ადამიანების მთვარეზე გაგზავნაზე ფოკუსირდებოდა, რისი საბოლოო მიზანიც თვითმყოფადობა იყო. ახალი დაკვირვებები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. იაპონური კოსმოსური ხომალდიდან გამოგზავნილი ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები დედამიწაზე დაეშვა, ხოლო NASA-ს ზონდმა ასტეროიდ ბენუს ნიმუშები შეაგროვა 7 დეკემბერს იაპონური კოსმოსური ხომალდიდან, ჰაიაბუსა2-იდან გამოგზავნილი კაფსულა ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა. კაფსულა ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიმუშებს შეიცავს. კოსმოსური ხომალდი ჰაიაბუსა-2 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს. დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ რიუგუმდე მან 2018 წლის ივნისში ჩააღწია. ასტეროიდის სიახლოვეს მან წელიწადნახევარი გაატარა, მასზე ორჯერ დაეშვა და მიწისა და ქვების ნიმუშები შეაგროვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ნიმუშები, რომლებიც ასტეროიდის წიაღში იყო მოპოვებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე 46 მილიარდი წლის განმავლობაში გავლენა არ ჰქონია კოსმოსურ რადიაციასა და სხვა ფაქტორებს. ასტრონომები განსაკუთრებით არიან დაინტერესებული ასტეროიდიდან ჩამოსულ ნიმუშებში ორგანული ნივთიერებების შესწავლით. ასეთი კვლევის შედეგად, შეიძლება ნათელი მოეფინოს, თუ როგორაა მზის სისტემაში განაწილებული ორგანული ნივთიერებები, ჰქონდათ თუ არა მათ გავლენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე და თუ კი, რა გავლენა. იაპონურ მისიასთან ერთად, წარმატებული აღმოჩნდა NASA-ს მისია Osiris-Rex. ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას ზონდმა ასტეროიდ ბენუმდე მიაღწია, სადაც ნიმუშები შეაგროვა და დედამიწისკენ აიღო გეზი. "#კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბენუზე! ორწლიანი მოგზაურობის და ათწლიანი დაგეგმვის და ჩემი ჯგუფის მუშაობის შემდეგ, მე აქ ვარ. მაგრამ ჩასვლა მხოლოდ დასაწყისია...". - დაწერეს გუნდის მკვლევრებმა მისიის თვითერის ანგარიშზე. ასტეროიდებიდან ჩამოტანილი ნიმუშების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება მზის სისტემის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში და იმის ახსნაში, თუ რა როლი ითამაშა წყალმა დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვაში. ჩამოტანილი ნიმუშები მეცნიერებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას წარსულში ასტეროიდის შეჯახებებისა და მის თერმულ ისტორიაზე. CRISPR-ის გამოყენების არეალი გაფართოვდა 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას Crispr/Cas9-ს გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის აღმოჩენაში გადაეცათ. Crispr/Cas8, თავდაპირველად, ბაქტერიული იმუნური სისტემა იყო, რომელიც ამოიცნობდა და ანადგურებდა კონკრეტულ გენეტიკურ მიმდევრობებს ვირუსებში, რომლებიც ბაქტერიებს აავადებდნენ. 2012 წელს, მისი პირველი აღწერის შემდეგ, მკვლევრებმა მთელ მსოფლიოში მისი რევოლუციური პოტენციალი გაიაზრეს: ვირუსულ დნმ-ზე ტარგეტირების გარდა, Crispr/Cas9-თ ნებისმიერი ორგანიზმის გენომის მოდიფიცირებაა შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიის გამოყენების მრავალმხრივობა და სიმარტივემ შესაძლებელი გახადა იმ ორგანიზმების გენური ინჟინერია, რომლებიც გენეტიკური მანიპულაციის ტრადიციული მეთოდებისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი. მაგალითად, წელს Crispr/Cas9 გამოიყენეს ისეთი მარცვლეული კულტურების გენეტიკური მოდიფიცირებისთვის, როგორებიცაა ბრინჯი და ხორბალი. ამ მეთოდით შეცვლილი მარცვლეული უფრო რეზისტენტულია მწერების, გვალვისა და სხვა ფაქტორების მიმართ. რასაკვირველია, Crispr/Cas9-მ ადგილი დაავადებების მკურნალობაშიც იპოვა. 