Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ცოდნა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. თუ კრიტიკული გონება არ გაქვს დეტალების ცოდნა ართულებს ქართული პოლიტიკის აღქმას. დეტალები ზოგჯერ ფორმას უცვლის შინაარს, არადა მაკრო პერსპექტივა ბევრად ზუსტია. იცით თქვენ რომ თუ დეტალებში ჩაერთვები ქართულ კოლაბორაციონიზმსაც ქონდა მიზეზი მე-19 საუკუნეში? გლეხის ჩაგვრას, ილიას გინებას, კომუნიზმს, 37 იანი წლების გადასახლებებს, სავოკს, 90 იანი წლების სიბნელესაც კი!!! არ გჯერათ, აუღწერეთ 90 იანი წლები მხოლოდ ფაქტებით ტქვენს შვილებს:უდეონობა, უშუქობა, უწყლობა, კრიმინალი, სიღარიბე და ის არასდროს ინატრებს იმ ეპოქაში ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ როცა 90 იანი წლების დეტალები მოგვეხსენება, ტკბილ მწარე მოგონებით ვიხსენებთ ქართულ ჯოჯოხეთს, იმიტომ რომ იმ საზიზღრობაში უფრო მეტი სითბო გვახსოვს მეზობლისგან ძმაკაცისნ და ნათესავისგან. დეტალების ცოდნა ფაქტის აღქმას ამახინჯებს, თუ ადამიანი ბეცია გონებით ხოდა ქართველობას სულ გვჭირს სიბრიყვე, ამიტომ დეტალები ხელს გვიშლის გავიგოთ რა ხდება ჩვენს თავს. მოდი შევაფასოთ 9 წელე მაკრო პერსპექტივით დეტალების გარეშე: გაათმაგებული ბიუჯეტი, მშპ, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ელექტრო კრიზისის გადაწყვეტა, გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, ნატოსა და ევროკაშირის სტრუქტურებთან მაქსიმალური დაახლოება, განათლების რეფორმა, ეკონომიკის რეფორმა (ლიბერალიზაცია), სამხედრო რეფორმა, ეკონომიკის ზრდა 14%. 9 წელეს დეტალები: მოძალადე სისტემა, გირგვლიანი, რობაქიძე და სხვა მრავალი, ჩარეცხილები, გამოგდებულები, წაგებული ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, ტრაკში დუბინკები... დეტალების ცოდნამ "9 წელეს" შეფასება შეცვალა და თან აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით. ანუ ეს არ არის კრიტიკული ანალიზი კარგის და ცუდი (გონიერი ადამიანი სწორედ ასე ახდენს რეფლექსიას) არამედ ეს არის ეპოქის გასაზიზღრება, ისე რომ ყველაზე მტავარი გვერდზე დაგვრჩა__ საქართველოს განვითარება. ეხლა კი ქოცობის მაკრო პერსპექტივა: ეკონომიკის სტაგნაცია და რეგრესი; ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება; ლარის გაუფასურება, ოლიგარქიული მმართველობა, ეკონომიკის შემცირება (უკვე მინუსებში ვართ), გაზრდილი საგარეო ვალი(დეფოლტამდე გვიკლია 5 %); პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება; ეხლა კი დეტალები: უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ; ოპოზიციაში ყველა უზნეოა, ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერი, 20 მაისს ოპოზიციამ სცადა პარლამენტში შევარდნა, რუსთავი 2 იყო დენიზფორმატორი; რურუა 90 იან წლებში იყო ბანდიტი... ანუ დეტალებმა ობიექტურ რეალობის აღქმაში ხელი შეგიშალათ, არადა მაკრო პერსპექტივა ბევრად ზუსტია ვიდრე დეტალები!!! თუ წარმოვიდგენთ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს 30 წლის შემდეგ, ზემოთხსენებულ ორ ეპოქაზე დასკვნას რომელიც კრიტერიუმით შეაფასებს მაკრო თუ მიკრო შედეგებით? თავს ნუ მოიკლავთ ფიქრით, მაკრო შედეგებით ბრიყვებო დიახ მაკროო მაკროოოოოო!!! გაიგე ეხლა? იმიტომ რომ მიკრო ეპიზოდებით ილია ჭავჭავაძე იყო დამპალი მევახშე იმ პერიოდის ბრიყვუსია მემამულისთვის ხოდა ვინ აღმოჩნდა ბოლოს სწორი?! რახან შევთანხმდით რომ პოლიტიკის შეფასებაში ჯობია მაკრო კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ, მოდი ჩამოვთვალოთ შედეგები: 1. საქართველოს მართავს არაოფიციალური პირი 2. ლარი არასტაბილური ვალუტაა და გაუფასურებულია ისტორიულ მაქსიმუმზე; 3. საქართველოში არის ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რადგან არაფერს ვაწარმოებთ და ტურისტული სეგმენტი გარდაიცვალა 4. საქართველოში იდევნება პოლიტიკური ოპოზიცია და ორი ლიდერი იხდის სასჯელს 5. საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოება შეიყვანა გამოუვალ პოლიტიკურ კრიზისში დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ფაქტები და სწორედ ფაქტებით გვაფასებენ, ფაქტი კი მხოლოდ ჩამოთვლილი ხუთი პუნქტია რომელსაც შეგიძლიათ მიუმატოთ. დასასულს კი გთავაზობთ ტიომას ჰენდრიკ ილვესის საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ქვეყანას სწორედ მაკრო კრიტიუმებით აფასებს და სამწუხაროდ პოლიტიკის ქართველ "ექსპერწებზე" ბევრად ზუსტად! https://www.interpressnews.ge/ka/article/65...rntOqkdP09HHMvA
  2. გამოქვეყნდა გაზეთში „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ 8.04.2020 ესაუბრა მარკუს შვერინგი გერმანულიდან თარგმნა თამარ ცოფურაშვილმა ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი – იმის შესახებ, როგორ ვართ იძულებულნი ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ დაუცველობის პირობებში, და როგორ გაიკეთა ადრეულ ასაკში ნიცშეს პროზის ხიბლის საწინააღმდეგო აცრა. ინტერვიუში იურგენ ჰაბერმასი გამოთქვამს მოსაზრებას კორონას კრიზისთან დაკავშირებით. ის ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფოსად. მისი თვალსაზრისით, კორონას პანდემიის საზოგადოებრივი შედეგები ჯერ კიდევ განუჭვრეტელია. იურგენ ჰაბერმასი დაიბადა 1929 წლის 18 ივნისს დიუსელდორფში, გაიზარდა გუმერსბახში, ასწავლიდა ფანკფურტის უნივერსიტეტში, დღეს კი ცხოვრობს შტარნბერგში. მარქსისტული კრიტიკული თეორიის მისმა დისკურსთეორიულმა განვრცობამ, რომელიც დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ამბიციური დაფუძნების შენაკადია, მთელი ეპოქა შექმნა. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც ამ დღეებში თავში მიტრიალებს. ჩვენი კომპლექსური საზოგადოება ხომ მუდმივად დგება დიდი დაუცველობის წინაშე. თუმცა ეს უკანასკნელნი ლოკალურად და არაერთდროულად წარმოჩნდებიან ხოლმე და ამიტომ ისინი მეტ-ნაკლებად შეუმჩნევლად მუშავდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საზოგადოების ამა თუ იმ ქვესისტემაში. ამის საპირისპიროდ ამჟამინდელი ექსისტენციალური დაუცველობა გლობალურია და სინქრონული, კერძოდ კი თავად მედიალურად დაკავშირებული ინდივიდების თავებშია. იურგენ ჰაბერმასი კორონავირუსზე: მისი საზოგადოებრივი შედეგები განუჭვრეტელია. თითოეულ ინდივიდს მიეწოდება ინფორმაცია რისკის შესახებ, რადგან პანდემიის დამარცხებისთვის ცალკეული პერსონის თვითიზოლირება უმნიშვნელოვანესია სამედიცინო სისტემის გადატვირთვის პირობებში. ამასთან დაუცველობა ეხება არა მხოლოდ ეპიდემიური საფრთხეების გადალახვას, არამედ სრულიად განუჭვრეტელ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს. ამ ნაწილში არ არსებობს ექსპერტი, რომელიც ამ შედეგებს, განსხვავებით ვირუსისგან, დანამდვილებით შეაფასებდა. ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისაგან თავი უნდა შეიკავონ. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნისა და იმ იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველობაში, აქამდე არასდროს გვქონია. როცა ასეთ წიგნს წერ, ამაზე არ ფიქრობ. მხოლოდ იმის შიში გაქვს, რომ შეცდომა არ დაუშვა – ყოველი თავის დაწერისას ფიქრობ შესაძლო წინააღმდეგობაზე იმ ექსპერტებთან, რომლებმაც საკითხის დეტალები უკეთ იციან. აქამდე ჩემი წიგნების მკითხველები ძირითადად აკადემიური წრეებიდან იყვნენ, კოლეგები და სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტები, ასევე უპირველეს ყოვლისა, სწავლულები, რომელთაგან ზოგი ეთიკას და სოციალურ მეცნიერებებს ასწავლის. მაგრამ ამჯერად წიგნის გამოცემიდან პირველივე თვეების მანძილზე მიღებული წერილების ექომ სრულიად სხვანაირ მკითხველთა პუბლიკას შემახვედრა – რა თქმა უნდა, ისეთებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რწმენისა და ცოდნის საკითხებით, მაგრამ ასევე ზოგადად მოფიქრალი და რჩევის მაძიებელი ადამიანები არიან, მათ შორის ექიმები, მენეჯერები, ადვოკატები და ა.შ. როგორც ჩანს, ისინი ფილოსოფიისგან საკუთარი თავის გაგებინებაზე მიმართულ უფრო მეტ სამუშაოს ელიან. ეს მე მომწონს, რადგან გარკვეული ზესპეციალიზება (როგორც სპეციალიზების გადალახვა – თ.ც.), რომელიც ფილოსოფოსის ხედვას და დარგს როგორც ასეთს, განსაკუთრებულად აზარალებს, ჩემი ერთ-ერთი მოტივი იყო ამ წამოწყებისას. იურგენ ჰაბერმასი: რა შეგვიძლია ვისწავლოთ რწმენისა და ცოდნის შესახებ დისკურსიდან სათაურში „ასევე“ მკითხველის ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ეს მხოლოდ ერთი, თუნდაც ახალი ინტერპრეტაციაა ფილოსოფიის ისტორიისა, სხვა შესაძლო ინტერპრეტაციათა შორის. ეს მოკრძალებულობის გამომხატველი ჟესტი აფრთხილებს მკითხველს, არ იფიქროს, რომ ხელთ აქვს ფილოსოფიის ამომწურავი ან სრულიად განსაზღვრული ისტორია. თავად მე მივსდევ ინტერპრეტაციის იმ ხაზს, რომლის მიხედვითაც ფილოსოფიის ისტორია პოსტმეტაფიზიკური აზროვნების განსაზღვრული გაგების პერსპექტივიდან უნდა გავიგოთ, როგორც სწავლის პროცესი. ვერცერთი ავტორი ვერ აუვლის გვერდს განსაზღვრულ პერსპექტივას. და ამაში, ბუნებრივია, ისევ და ისევ აირეკლება მისი თეორიული შეხედულებები. მაგრამ ეს არის მხოლოდ ფალიბილისტური[1] ცნობიერების გამოხატულება და არანაირად არ უნდა მოახდინოს ჩემი გამონათქვამების ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის რელატივირება. მე როგორც ფილოსოფოსს ამ საკითხში ის მაინტერესებს, რაც ჩვენ რწმენისა და ცოდნის შესახებ დისკურსიდან შეგვიძლია ვისწავლოთ. ამიტომ კანტსა და ჰეგელს შორის წამოჭრილი პრობლემა მორალურობისა და ზნეობრიობის მიმართების შესახებ, აქ სწორედ რომ ფართო სივრცეს იჭერს; რადგან ამ პრობლემამ ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის ეთიკის უნივერსალური არსის სეკულარიზებული და რადიკალიზებული ათვისება მოგვცა. ჩემი თემაა რელიგიური გადმოცემის მთავარი შინაარსის ცნებობრივი გადათარგმნის პროცესი. ამრიგად ამ შემთხვევაში პოსტმეტაფიზიკური ათვისება იდეისა, რომ ყველა მორწმუნე უნივერსალურ და და-ძმურ ერთობას ქმნის, ხოლო თითოეული წევრი კი მისი შეუნაცვლებელი და განუმეორებელი ინდივიდუალობის გათვალისწინებით, შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებს, თითოეული ადამიანის ეს თანასწორუფლებიანობა არ არის ტრივიალური თემა, როგორც ჩვენ ამას დღეს კორონას კრიზისის დროსაც ვხედავთ. იურგენ ჰაბერმასი კორონას კრიზისზე: სახელმწიფოებს აქვთ განსხვავებული მიდგომები აქამდე განვითარებული კრიზისისას შეგვეძლო და შეგვიძლია