Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ჩამორჩენილობას' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. როგორც ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს არ შემიძლია არ ავღნიშნო ქართველი ხალხი მასობრივი გამოთაყვანება. ვაკვირდები სოციალურ ქსელში კომენტარების ველს და სამწუხაროდ ვხედავ უღარიბეს ინტელექტს რომელშიც არ იკითხება ჩანასახი შემოქმედებითი აზროვნების, კრიტიკის, გონიერების. თითქოს ხალხი მასობრივად იმეორებს ერთი და იგივე დაბეჭდილ შაბლონურ პარადიგმებს, მხოლოდ სახელი და გვარი, გარეგნობა და სქესი განსხვავდება. გადახედეთ რელიგიის, პოლიტიკის და თუნდაც მეცნიერების სტატუსებს თქვენ გაგიქრებათ ყოველგვარი ოპტიმიზმი. ერთის მხრივ საყოველთაო აბსურდული აღფრთოვანება რელიგიური პირებისადმი, მინაწერებით "ამინ!" მეორეს მხრივ ჩლუნგი აგრესია სიბრიყვის მიმართ ცინიზმის, თითქოს გეუბნება "შენ ვინ გკითხავს მაცალე სიბრიყვე". მკითხავს ბიჭო, მკითხავს იმიტომ რომ შენთან ერთად ვაკეთებთ ამ ქვეყანას! გადახედავთ პოლიტიკას იქაც ხატები და ბელადები, გახარიას სელფიზე ათრთოლებული გულები. რატომ, თვალი ჩაგიკრათ? მაკოს ჭირი სხვისი ჭირია? "ღმერთის ტოლა" კაცი ბიძინა, რომელსაც ხეები გადააქვს და მისი დამცველები, ან მუდამ ჩამოსული მაგრამ ვერ მოსული მიშა სააკაშვილი, ბოლო სუპერსტარი ვარლამ გოლეთიანია, რომელმაც პროტესტში რელიგიური საკითხებიც ჩართო ცოტა ანტილიბერალიზმიც გაურია და გადარია ყველა! ლექსები, სადრეგრძელოები, ლოცვები მიუძღვნეს, ზოგმა ქრისტესაც შეადარა, არათუ თუ შეადარა, ამჯობინა კიდეც! სამწუხარო ტენდენცია ახასიათებს ლიტერატურას და კინოს, სპორტს, აქაც განა შინაარსა და ფორმაზეა აქცენტი არამედ პიროვნებებზე, ეს აბსურდული გაფეტიშება პოეტების, მწერლების მსახიობების სპორტსმენების თითქოს რომელიმე ვაცლავ ჰაველი, ან მაჰათმა განდი იყოს. მათი წვილი კულტურული კაპიტალის დაგროვებაში შინაარსშია და არა პიროვნებაში, ხოდა რა საჭიროა ეს თრთოლვა?! ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო მაინც მეცნიერების ბლოგია, ილონ მასკზე მიძღვნილი სტატუსების კომენტარები წაიკითხეთ, "სატანა", "აქ ვერ ეტევი იქ რა ჯანდაბა გინდა?!"... ბილ გეიტსის ინტერვიუ გამოქვეყნდა გამონაბოლქვის კონტროლზე და ქართველი იუზრების აბსოლუტური უმრევლესობა: "სატანა";"პანდემიას კი არა სამყაროს მოუღებს ბოლოს ღმერთო დაგვიფარე";"სატანის ნაშიერი";"ჯანდაცვაში ხო აფათურა თავისი ბინძური ხელები და შემოგვახვია კოვიდ პანდემია ეხლა გარემო დამცველად უნდა მოევლინოს მსოფლიოს რას გვიმზადებს ნეტა ეს სატანა ანტიქრისტეს ველოდებით და ამ კაცის სახითქრი მოვლენილი მგონი კეფა შეუმოწმოს ვინმემ ნეტა"; სადღაც დიდი აფეთქების თეორიაზე დაიწერა, გადაავსეს რელიგიური მრაკობესიით, არც ერთს ესმის მეცნიერული ენის. სარისკოა ევოლუციის თემაზე სტატუსის კომენტარების ჩაკითხვა, თქვენ წაიკითხავთ განსვენებული მეცნიერის პირდაპირ გინებაას, რომელიც "ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში ვინც მაიმუნისგან წარმოიშვა". საზოგადოებაში პოპულარულია კონპირაციული თეორიები, როგორიცაა მასონები გვმართავენ, ამერიკა გვიპყრობს; ID ბარათებში ჩადებული მხეცის ნიშანი; კოვიდ პანდემია როგორც კაცობრიობის გამოხშირვის შეთქმულება; სიცხის გაზომვა როგორც დაჩიპვაზე საზოგადოების შეგუების მცდელობა...