მარეგულირებლის კომისარი ჰესტერ პირსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მკაფიო წესები ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ისეთი კომპანიების აქტიურობა, როგორიცაა Tesla და Mastercard-ი.
ჰესტერ პირსმა მედიასთან ინტერვიუს დროს განიხილა კრიპტოვალუტის მიღების შედეგები. ეს განხილვა მოჰყვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ მატებას.
მას შემდეგ, რაც ელონ მასკის კომპანია, Tesla–მ ბიტკოინის გადახდის ფორმად მიღების შესახებ განაცხადა სულ უფრო მეტმა კომპანიამ, მათ შორის აშშ-ს უძველესმა ბანკმა, BNY Mellon-მა და გადახდის გიგანტმა Mastercard–მა განაცხადეს, რომ აპირებენ კრიპტო მომსახურების დანერგვას.
”ეს კიდევ უფრო აჩქარებს იმ პროცესს, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ამ სფეროში, რათა უფრო მეტი სიცხადე გვქონდეს”, – აღნიშნა კომისარმა.
კრიპტო საზოგადოებაში ჰესტერ პირსი მუდმივად ემხრობოდა მკაფიო კრიპტო მარეგულირებელი სისტემის არსებობას. ის ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარებულიყო.
ჰესტერ პირსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ახალ პერსპექტივისკენ ხსნის გზას.
The post ჰესტერ პირსი: მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობა აუცილებელია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.