2020 წელს დაიწყო Crispr-ის მეშვეობით ადამიანის ერითროციტების მოდიფიცირების პირველი კლინიკური კვლევები სისხლის დაავადებების სამკურნალოდ. დამაიმედებელი შედეგები აჩვენა New England Journal Of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, სადაც Crispr/Cas9 ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ გამოსცადეს. და ბოლოს, Crispr/Cas9 ტექნოლოგიას მრავალი კვლევითი ჯგუფი მისი თავდაპირველი ფუნქციის შესაბამისად, რესპირატორული ვირუსების საწინააღმდეგო კვლევით პოტენციალს სწავლობს. სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი დაამტკიცა 2 დეკემბერს სინგაპურმა სან ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტ-აპ Eat Just INC. -ს ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმის ხორცის გაყიდვაზე რეგულატორული ნებართვა მისცა. ამით სინგაპური მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცის გაყიდვა დაუშვა. ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ბიორეაქტორში წარმოიქმნება (აპარატი, სადაც ბიოქიმიური რეაქციები მიმდინარეობს). სინთეზირებული ხორცი შეიცავს დიდი ოდენობით ცილას და კომპანიის თანახმად, მინერალების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიას ხორცის გაყიდვის უფლება მხოლოდ სინგაპურში აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ გაყიდვებს გააფართოებს და უახლოეს მომავალში აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში შეიტანს თავის პროდუქტს. ხელოვნურმა ინტელექტმა შროდინგერის განტოლება ამოხსნა ბერლინის ფრეიეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განავითარეს ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომელსაც კვანტურ ქიმიაში შროდინგერის განტოლების ძირითადი მდგომარეობის (კვანტურ-მექანიკური სისტემის ყველაზე დაბალენერგეტიკული მდგომარეობა, ground state, იგივე ვაკუუმური მდგომარეობა) გამოთვლა შეუძლია. ხანგრძლივი და შრომატევადი ლაბორატორიული სამუშაოს გარეშე, მხოლოდ ატომების სივრცეში განლაგების საფუძველზე, მოლეკულების ფიზიკური და ქიმიური თვისების პროგნოზირება კვანტური ქიმიის ძირითადი გამოწვევაა. თეორიულად ეს შესაძლებელია მხოლოდ შროდინგერის განტოლების ამოხსნით, რაც პრაქტიკაში უკიდურესად რთული რამაა. ფრეიეს უნივერსიტეტმა განავითარა "ღრმა დასწავლის" მეთოდი, რომელსაც ამის გაკეთება უპრეცედენტო სიზუსტით, ეფექტიანობით და სიჩქარით შეუძლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა. ცენტრალური საკითხი კვანტური ქიმიისა და შროდინგერის განტოლებისთვის არის ტალღური ფუნქცია - მათემატიკური ობიექტი, რომელიც სრულად ადგენს ელექტრონების ქცევას მოლეკულაში. ტალღური ფუნქცია მაღალგანზომილებიანი ერთეულია და, ამრიგად, უკიდურესად რთულია, მოაქციო ყველა ნიუანსი, რომელიც ელექტრონების ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. კვანტური ქიმიის ბევრმა მეთოდმა უარი თქვა ტალღური ფუნქციის გამოყენებაზე და ამის ნაცვლად მხოლოდ მოლეკულის ენერგიას განსაზღვრავენ, თუმცა, ეს მოითხოვს მიახლოებით სიზუსტეს, რაც ასეთი მეთოდების პროგნოზის შესაძლებლობებს ზღუდავს. ღრმა ნეირონული ქსელი, რომელიც პროფესორ ნოეს გუნდის დიზაინით შეიქმნა, ელექტრონების ტალღური ფუნქციის გამოსახვის ახალი გზაა. "სტანდარტული მიდგომის ნაცვლად, რომელიც ადგენს ტალღურ ფუნქციას შედარებით მცირე მათემატიკური კომპონენტებისგან, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომლსაც შეუძლია ატომის ბირთვის გარშემო ელექტრონების მდებარეობის კომპლექსური კანონზომიერებების დასწავლა. ელექტრონის ტალღური ფუნქციის ერთი უჩვეულო თვისება ანტისიმეტრიაა. როდესაც ორი ელექტრონის გაცვლა ხდება, ტალღურმა ფუნქციამ ნიშანი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხელოვნურ ნეირონული ქსელის არქიტექტურაში ამ თვისების ჩაშენება შევძელით. ამ თვისებას, რომელსაც პაულის გამორიცხვის პრინციპი ეწოდება, PauliNet ვუწოდეთ ". - ამბობს პროფესორი ნოე. პაულის პრინციპის გარდა, ელექტრონულ ტალღურ ფუნქციას ასევე აქვს სხვა ფუნდამენტური ფიზიკური მახასიათებლები. PauliNet- ის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ თვისებებს ღრმა ნეირონულ ქსელში ინტეგრირებას აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ ღრმა დასწავლამ ის მონაცემებზე დაკვირვებით დაისწავლოს. ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი, ვიდრე ნოეს მეთოდის ინდუსტრიული გამოყენება გახდება შესაძლებელი. "ეს ჯერ კიდევ ფუნდამენტური კვლევის დონეზეა, მაგრამ ეს წარმოადგენს ახლებურ მიდგომას კვანტური ქიმიის და მასალათმცოდნეობის ძველისძველ პრობლემასთან და აღელვებულები ველით მის შესაძლო პრაქტიკულ გამოყენებას." მეცნიერებმა ვენერაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს. ფოსფინს მხოლოდ ცოცხალი ორგნიზმები არ წარმოქმნიან, მისი დეტექცია იუპიტერზეც მოხდა, სადაც ტემპერატურა და წნევა იმდენად მაღალია, რომ ის არაბიოლოგიური ქიმიური პროცესებით წარმოიქმნას, მაგრამ, მეცნიერების შეფასებით, ვენერა არ არის საკმარისად მასიური, რომ ასეთ პროცესები მოხდეს. დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა. "იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვენერაზე ვიცით, ფოსფინის არსებობის ყველაზელოგიკური ახსნა, როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლეა". – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი, კლარა სუსა-სილვა. ფოსფინის მოლეკულა ფოსფორის ერთი ატომისა და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. ფოსფინის გაზი ადამიანისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში უკიდურესად დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევები გრძელდება. ისტორიაში პირველად, კერძო კომპანიამ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანა მაისში ილონ მასკის SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. ეს მისია NASA-ს გეგმის ნაწილია, რომელიც კოსმოსური ფრენების კერძო სექტორისთვის გადაბარებს გულისხმობს. ეს იყო პირველი ხომალდი, რომელმაც აშშ-ს მიწიდან 2011 წლის შემდეგ ეკიპაჟი კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. Crew Dragon ძველი ხომალდის, Dragon 1-ის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც 20 -ჯერ გამოიყენეს კოსმოსურ სადგურამდე ტვირთის მისატანად. კოსმოსურ მოგზაურობასთან ერთად, წარმატებას მიაღწია მასკის StarLink-ის პროექტმაც. 2020 წლის აპრილში დედამიწის ორბიტაზე 2666 თანმგზავრი იყო, მასკის პროექტის ფარგლებში მათ 955 ახალი თანამგზავრი დაემატა. StarLink-ის ფარგლებში, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობა 11000-ს მიაღწევს. სატელიტების ასეთი მეგათანავარსკვლავედი დიდ პროგრესს მოიტანს, მათ შორის ინტერნეტთან უკეთესი წვდომა შორეულ ადგილებში, უფრო თანაბრად ხელმისაწვდომი მონაცემთა სერვისები. https://tabula.ge/ge/news/659760-2020-celi-metsnierebshi-mtavari-aghmochenebi
  2. @Ratatat წარმოგიდგენთ 2020 წლის 20 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას. ► ნახეთ სრული ფლეილისტი 20. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone პროექტი Circus Mircus სამი ანონიმი მუსიკოსითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მსმენელთა წინაშე საცირკო დასის წევრების მსგავსი იმიჯით გამოდიან (მათი სადებიუტო პერფორმანსის ხილვა აქ შეგიძლიათ). თუმცა, წესით და რიგით, გამოცდილ მელომანებს ბავონც გევორქიანის, იგორ ფონ ლიხტენშტეინისა და დამოკლეს სტავრიადისის ფსევდონიმების მიღმა მდგომ არტისტთა ნამდვილი ვინაობის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone ყირგიზეთის დედაქალაქში მდებარე ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრითაა შთაგონებული. მის პაციენტებს სამი დღით გარეთ, კარავში უშვებენ და აძლევენ ქვას, რომელსაც საკუთარი პრობლემები უნდა გაუმხილონ, შემდეგ კი მთიდან გადააგდონ. ექსცენტრიკული, ნახევრად კომიკური, ნახევრად დეპრესიული განწყობის ნამუშევარი, რომლის უცნაურ ტექსტსა და იდეას მისივე ექსპერიმენტული ჟღერადობა იდეალურად შეეფერება. 