მახსენდება ერთი კვლევა რომელიც ამტკიცებდა რომ ადამიანი რომელიც დარწმუნებულია კონსპირაციულ ბულშიტებში ინტელექტის დონე დაბალი აქვსო, ანუ კვლევა ამტკიცებდა რომ მიზეზი განა ინფორმაციონალიზაციაა, რამაც ადამიანი დააბნია, არამედ ინფორმაციონალიზებულ სისტემებს დაბალი ინტელექტის გონება მიზეზ-შედეგობრივად ვერ აღიქვამს და კოგნიტური დისონანსის დაძლევას გამარტივებული თეორიებით ახერხებსო, კონსპიურაციული ბულშიტი ფსიქიკის დამცავი მექანიზმიაო. ხოდა მე ვკითხულობ რატომაა ქართველი ერი ინტელექტუალურად ჩამორჩენილი? PISA კვლევის შედეგების მიხედვით 79 ადგილი გვიკავია და მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ნება მიბოძეთ და ეჭვი მინდა შევიტანო კვლევის შედეგებში. ჯერ ერთი რომ ქართულ აკადმიურ სივრცეში საბჭოთა კავშირის დროსაც მეცნიერული ნოუ ჰაუს მცოდნე მეცნიერები ცოტა გვყავდა და ბევრი "მეცნიერი" უბრალოდ სოციალური კაპიტალის მქონე კოლორიტი პიროვნება იყო რომელმაც გაიჩალიჩა საკანდიდატო, თქვენს საცხოვრებელ სახლში ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ნივთს რომელიც ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილია. მეორეც, წაკითხულის გაგებაში ბოლო კვლევების მიხედვით ქართველი სკოლის მოსწავლეები ყველაზე ცუდ შედეგებს აფიქსირებენ, რაც შეეხება მათემატიკას აქ კიდევ უფრო კატასტროფულად გვაქვს საქმე, მასწავლებლების 80% საგნის გამოცდებს ვერ აბარებს, ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო მარტივ გზას ეძებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა კვლიფიკაცია რაც შეიძლება ბევრ პროფესიას კრეფდეს რომ დასაქმება გამარტივდეს. რაც შეეხება IQ ტესტებს, საქართველოში მასობრივად არასდროს ჩატარებულა და ჩვენი სავარაუდო კოეფიციენტი გამოყავთ აზერბაიჯანის და სომხეთის მონაცემებზე ვარაუდის მიხედვით. ანუ PISA-ს შედეგი არის ზედაპირული, არასიღრმისეული და ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით შეკოწიწებული სპეკულაცია. ჩემი აზრით ქართველი ერის დაბალი ინტელექტი გამოწვეულია კულტურული თვითკმარობის ილუზიით. საზოგადოებამ შექმნა ხატები და თაყვანისცემის ობიექტები რომელიც ღრმად ისტორიულ არქეტიპებშია და ჰგონია რომ ისეთი რამ ესმის რაც სხვებისთვის დაფარულია და გაუგებარია, ეს არის დიდი სიბრძნე რომელიც ჩვენ გაგვეხსნა. ასეთი არქეტიპებია, დავით აღმაშენებელი, სტალინი, ქართული სუფრა, ქართული მართლმადიდებლობა, კაცური კაცობა, ქურდული გაგება... ამ და კიდევ სხვა მრავალმა არქეტიპმა შეგვიქმნა ილუზია რომ არაფერი არ უნდა შევცვალოთ, ნამოხვან ჰესის ხეობის დაცვაც სწორედ ამ თვითკმარობის ილუზიიდან მოდის__ხეობა რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო და პატარა ქოხიც არ იდგა შეუძლია გამოიმუშაოს ელექტროენერგია და დაასაქმოს 2000 ადამიანი, მაგრამ ეს ხომ მიჩვეულ ჰარმონიას არღვევს, სწორედ ცვლილების შიშია არის ქართველთა გამოთაყვანების მიზეზიც. ყველაზე ცუდი კიდევ ისაა რომ ქართველი ერი გაუნათლებელ ადამიანზე ზეწოლას არ ახდენს, რადგან გაუნათლებელ ადამიანს თავისუფლად შეუძლია თავი დაიმკვიდროს, ოჯახიც შექმნას და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც იშოვოს, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი განათლება როგორიცაა "კაცური კაცობა", სწორედ ეს არის თვითკმარობის ილუზია, სწორედ აქედან მოდის ჩვენი ლპობაც! ქართული ეკონომიკა თითქმის არაფერს აწარმოებს ჩამოეკიდა ტურიზმს, პანდემიამ ისიც მოგვიკლა და ველოდებით ელექტროშოკით მომაკვდავის მოსულიერებას. როგორ შეიძლება ეშველოს ქართველი ერის ინტელექტს?