Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ჰეიდარ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ჰეიდარ ალიევის ცენტრი — 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდი მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე. 2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად. ცენტრი დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 2006 წლის 29 დეკემბრის №1886 ბრძანებით. ცენტრში ისწავლება სახელმწიფო მშენებლობის ფილოსოფია, ასევე აზერბაიჯანის ისტორია, ენა, კულტურულა, ეროვნული და სულიერი ღირებულებები. პროექტის მიზანია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აღორძინებაში. მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს. კულტურის ცენტრის მშენებლობადიზაინი ჰეიდარ ალიევის ცენტრი წარმოადგენს თხევად ფორმას, რომელიც ჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტის ტოპოგრაფიის და შესაფუთი ინდივიდუალური ფუნქციების დაკეცვის დროს. ცენტრის ყველა ფუნქციები, შესასვლელთან ერთად წარმოდგენილია ერთ უწყვეტ ზედაპირზე. ცენტრის სითხის ფორმა, სხვადასხვა კულტურული სივრცეების დაკავშირების საშუალებას იძლევა და ამავე დროს, უზრუნველყოფს ცენტრის თითოეული ელემენტის საკუთარი იდენტობის და კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრიცენტრში განლაგებულია საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია), გალერეა და მუზეუმი. საგამოფენო დარბაზებში ცხრა სართულიან განყოფილებაში წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზები, ადმინისტრაციული ოფისები, ასევე რესტორანი და კაფე. ოთხსართულიანი აუდიტორია შედგება ორი საკონფერენციო დარბაზისაგან, ოფიციალური შეხვედრებისა და მედია ცენტრის ოთახებისაგან. შენობას ასევე გააჩნია ლანდშაფტის ფართობი, რომელიც შედგება ბუნებრივი ორნამენტული ხეებისა და ყვავილებისგან. ასევე შენობაში არსებობს სხვადასხვა ინტერაქტიული საინფორმაციო ჯიხურები, რომელთა საშუალებით სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ცენტრისა და გამართული ღონისძიებების შესახებ. ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილია „ჰეიდარ ალიევის მუზეუმი“. მასში ავტომობილებია წარმოდგენილი, რომლებსაც ჰეიდარ ალიევი თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში იყენებდა. მუზეუმის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აზერბაიჯანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ასახვას, ასევე ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და საქმიანობის ასახვას. მუზეუმის სამსართულიან შენობაში ჰეიდარ ალიევის ცხოვრება ფოტო და ვიდეო მასალების დახმარებით არის წარმოდგენილი. ალიევის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისა და დამოუკიდებლობის პერიოდში, წარმოდგენილია მუზეუმის მონაკვეთებში „სურათბზე ასახული ცხოვრება“, „აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება“, „ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მემკვიდრეობა, მიღწევები“. თითოეული თემის შესახებ ხმოვანი ინფორმაციაა მოცემული აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. მუზეუმის ერთ-ერთი მონაკვეთი არის მულტიმედიური დარბაზი, რომელშიც ასახულია ალიევის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. დარბაზში ასევე წარმოდგენილია ალიევის სამხედრო და სამოქალაქო ტანსაცმელი, მისი მაგიდა, ბრძანებები და მედლები. ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი,ინტერიერი და ექსტერიერი.ზაჰა ჰადიდი ზაჰა ჰადიდი დაიბადა 1950 წლის 31 ოქტომბერს, ბაღდადში, ერაყი. ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში იწყებს მუშაობას ყოფილ მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა. Zaha Hadid in Heydar Aliyev Cultural center in Baku nov 2013 წყარო:ბმული Rating: 10 out of 5.