19. წერილი - მტვრიან მიწაზე ქართული ალტერნატიული როკ სცენის ვეტერანი ჯგუფი წელს მსმენელებს ახალი მინი ალბომით "ეგ არის" დაუბრუნდა, რომლის ჩაწერისას მუსიკოსებს კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის Mother on Mondays წევრი, ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ძირითად პოსტ პანკის ჟანრში მოღვაწეობით ცნობილი ბენდისთვის უჩვეულო, ელექტრონული ჟღერადობა და ინდასტრიალის ელემენტების სიუხვე გამოარჩევს. თუმცა, კვლავ უცვლელია ჯგუფის ფრონტმენის, გია თოიძის შესრულების საფირმო მანერა და დეპრესიული, ნიჰილიზმით სავსე ლირიკა. სიმღერა პანდემიის მიერ ადამიანების ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებებითაა შთაგონებული, უამრავი ნეგატივითა და ათასგვარი პრობლემით სავსე 2020 წელს "წერილის" შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა კი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. 18. 4D Monster Lobsters - YOU N ME VS THE REST OF THE WORLD ქართველ მუსიკოსებს შორის ბილინგუალური კომპოზიციები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს ასეთი ნამუშევრები განსაკუთრებით მომრავლდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის Four Dimensional Monster Lobsters ეს სიმღერა გახლავთ, რომლის ტექსტშიც ქართული და ინგლისურენოვანი მონაკვეთები ერთმანეთს იშვიათი ბუნებრივობითა და ძალდაუტანლობით ენაცვლება. ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული ჩანაწერი, რომელშიც გამოცდილი მსმენელის ყური სამოციანი წლების ფსიქოდელიის ელემენტებსაც აღმოაჩენს, დრიმპოპსაც და ალტერნატიულ როკსაც, ცალკეულ მომენტებში ძალზე ეფექტურად ბალანსირებს დისონანსურობის ზღვარზე. ვოკალიც ძალზე საინტერესოდაა დამუშავებული და საერთო აკუსტიკურ ქსოვილში ჰარმონიულად ჯდება. მოკლედ, მშვენიერი კომპოზიციაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წელს დაარსებული კოლექტივი სპეციფიკური, მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე პროექტად ჩამოყალიბდა. 17. Killages - Oma ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Killages მიმდინარე წლის სექტემბერში საკმაოდ შთამბეჭდავი სადებიუტო სტუდიური ალბომი Original Brothers გამოუშვა, თუმცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ნამუშევრის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გავრცელებულმა კომპოზიციამ Oma მიიპყრო. ეს ტრეკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ჯგუფის ძირითად კოზირს მისი ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის შესრულების მანერა წარმოადგენს, რომელიც მსმენელის დაინტერესებასა და ჩათრევას ჩანაწერის პირველი წამებიდანვე ახერხებს. ატმოსფერული, მელოდიური ინსტრუმენტალიც ძალზე ეფექტურადაა დამუშავებული. ერთი სიტყვით, მუსიკოსების მორიგი ხარისხიანი და გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს სიაში ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს. 16. ლექსო რატიანი - ძილი ლექსო რატიანმა ამ კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და თვითმყოფადი მუსიკოსია. 17 წლის არტისტის მიერ თვითიზოლაციაში შექმნილი სიმღერა ისეთ მენტალურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც, დიდი ალბათობით, თითოეული მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს მინიმალისტური ინსტრუმენტიზაცია, დეპრესიული ლირიკა და ნიჰილისტური განწყობა ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა, რომელიც ათასობით ნამუშევარში აისახა და გარკვეულწილად გაიცვითა კიდეც. თუმცა, ამ ჩანაწერს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ბანალურის გარდა, რაშიც მისი მოსმენისას თავადვე დარწმუნდებით. 