ძებნა
'', '' or 'ადამიანი' ძებნის შედეგები.
-
რომელიც სიგარეტის სუნად აქოთებულ-აყროლებული დადის
- 88 replies
-
- როგორი
- სექსუალურია
-
(and 1 more)
Tagged with:
-
რატომ მიდიან ხშირად ძალიან კარგი პარტნიორისგან ცუდ სხვასთან? ან როგორც მინიმუმ სხვისკენ ეხედებათ მაინც? გყავს თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი პარტნიორი და ამ დროს თვალი გაგირბის ქარაფშუტა, დაუღვინებელი ტიპისკენ, რომელსაც ჰკიდიხარ, ან სიტყვებით გაბრუებს ან ბანდიტა ტიპია, ან რამე სხვა რას ფიქრობთ? დამნუშიკოს ჰქონდა ადრე რაღაც თეორია ამაზე @Damnoc
-
და არ გყოფნის და მაინც გენატრება, ეგ ნორმალურია თუ დამოკიდებულობაა უკვე? ვაბშე სად გადის ზღვარი დამოკიდებულობასა და ჯანსაღ გრძნობას შორის? ვიცით?
-
რომელიც პეჩოებს და ხრუხუნებს ნამცეცების დაყრის გარეშე ჭამს?🤔
-
პატარაობიდან, რაღაც კონკრეტულ საკითხებში მაინც ვიღაცებს რომ კვარცხლბეკზე აყენებდით, ეხლა რომ აშკარად ხედავთ რომ გადაასწარით. გემართებათ? ან როგორ ეგუებით? აი მშვიდად რომ ვეღარ ხარ იმიტომ რომ საახლობლოში უფრო ზედა ინსტანცია აღარ გყავთ. სადღაც meme იყო. რაღაც პრობლემა რომ გაჩნდება და უფროსი ადამიანის ზებნას დაიწყებ და უცებ მიხვდები რომ შენ ხარ უფროსი ადამიანიო
-
ფრანგი მწერალი ჟან ჟუბერი (1928-2015) მონპელიეში ასწავლიდა ამერიკულ ლიტერატურას. მან მთელი ცხოვრება ზღვის სანაპიროზე გაატარა, არაერთი პოეტური კრებული გამოაქვეყნა, სადაც ბუნებისადმი ტრფიალი განსაკუთრებით საგრძნობია. ,,ადამიანი ქვიშაში’’ კი 1975 წელს დაიბეჭდა, რომელიც რენოდოს პრესტიჟული პრემიით დააჯილდოეს. რომანში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის წინა ხანებში ვითარდება. ჩვენს თვალწინ გადაიშლება სახე რომატიული მისწრაფებების მქონე სიმონ დიურბენისა, რომელსაც განზრახული აქვს ზღვის პირას, ქვიშიან სანაპიროზე ახალი დასახლების, კალიაჟის აშენება. ამ პროექტის განხორციელებას მრავალი წინააღმდეგობა ხვდება, რაც მხოლოდ გეოლოგიურ პრობლემებს როდი უკავშირდება. გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც მშენებლობაში გამდიდრების გზას დაინახავენ. ამავდროულად, მშენებლებს ეჭვით უყურებენ მახლობელი სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც პატრიარქალური წეს-ჩვეულებები ახასიათებთ. სიმონის მეგობარი, რომელიც ნაწარმოების პროტაგონისტია და პირველ პირში გვიამბობს სათქმელს, თავის თავში გაორებული ადამიანია. ერთი მხრივ, იგი მოხიბლულია ქვიშიან სანაპიროზე მიმდინარე ამბებით, აგრეთვე სიმონის მეუღლითა და სათნო ქალიშვილითი, მეორე მხრივ ის უკავშირდება მახლობელი სოფლის