რიგ ქვეყნებში დავაკვირდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყოყმანობენ, თავისი სტრატეგია იმ საფუძველდებულებაზე მიმართონ, რომ სახელმწიფოს ძალისხმევას, გადაარჩინოს ყოველი ცალკეული ადამიანის სიცოცხლე, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეს არასასურველი ეკონომიკური ხარჯების უტილიტარისტულ გაანგარიშებასთან მიმართებით, რაც შეიძლება ამ მიზანმა შედეგად მოიტანოს. როდესაც სახელმწიფო ეპიდემიას თავისუფალ დინებაზე უშვებს, რათა მთელმა მოსახლეობამ საჭირო იმუნიტეტი სწრაფად გამოიმუშაოს, ის შედეგად იღებს გარდაუვალ რისკს – ჯანდაცვის სისტემის პროგნოზირებადი გადატვირთვისა და ამით გარდაცვლილთა შედარებით მაღალ მაჩვენებელს. ჩემი „ისტორია“ ნათელს ჰფენს ასეთ კრიზისებთან გამკლავების აქტუალური სტრატეგიების მორალფილოსოფიურ საფუძვლებს. ფილოსოფიის კონვენციური ისტორია დამაბნეველი „ასევე“-ს გარეშე სრულყოფილებას ესწრაფვის, რომელიც, როგორც ვთქვით, ცალკეულ ავტორს საერთოდ არ ხელეწიფება. თუმცაღა პრეტენზია, გამოიძიო „სწავლის პროცესი“ ისე, თითქოს საქმე ეხებოდეს მეცნიერებების ისტორიას, სრულიად უჩვეულო პერსპექტივაა. ეს, ერთი მხრივ, ეჯახება პლატონისტურ რწმენას, რომ ყველა დიდი ფილოსოფოსი განსხვავებულად ისევ და ისევ ერთსა და იმავეს ფიქრობს, მეორე მხრივ კი, დღეისათვის გაბატონებულ, ისტორიულად გამომუშავებულ სკეპსისს პროგრესის ყველანაირი ცნებისადმი. ჩემთვისაც უცხოა ისტორიის ფილოსოფიური პროგრესის იდეა. როდესაც მსჯელობის წარმმართველად არჩეულია „სწავლა“, ანუ უწყვეტობის მომცემი პრობლემის გადაჭრები, ეს არ ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ისტორიას ტელეოლოგიას მივაწერთ. არ არსებობს ტელოსი, რომელიც შეიძლებოდა „არსაიდან მზერით“ შეგვეცნო; არსებობს მხოლოდ ისეთი, რომელიც „ჩვენს“ მზერას მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მიზეზების ჯაჭვისკენ მიმართავს, საიდანაც წინმსწრები, შემდეგ კი ისტორიულად კვლავ და კვლავ გამოწვეული გარკვეული სახის პრობლემების გადაწყვეტა მომდინარეობს. იურგენ ჰაბერმასი: ძველ ფილოსოფოსებს კვლავაც აქვთ ჩვენთვის სათქმელი რა თქმა უნდა, არა – ისევე მცირედ, როგორც აინშტაინი იყო ნიუტონზე „უკეთესი“. მე არ მსურს ფილოსოფიურ და მეცნიერულ აზროვნებას შორის თვალშისაცემი განსხვავებების წაშლა და არ მსურს ამავე მნიშვნელობით „პროგრესების“ შესახებ საუბარი. ორივე შემთხვევაში თეორიული დებულებები და პარადიგმები განსხვავებული სახით „ძველდება“. მაგრამ ხსენებული ავტორები, რომლებმაც მათი ეპოქის აქტუალური საკითხები იმ დროისთვის არსებული ინფორმაციისა და არგუმენტების საფუძველზე გადაჭრეს, პიონერებად იქცნენ.” მათ ისეთი მოსაზრებები წამოაყენეს, რომლებიც დღემდე მნიშვნელობს და იქცნენ კლასიკოს მოაზროვნეებად. ამ შემთხვევაში „კლასიკოსი“ ნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ჩვენთვის სათქმელი. თანამედროვე მეცნიერების თეორია ჯერ კიდევ არის დაკავშირებული არისტოტელეს მეორე ანალიტიკაში გამოთქმულ მოსაზრებებთან, ხოლო თანამედროვე ეთიკა – კანტის ავტონომიისა და სამართლიანობის ცნებებთან, თუნდაც შეცვლილი თეორიული ენის ფარგლებში. ვიდრე ემერიტუსი გავხდებოდი, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, ჩემი ბოლო ლექციების კურსი თომა აქვინელზე იყო. მაშინ მე უკვე აღფრთოვანებული ვიყავი ამ შესანიშნავი სისტემის კონსტრუქტიული ძალითა და შინაგანი მდგრადობით. ახლა დუნს სკოტისა და უილიამ ოკამის კითხვა ჩემთვის ასეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დიახ, ეს არის შემდგომი სწავლის პროცესი, რომლითაც მე, თუკი სწორად ვაკვირდები, მხოლოდ ვუერთდები შუა საუკუნეების მოდერნთან ახლო დაკავშირებისა და ხელახალი შეფასების უკვე დიდი ხნის წინ არსებულ კვლევით ტენდენციას. ეს ჩემთვის მოულოდნელია. მაგრამ ინტერპეტატორს შეუძლია ავტორი უფრო უკეთ გაიგოს, ვიდრე თავად ავტორმა. სპინოზას კითხვისას მე ახლაღა მივხვდი ერთ რამეს. მარანოსის – დევნილი, ესპანელი მეფის იძულებით გარეგნულად კათოლიკურ რწმენაზე მოქცეული ესპანელი ებრაელის – ისტორიით მივხვდი, 20-ე საუკუნის ამდენი გერმანელი ებრაელი ინტელექტუალის ბიურგერულ ოჯახებში სპინოზა რატომ იყო უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე კანტი. ლეო შტრაუსი თავისი სპინოზაზე დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანის შესავალში ამაზე მოგვითხრობს: სპინოზა არ ყოფილა განმდგარი და ხისტი ათეისტი, როცა მას თავის ეპოქაში დევნიდნენ, არამედ ის იყო გულწრფელი განმანათლებელი, რომელიც თავისი რელიგიური წარმომავლობის არსს, ვიდრე ამის მიზეზი აქვს, კი არ უარყოფს, არამედ ჰეგელისეული საზრისით „მოხსნის“. ამის გამო მისადმი მართლაც მაქვს სიმპათიები. თუკი გავლენის ისტორიის თვალსაზრისით განვიხილავთ, სპინოზას ნააზრევში, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა შელინგის ნატურფილოსოფიის გზით გერმანული იდეალიზმის დიდი სპეკულატიური მოძრაობის საწყისებშიცაა შერწყმული. იურგენ ჰაბერმასი: დასავლურ სამყაროში ეკლესიები კარგავენ კავშირს ლიტერატურისკენ მიდრეკილ ყველა ზრდასრულ ადამიანს მისეული ნიცშეს ხმამაღლა დეკლარირება უკვე ერთხელ მაინც მოუხდენია, მათ შორის ვარ მეც. მაგრამ ნიცშე, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმის დროს მისი სოციალ-დარვინისტულად ინტერპრეტირებული „ძალაუფლების ნებით“ სახელმწიფო ფილოსოფოსად იყო ხოტბაშესხმული, ომის შემდეგ ჯერ კიდევ ზედმეტად ახლობელი იყო. ამ პოლიტიკური მიზეზით მე ამ პროზის მუდმივი ხიბლის საწინააღმდეგო აცრა გავიკეთე. მას შემდეგაც კი, რაც მე მის დახვეწილ მხარეს ფრანგული პერსპექტივიდან უკეთ გავეცანი, ამ ავტორისადმი დისტანციას ვინარჩუნებდი – მისი შემეცნების ანთროპოლოგიური მოსაზრებების ჩათვლით. საგნობრივი არგუმენტებითაც კი არაა ჩემთვის დამაჯერებელი „ქრისტიანობის გენეალოგია“, თუნდაც როგორც აზრობრივი იმპულსი – მასში ნიცშე ააშკარავებს მისი განსახილველი საგნისადმი ზედმეტად არათავისუფალ დამოკიდებულებას. მე სახელდობრ მაინტერესებს მხოლოდ გარკვეული ასპექტი ნიცშეს გავლენისა, რომელიც ჩემი პროექტის დროით ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა – კერძოდ კი, ზოგიერთი ფილოსოფოსის ფატალური მიდრეკილება, დათრგუნული რელიგიური გამოცდილებების სუბლიმირება გარკვეულწილად მოახდინონ ესთეტიკურში. არასწორად გამიგეთ. სოციოლოგიური ცნებით „მასების ათეიზმი“ მე მსურს მხოლოდ პირველ თავში განხილულ ეკლესიების შესუსტებული დამაკავშირებელი ძალის რაოდენობრივ ასპექტზე მივუთითო, რასაც ჩვენ დღეს, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებებში ვაკვირდებით. თქვენ კი წამოსწევთ თვალსაზრისს, რომელსაც თავად მე სიტყვა „სეკულარულის“ კრიტიკული გამოყენებით აღვნიშნავდი. [1] ფალიბილისტური, ფალიბილიზმი – შემეცნების თეორიული პოზიცია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია არსებობდეს აბსოლუტური უეჭველობა და შეცდომას ვერასდროს გამოვრიცხავთ (მთარგმნ. შენიშვნა).