15. Anushka Chkheidze - Lingotto ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მიერ 2020 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Halfie განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Lingotto იპყრობს. უჩვეული ატმოსფერო, მიკროპასაჟების მუდმივი მონაცვლეობა და ემბიენთური აკუსტიკური ნაკადი, რომლის მოსმენაც ყოველდღიურ სცენებსაც კი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჩაკარგულ ჰალუცინაციებს ამსგავსებს. ჩანაწერში აშკარად იგრძნობა IDM-ისა და გლიჩის ჟანრების ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლების გავლენა, როგორებიც არიან Aphex Twin, Boards of Canada, Autechre და სხვები, თუმცა ის ამავდროულად არც ინდივიდუალური ხელწერის ნაკლებობას განიცდის. ერთი სიტყვით, შესანიშნავი ტრეკია, რომელიც ავტორის მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. 14. KoKa - Pow! ნორვეგიაში მცხოვრებმა კოკა ნიკოლაძემ თავისი პირველი ოპერა Vor dem Gesetz ("კანონის წინაშე") ფრანც კაფკას შთაგონებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანი ნაწარმოებებს თავისივე ხელით აწყობილი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნის. ჩვენს სიაში შეტანილი კომპოზიცია Pow! კი მისი ბექგრაუნდის მქონე არტისტისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო მიმართულებას, ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნება და ტრაიბალური ატმოსფერო, ყოველდღიური ნივთების ხმების კრეატიული გამოყენება და აბსტრაქტული, ძალზე ქარიზმატული მანერით შესრულებული რეჩიტატივი გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკზე გადაღებული, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი, რომელიც კონცეფციით მიშელ გონდრის მიერ შექმნილ კლიპებს მოგვაგონებს. 13. კოლექტივი - 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ 1921 წლის თებერვლის მიწურულს კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიასთან ბრძოლაში ქართველ იუნკერებთან ერთად მოწყალების და, ეროვნულ გმირად შერაცხული მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების, მიხო კალანდარიშვილისა და სანდრო დიასამიძის მიერ შარშან დაარსებული პროექტის ეს კომპოზიცია სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება. დიდი ხნის წინ მივეჩვიეთ, რომ მსგავს თემებზე ქართულ მუსიკაში უმეტესწილად უადგილო პათეტიკით სავსე ნამუშევრები იქმნება, თუმცა ეს მშვიდი, უპრეტენზიო, ინდი ფოლკის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას გაცილებით ნათლად და მეტი გულწრფელობით წარმოაჩენს, ვიდრე ურაპატრიოტიზმით სავსე ნებისმიერი სხვა ჩანაწერი. 12. Melqo - Angels დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით "Bloom/აყვავდი" 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ჩვენი და არაერთი სხვა მსმენელის ყურადღების მიქცევა ამ მოკლე დროშიც მარტივად მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში არტისტმა პირველი სტუდიური ალბომი "ათასწლეული" გამოუშვა, მოგვიანებით კი რამდენიმე ახალი ტრეკიც გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი Angels-ზე შევაჩერეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილი ნამუშევარი დაუნტემპოს, ჰიპნაგოგიური პოპისა და ჰიპ ჰოპის მელანქოლიური სინთეზია, რომელსაც ორიგინალური პროდაქშენი და შესრულების არანაკლებ ორიგინალური, თითქმის ჰიპერსომნიული მანერა გამოარჩევს. ვფიქრობთ, ზემოხსენებულ მიმდინარეობათა მოყვარულებს ეს კომპოზიცია აუცილებლად დაგაინტერესებთ. 11. MokuMoku - Lyre ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება MokuMoku თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო ხელწერის მქონე პროექტი რომ არის, 2012 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის წევრებმა კომპოზიციით Lyre კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ემბიენთური ელექტრონიკისა და ჯაზის რიტმების ორგანულ სინთეზზე აგებულ, მრავალფეროვან ინსტრუმენტალში ყოველი მომდევნო ნაბიჯი მახვილგონივრულადაა გათვლილი, ვოკალიც საჭირო დროსა და ქრონომეტრაჟით შემოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი ერთ თვითმყოფად, დამაინტრიგებელ ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება. სასიამოვნოა, რომ ამ ტრეკის სახით კოლექტივის ისედაც შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ძალზე ეფექტური და დახვეწილი ჩანაწერი შეემატა. 