მდაბიო ადამიენებს, თითქოს პარიზული ციებ-ცხელების ფონზე შვებას უბრალო სამიკტნოში ეძებს, სადაც უცხო და უცნობი გატაცებაც ეწვევა. წიგნის წინასიტყვაობაში მკაფიოდაა ნათქვამი რომ ,,ადამიანი ქვიშაში’’ პოეტური პროზაა, უპირველესად იგი იგავური ტიპის რომანია, მეტაფორული ამბავი. მას ნათესაური სული აქვს უტოპიური ტიპის ნაწარმოებებთან, ,,მკითხველთან მიმართვის უჩვეულოდ თავისებური მანერით, რითაც აიძულებს ამ უკანასკნელს განიმსჭვალოს არა მარტო ჩვენი დროის, დღევანდელი, მარადიულობის თვალსაზრისით, წუთიერი მისწრაფებებით, არამედ თვით ისტორიის სულისკვეთებით, რომელიც ადრე თუ გვიან აიძულებს თითოეულ ჩვენგანს შეიცნოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, დაკარგოს იმედი და კვლავ ჰპოვოს იგი’’. ამიტომაც ვხედავთ კალიაჟის მშენებლობის მარცხის შემდეგ. ომის ქარტეხილების გადავლისას, დიდი ქალაქის ხმაურიდან წასულ გმირს კვლავ სამხრეთისკენ მიმავალს. ,,მე მომწონს აქ, აი ამ სანაპიროზე ცხოვრება. თვიდან თვემდე თვალს ვადევნებ ამ ორი ტიტანის ჩუმ შერკინებას და ვიცი, კაცი ვერ შეესწრება ამ ბრძოლის დასასრულს, რამეთუ მალულად პირშეკრულები ისინი მაშინაც არ გაათავებენ ომს, როცა ქვეყნად ადამიანთა მოდგმის სახსენებელიც კი აღარ იქნება. ამგვარი მსჯელობა ადასტურებს, რომ ასეთ ადგილებში ცხოვრება ღრმა აზრებს ბადებს’’ – ამბობს მთხრობელი. იქნებ ეს ფერიცვალება, შინაგანი ტრანსფორმაცია მან კალიაჟის მშენებლობის დროს მომხდარი ამბებისას განიცადა? აკი სხვაგან ამ შეგონებით მიმართავს მკითხველს: ,,ადამიანი უცხო მხარეში გამოუცდელობით მიემართება და ანაზდად იქაურობა ნაცნობი ეჩვენება, თითქოსდა ოცნებებში ხილული და გაგონილიაო. სხვის სახლში შედის და უცხო თვალები აკვირდებიან, ვიღაცეები ელაპარაკებიან, ყურს უგდებს საუბარს, გარეგნულად მასში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირგვლივ მაინც ყველაფერი ირყევა, ბარბაცებს თვითონაც, მიწა ფეხქვეშ ეცლება. გაოცებასაც კი ვერ ასწრებს, ისე სწრაფად ხდება ყოველივე, მორბის უკან, შინ ბრუნდება, მაგრამ ამიერიდან სულ სხვა ადამიანია”. ,,ადამიანი ქვიშაში’’ არ არის ისეთი ცნობილი რომანი, როგორც მსგავსი სათაურის მქონე კობო აბეს წიგნი. თუმცა ინტელექტუალური პროზისთვის დამახასიათებელი ელემენტები ჟუბერთან ისევე თვალშისაცემია, როგორც მის დიდი თანამედროვე ფრანგ მწერლებთან. ქართულ ენაზე ,,ადამიანი ქვიშაში’’ ლია თევზაძემ თარგმნა და გამომცემლობა ,,მერანმა’’ გამოაქვეყნა 1981 წელს. ჩემი ბიბლიოთეკის თაროებზე ქექვისას მივაგენი, ოდესღაც დედაჩემის ნაყიდ წიგნს, რომლის წაკითხვამ უკმაყოფილო ნამდვილად არ დამტოვა.