Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წითელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. CEPA: წითელი დრაკონი შავ ზღვაში ჩინეთი დასავლეთთან დამაკავშირებელ გზებში მსხვილ ინვესტიციებს დებს. შავი ზღვის ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართული არიან კერძო და სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოქვეყნებულია სამთავრობო ინიციატივებიც. მორიგი ქვეყანა, სადაც ჩინეთი აშენებს ან აფინასნებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოა, რომელსაც ეს ინვესტიციები ამბიციური მიზნის მიღწევაში ეხმარება - გახდეს რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთის ჩართულობას თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ისე რისკები. 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ინფრასტრუქტურის პროექტების პოლიტიზების ტენდენციის ნიშანია. ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება საქართველოში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის, რომ ქვეყანა ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს და ევროატლანტიკური ეკონომიკისა და უსაფრთხოების სისტემებთან შესაბამისობაში მოვიდეს, საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ქვეყანა რუსეთის ინტერესთა სფეროშია. საქართველოს ჯერ არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და კრემლი მის ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგება. ჩინეთის ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2017 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგად ვაჭრობა 44%-ით გაიზარდა. 2019 წლამდე ჩინეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში $ 650 მილიონი შეადგინა. ჩინეთი ქართული ინფრასტრუქტურის ველზე მსხვილი მოთამაშე არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჩინური კომპანია და ინვესტორი აქტიურია ქართულ ბაზარზე. მათ შორისაა ჰუალინგი, საქართველოს ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი. AIIB საქართველოში AIIB არ არის ჩინეთის სახელმწიფო ორგანო: ის მრავალმხრივი ინსტიტუტია. ამავდროულად, ბანკი ჩინეთის მთავრობამ დააარსა. AIIB ჩინეთის განვითარების სტრატეგიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სავალუტო ფონდი ამერიკისთვის. AIIB-სგან მიღებული სესხები არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან იგივე ტიპის სასესხო პრაქტიკა აქვს, რაც მსოფლიო ბანკს. ანაკლიის გარდა, საქართველოში AIIB მხარს უჭერს კიდევ ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს, ესენია ბათუმის შემოვლითი გზა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ზამთარში საქართველოს ენერგიის წარმოებაში არსებული ხარვეზების შევსებას და რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია და მათი დახმარებით, AIIB რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ამავე დროს, AIIB გამოწვევაცაა. ეს ჩინეთის დიპლომატიური გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი წარმატება აქვს AIIB-ს და უკეთესი საერთაშორისო რეპუტაცია, მით უფრო მეტად შეუძლია პეკინს რბილი ძალის გამოყენება. BRI საქართველოში ჩინეთი ქვეყნებს მსხვილი პროექტების დაფინანსებას სთავაზობს, სამაგიეროდ კი პოლიტიკურ გავლენას იხვეჭს. ფულის უმეტესობა ორ ჩინურ პოლიტიკურ ბანკზე მოდის, ესენია CDB და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი. მათი დაკრედიტების მასშტაბები უზარმაზარია: ჩინეთის პოლიტიკური ბანკები ახლა უფრო მეტ სესხს გასცემენ განვითარებად ქვეყნებზე და უფრო მეტი აქტივი აქვთ, ვიდრე MDB-ს, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს. CDB-მ მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების გაფართოების მიზნით, ქართულ ბანკებს 65 მილიონი დოლარიანი სესხი მისცა. ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ინფრასტრუქტურის ხარჯვის პოლიტიზირებას, ჩინეთის პოლიტიკური ბანკებიდან სესხები BRI ქოლგის ქვეშ გაცილებით მიმზიდველია, რადგან მათ არ უწევთ იგივე დონის საფუძვლიანობის ან ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარდგენა. ამ სესხების შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. მცირე გამჭვირვალობის გამო, BRI ხშირად ქვეყნებს დიდი ვალით ტვირთავს, ზრდის კორუფციის რისკს, აზიანებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ეროვნულ სუვერენიტეტს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადაცემით. ჩინური კომპანიები საქართველოში ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს უსამართლოდ სუბსიდირებული კომპანიების მხრიდან ემუქრება. ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძვირი და რთულია. როდესაც კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიებს იყენებენ მათი კონკურენტების განაკვეთების შესამცირებლად, ეს ბაზრებს ამახინჯებს და აზიანებს კომპანიებს, რომლებიც არ სარგებლობენ სუბსიდიებით. 