10. Tamada - Cru ჰაუსის, ფანკისა და ქალაქური სიმღერის სინთეზი ისეთი ექსპერიმენტია, რომელიც ან ძალზე ეფექტური შედეგით უნდა დასრულდეს, ან სრული კატასტროფით - მსგავსი ავანტიურები სხვაგვარად არასდროს მთავრდება. ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლაშა ჩხაპელიას ახალი პროექტის Tamada სადებიუტო სინგლი Cru, საბედნიეროდ, ზემოხსენებული შემთხვევებიდან პირველს მიეკუთვნება. კომპოზიციის მიმართ საწყის ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი არაორდინარული მიმართულება აჩენს, რომელსაც ავტორი "დიფ დუქანს" უწოდებს, თუმცა მოსმენიდან მცირე ხანშივე ნათელი ხდება, რომ ეს ტრეკი ჩვენს სიაში ადგილს მხოლოდ ორიგინალურობის ხარჯზე არ იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გიტარის პარტიას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი, სტატიაში ზემოთ უკვე ნახსენები ლექსო რატიანი ასრულებს. 9. Gacha Bakradze - Inside უკვე დიდი ხანია, რაც გაჩა ბაქრაძემ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის სტატუსი დაიმკვიდრა და ქვეყნის გარეთაც არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. 2020 წელს არტისტმა გერმანულ ლეიბლზე Die Orakel მინი ალბომი Western Arrogance გამოსცა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით Inside შევარჩიეთ. ასეთ ჩანაწერების შემთხვევაში, ტერმინი "მონოტონური" ოდნავადაც არ წარმოადგენს სიტყვა "მოსაწყენის" სინონიმს, ცალკეული პასაჟების ხშირი გამეორება კი ის უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საერთო ემოციური სურათის ეკლექტურობას განაპირობებს. შეგიძლიათ, ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თავადვე გადაამოწმოთ, 14-წუთიანი კომპოზიცია მოსმენის პროცესში ერთფეროვნების განცდას წამითაც არ დაგიტოვებთ. 8. Bobby Kensei x Turbo_ია x Dilla - Shy Girl Bobby Kensei-ის სახელით ცნობილმა რევაზ ხარჩილავამ წელს მსმენელებს რამდენიმე ახალი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან საუკეთესო უდავოდ Shy Girl იყო. ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას კოლეგები, გიორგი კვეზერელი, იგივე turbo_ია და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla უწევენ. ძალზე საინტერესო ჟღერადობის მქონე კომპოზიციაში მამბლ რეპისა და თრეფის გავლენა იგრძნობა, თუმცა ამ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლირიკით გამოირჩევა. რომანტიკულ, მსუბუქი მელანქოლიით გაჟღენთილ და ფსიქოდელიური შტრიხებით მდიდარ ტრეკში ხარისხის სწორედ ის თამასაა შენარჩუნებული, რომელსაც მის შექმნაში მონაწილე თითოეულმა არტისტმა დიდი ხნის წინ მიგვაჩვია. 7. HVL - Nat Mode ელექტრონული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟანრის სათავეებთან უმეტესწილად ქალი პიონერები, დელია დერბიშირი, დაფნა ორამი, პოლინა ოლივეროსი და სხვები იდგნენ. საქართველოში ასეთი ფიგურა 1926 წელს დაბადებული ნათელა სვანიძე გახლდათ, რომელიც, მისივე თქმის არ იყოს, ზედმეტად ადრე მოვიდა ამქვეყნად - ავანგარდული ხედვის მქონე კომპოზიტორის ექსპერიმენტები სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა კულტურულ კონიუნქტურასთან, რის გამოც მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს სრულდებოდა. სვანიძეს შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 1974 წელს შექმნილი "ქართული ლამენტაციები" იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ნიმუში ვუწოდოთ. 2020 წელს გამოცემული კომპილაციური ალბომი "ნათელა" სწორედ ამ ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, ჩვენი სიისთვის გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Nat Mode შევარჩიეთ იმ იმედით, რომ 2017 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის მემკვიდრეობას მომავალში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და დაფასება ერგება წილად. 6. Creams - RUN შარშან Creams იმ ახალ სისხლად მოვიხსენიეთ, რომელიც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდებოდა. როგორც 2020 წელს აღმოჩნდა, ნათია ჭიჭინაძის შემოქმედება მხოლოდ მშობლიური სცენისთვის არაა აქტუალური - არტისტთან კონტრაქტი ბრიტანულმა ლეიბლმა AWAL გააფორმა, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ ლეგენდარულ შემსრულებელთან თუ ბენდთან უთანამშრომლია. ამ კოლაბორაციის პირველი შედეგი, სინგლი RUN ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ჩამთრევი რიტმი, დახვეწილი ემბიენთური ტექსტურები, საინტერესო განვითარება, უჩვეულო ატმოსფერო და შესანიშნავი პროდაქშენი. მუსიკოსის ჩვეული ქარიზმა და გამომწვევობაც ადგილზეა. ისეთი კომპოზიციაა, ყოველი მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რომ განდომებს თავიდან ჩართვას, ნათია კი განვითარებას და მასზე დამყარებული იმედების გამართლებას წარმატებით განაგრძობს. 5. Murman Tsuladze - La Flemme de Danser / მოდი, წავიცეკვოთ La Femme-ს ქართველი მსმენელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ პოპულარული ფრანგული კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი "მურმან წულაძის" სახელით ცნობილ პროექტში ამოჰყოფდა თავს და სახელად ზაურის დაირქმევდა. 2016 წელს ჩამოყალიბებულ ტრიოში ამ უკანასკნელთან ერთად პარიზელი ტექნო არტისტი, ვიქტორ გასკონი და რუსთაველი მუსიკოსი, მურმან წულაძე მოღვაწეობენ, რომელიც ბენდის ხელწერას უნიკალურ კოლორიტს მატებს. ჯგუფის შემოქმედებაში ძალზე ნათლად იგრძნობა იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე მუსიკის გავლენა, ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობით შავბნელ 1990-იანებში, ბაზრობებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში რომ სარგებლობდა. მათ ჩანაწერებში ეს ინსპირაცია სინთპოპისა თუ ჰაუსის ყალიბშია ჩამოსხმული და თითქოს დემნა გვასალიას მიერ მაღალი მოდის სამყაროში განხორციელებული პროვოკაციების მუსიკალურ ექვივალენტს ქმნის, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით კომპოზიციაში "მოდი წავიცეკვოთ" აისახება. საფრანგეთის დედაქალაქში, "ყვითელჟილეტიანების" აქციებზე გადაღებული კლიპიც სწორედ ისეთია, ამ არაორდინარული ესთეტიკის ნამუშევარს რომ შეეფერება. 4. KayaKata - Malina ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპის ჟანრში შექმნილი ეს კომპოზიცია KayaKata-ს საფირმო ხელწერის მორიგი ეფექტური ნიმუშია. ამ შემოქმედებითი გაერთიანების სხვა ნამუშევრების მსგავსად, Malina-ს მოსმენის დროსაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგადაა შექმნილი. თუმცა, აშკარად უფრო მართებული იქნება, თუ ამ დახასიათებაში "რღვევას" დეფრაგმენტაციით ჩავანაცვლებთ - ჩანაწერის ლირიკაში თითოეულ ფრაზას მოგონებების, განცდებისა და ხატების მთელი წყება ებმის, მათი მონაცვლეობა კი რეალობის სურათს ცალკეულ ნიშნებად შლის და თავიდან აწყობს, რის შედეგადაც მიღებულ ტილოზე გამოსახული, მჟავის ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა და დეკონსტრუირებული ფორმები ერთდროულად სიურრეალიზმსაც მიეკუთვნება და კუბიზმსაც. მოკლედ, ისეთი ტრეკია, რომლის სიტყვებით აღწერაც ბევრს არაფერს იძლევა, ამიტომაც, გირჩევთ, თავად მოუსმინოთ. 