2018 წელს ჩინეთის მთავრობამ რეკორდული 22,3 მილიარდი დოლარის სუბსიდიები გამოუყო კომპანიებს. ჩინეთის სამშენებლო კომპანიები საქართველოში აქტიურობენ. შანჰაის Zhenhua Heavy Industries-მა (ZPMC) მრავალმილიონიანი საერთაშორისო ტენდერი მოიგო ანაკლიის პორტის მომარაგებაზე. 2018 წელს ZPMC-მ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ მიღებული სახელმწიფო გრანტების ოდენობა დაახლოებით 173 მილიონი დოლარია. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ინფრასტრუქტურაში აშშ-ს პოლიტიკამ შეიძლება დაიცვას საქართველო ჩინური ინვესტიციების ყველაზე ცუდი ასპექტებისგან, როგორიცაა ვალის ხაფანგი და შეამციროს სხვა სახის მონაწილეობის რისკები, მათ შორის სუბსიდირებული კომპანიები. შეერთებული შტატები უკვე მონაწილეობს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერაში. შეერთებულმა შტატებმა ანაკლიის პროექტს რამდენიმე გზით დაუჭირა მხარი. ამერიკული დახმარების ძირითადი წყარო DFC-სგან მოდის, რომელიც უზრუნველყოფს სესხებს, კაპიტალის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. DFC BRI–ს საწინააღმდეგოდ, ჩინეთის გაუმჭვირვალე გარიგებები ალტერნატივად შეიქმნა. დაფინანსების ამ დეფიციტის გამოსასწორებლად, შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო Blue Dot ქსელი, DFC-ს ეგიდით ინიციატივა, რომელიც გამჭვირვალობის, სესხის მდგრადობის და გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
  2. წითელი ბაღის მოწტობისთვის მერიამ გრინსერვისს 1,9მლნ ლარი გადაუხადა admin Wed, 02/03/2021 - 20:16 გოძიაშვილის ბაღს “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშა-ხრეშის გამო მოიხსენიებენ, მაგრამ “კეთილმოწყობისთვის” ბაღში ბეტონი მოასხეს, რის შედეგადაც ბაღში მტვერი დგება. გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა შეუსაბამო მასალებით მოხდა, რის გამოც ბილიკებზე დაგებული მასალა (120,000ლარი) მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა. გრინსერვისის დამფუძნებლები ქართულმა ოცნებამ 2013 წელს კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა, თუმცა მათმა კომპანიამ 2013-დან დღემდე 55,808,667 ლარის ტენდერები მოიგო. 2018 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. მან წარმოადგინა კეთილმოწყობის პროექტი,დიზაინი და გამოაცხადა ტენდერი. 2019 წელს, გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა 1,896,590 ლარი დაჯდა. მაგალითად, თითო ბაღის სკამი 2000 ლარი გადაიხადეს. სამუშაოები შეასრულა შპს გრინსერვისმა+ (NAT180008474). ბაღის კეთილმოწყობა მოხდა შეუსაბამო მასალებით. 1 წელიწადში, ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა (120,000ლარი) დაგებული გრანიტის ფილები დატყდა და ა.შ. ბაღის კეთილმოწყობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა ამით პარკი არ გაუმჯობესებულა. ბაღის დიზაინი და კეთილმოწყობა მარტივი უნდა იყოს. პარკებს არ აქვს ბევრი სამშენებლო მასალის შეტანის, მოპირკეთების საჭიროება, რომელიც შემდეგ პერიოდში რეგულარულად გამოსაცვლელი იქნება. ამასთან ერთად, ურბანულ მეხსიერებაში მას წითელი ბაღი ერქვა, რადგან სასეირნო ბილიკებზე წითელი ქვიშა-ხრეში იყო დაყრილი. კალაძის კეთილმოწყობას ესეც შეეწირა. ბაღში ბეტონი მოასხეს, რის გამოც ხშირად საშინელი მტვერი დგება. 2019 წლის მაისში მერმა, კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა საზეიმო კონცერტი სტეფანე მღებრიშვილისა და ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით. ასევე, პარკის “კეთილმოწყობაში” თანადგომისთვის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია “აქსისს” გადაუხადა მადლობა. შპს “გრინსერვისის+” დამკვეთი ძირითადად თბილისის მერიაა. შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს. უნდა აღინიშნოს, რომ შპს გრინსერვისის საქმიანობის პარალელურად, ლაშა ფურცხვანიძე ამავდროულად ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო კობა ხარშილაძე მისი მოადგილე (2007-2009წ). ისინი თავიანთი კომპანიისთვის სასათბურე პირობებს ქმნიდნენ. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. მიუხედავად ამისა, შპს გრინსერვისი+-მა 2020 წელს ლ 18 მილიონის ტენდერები მოიგო, 2013 წლიდან დღემდე კი ჯამში ლ 56 მილიონამდე მიიღო. გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. ვრცლად: https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2865888050353293 დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 11,506,503 ლარი: 2014-2015: 2,218,942 ლარი 2016: 4.083,494 ლარი 2017: 5,204,067 ლარი კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 44,302,164 2018: 7,777,441 ლარი 2019: 21,518,780 ლარი (აქედან 9.5 მილიონ ლარამდე - უკონკურენტოდ) 2020: 15, 005, 943 ლარი (აქედან 12 მილიონ ლარამდე – უკონკურენტოდ) წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - https://tenders.procurement.gov.ge/ - NAT180008474 ფოტომასალა: https://photos.app.goo.gl/2dAxcqbt61vWCFzN6 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/145531074_2879616502313781_4668280553795942284_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author გიორგი ნონიაშვილი