3. ერეკლე დეისაძე & Nimit_ta - ნამასა ქართველი მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძისა და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენის, ბექა კუნდალინის დუეტმა, რომლისგანაც არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გვახსოვს, 2020 წელს მორიგი შთამბეჭდავი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელა. ნამუშევრის ლირიკაში ერეკლეს ტრადიციული ხელწერა ძალზე ნათლად იგრძნობა. ვერ ვიტყვით, რომ გეტოების მგოსანი რაიმე ახალს ან განსაკუთრებულს გვთავაზობს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად სახეზეა. აი, რაც შეეხება ბექას (რომელიც ამ შემთხვევაში Nimit_ta-ის ფსევდონიმით მოგვევლინა), ის აქ ახალ შემოქმედებით საფეხურზეა - მისი ინსტრუმენტალი ამ მელანქოლიურ, ელექტროპოპის სტილში გადაწყვეტილ ტრეკში მელანქოლიურ, თითქოს სიზმრისეულ ატმოსფეროს ქმნის და სიმღერას განუმეორებელ ესთეტიკას სძენს. 2. Bedford Falls - MACEDONIA კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა გამოძახილი უამრავი არტისტის შემოქმედებაში, მათ შორის ქართული ბენდის Bedford Falls ჩანაწერშიც MACEDONIA ჰპოვა. როდესაც ადამიანებს ოთხ კედელს შორის გამოკეტილ მდგომარეობაში თვეების გატარება უწევთ, სხვაგან ყოფნა ნელ-ნელა ოცნებად იქცევა, შორეული ადგილები კი წარმოსახვაში ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. სწორედ ეს უჩვეულო, სევდიანი განწყობაა ასახული სიმღერაში, რომელიც 2020 წელს მსგავს თემაზე შექმნილი ასობით ტრეკიდან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერჯერობით, მაკედონიისა არ იყოს, ის დღეც საკმაოდ შორსაა, როდესაც მოწოდება "დარჩი სახლში" მსოფლიოში ყველაზე აქტუალური აღარ იქნება, მანამდე კი ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეს ძალზე ლამაზი კომპოზიცია ნამდვილად დაგეხმარებათ. 1. დავით დათუნაშვილი - 4 Real დავით დათუნაშვილს მსმენელი ძირითადად ორი პროექტიდან, 2007 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფიდან Landmark და ამავე ბენდის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად მოგვიანებით დაარსებული ელექტრონული დუეტიდან Okinawa Lifestyle იცნობს. 2020 წელს კი არტისტმა თავის სოლო დისკოგრაფიას ახალი ალბომი 6 Plus შემატა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიცია 4 Real შევარჩიეთ. დახვეწილი ინსტრუმენტალი, ლოუ ფაი პროდაქშენი და ნოსტალგიური ჟღერადობა - არაერთი ღირსებით გამორჩეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ესთეტიკას შესრულების სპეციფიკური მანერა სძენს, რომელიც მის ფსიქოდელიურ, ინტიმურ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. წლის საუკეთესო ქართულ კომპოზიციად სწორედ ამ ჩანაწერს ვასახელებთ და აუცილებლად გირჩევთ, ალბომში შესული სხვა ტრეკებიც მოისმინოთ.
  3. ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP “რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.” http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/neil-macfarlane_I.pngპროფესორი ნილ მაკფარლეინი იკვლევს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, მისი სამხრეთით განვითარებულ რეგიონულ დინამიკას. 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში პროფესორი მაკფარლეინი ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2008-2010 წლებში ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი [ოქსფორდის] უნივერსიტეტის საბჭოსა და არაერთი საუნივერსიტეტო კომიტეტის წევრია. პროფესორი მაკფარლეინი Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია და იკავებდა, ასევე, სოციალური მეცნიერებების ცენტრის (თბილისი, საქართველო) საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. პროფესორი მაკფარლეინი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს კითხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ მათზე. ნახვა გადმოწერა The post საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან appeared first on GIP.
  4. […] გამოსულ მუსიკალურ ნაწარმოებებისგან ათეულის შექმნის პრეცედენტს ჰქონდა ადგილი. წელს ამ წამოწყების […] LikeLike