__ ჩემთვის განათლება განა ფაქტების დამახსოვრება, არამედ კრიტიკული გონებაა. ადამიანი რომელიც აზროვნებს და იცის გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენება ის განათლებულია. შესაბამისად ქართველი ერის ინტელექტს ეშველება თუკი აზროვნებას ვასწავლით. აუცილებლად უნდა განათლების სისტემაში პრიორიტეტები და სკოლა უნდა ფოკუსირდეს საბუნებისმეტყველო მეცნერებათა შესწავლაზე: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია. ამ საგნებში უდნა ჩაიდოს ყველაზე დიდი თანხა რომ მოხდეს არა უბრალოდ წიგნებიდან დაზუთხვა არამედ სკოლებში შეიქმენა სასწავლო ექსპერიმენტების ჩატარების პირობები, წაიყვანონ ახალგაზრები ობსერვატორიაში(მართალია აღარ გვაქვს, ხოდა უნდა შევქმნათ, ახალი გავაკეთოთ აბასთუმანში!!!). მათემატიკის შესწავლა უდნა დაუკავშირდეს, ფიზიკას, და ასტრონომიას რომ ბავშვებმა მიხვდნენ ამ უნივერსალური ენის მნიშვნელობა და გაიგონ როგორ მუშაობს მათემატიკა კოსმოსური ობიექტების ახსნაში. აუხსნან როგორ გამოიყურება დიდი აფეთქების თეორია ორიგინალში. აუხსნან ფარდობითობის თეორია ისევ მათემატიკური ენით. შეიცვალოს ლიტერატურის შესწავლის მეთოდიკა. ასწავლეთ რუსთაველი კი ბატონო, დააზეპირებინეთ თუ გინდათ ესეც არაა ცუდი, მაგრამ აუხსენით რაზეა ეს შედევრი, რომ მასში სოფიზმია, რომ მასში ეროტიკაა, რომ მასში არის ისეთი სიყვარული რომელიც მე 12 საუკუნეში არავინ იცოდა, არავინ!!! იცით თქვენ რომ სიყვარულით ოჯახის შექმნა მეოცე საუკუნის მოვლენაა? გადაამზადეთ პედაგოგები არ ესმით რას ასწავლიან და იმიტომ! ასწავლეთ შუშანიკის წამება როგორც პირველი ნაწარმოები გენდერულ უთანასწორობაზე, ასაუბრეთ ბავშვები უფლებრივ უთანასწორობაზე, შეეშვით რელიგიურ მრაკობესიას! ასწავლეთ ილიას შემოქმედება როგორც ქართველი ერის სოციოლოგია, იმიტომ რომ სულმნათმა ილიამ დავით კლდიაშვილთან ქართველი ერის მეტასტაზები რენტგენის სურათზე გვიჩვენა. ასწავლეთ ჯაყოს ხიზნები როგორც სულიერების კრიზისი, შეეშვით კონსტანტინე გასახურდიას, მასში სასკოლო არაფერია, იმიტომ რომ დიდოსტატის მარჯვენაში სოციალური კომენტარი არ გვაქვს. ჩართეთ ლიტერატურის სწავლებაში დონ კიხოტი როგორც შლეგი კეთილშობილება რომელიც მეამიტურად ცდილობს ბოროტების დამარცხებას, ყველა ბავშვში უნდა გაიზარდოს დონ კიხოტი, ასწავლეთ დოსტოევსკის იდიოტი როგორც ქრისტეს გაცოცხლება თანამედროვე საზოგადოებაში, ასწავლეთ დოსტოევსკის მოთამაშე, დანაშაული და სასჯელი, ასწავლეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, აიზეკ აზიმოვი, ფრენკ ჰერბერტი, რომ ბავშვებმა კოსმოსზე იოცნებონ იდეალისტური ოცნებები გაუჩნდეთ რატომ იციკლებით ქართული ლიტერატურით?! ასწავლეთ საქართველოს ისტორია ისე რომ გვესმოდეს ჩვენი მარცხის პრობლემები, დიახ მარცხის, იმიტომ რომ დღეს საქართველო სავალალო მდგომარეობაშია და ეს მარტო ჩვენი ბრალია! უკვე მერამდენე ბავშვი შეეწირა დიდების და მოზარდების სექსუალურ გაუნათლებლობასა და უკულტურობას? ორი შემთხვევა მინდა გაგახსენოთ როცა მოზარდმა გოგონამ გადაწყვიტა თავი ჩამოიხრჩო იმიტომ რომ საზოგადოების განსჯის შეეშინდა, გავატაროთ ვითომ არ მომხდარა, პრობლემის იგნორირება ყოველთვის ადვილია, მხოლოდ გამბედავი ხელისუფლება დახარჯავს საზოგადობის მხარდაჭერას და გამოსავალს შესთავაზებს, მერე რა რომ ბევრი ბრიყვი სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ ინიციატივას ისტერიულად დაუპირისპირდება? სახელმწიფო ქირურგიული ჩარევით ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს დასახიჩრებული ცხოვრებისგან. ეს ადვილი არაა, უნდა მომზადდეს მეთოდიკა, ლიტერატურა, კადრები და მაინც ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ გაკვეთილი ქრინჯული გახდეს. მე ასე წარმომიდგენია: მე-10 კლასი: გენდერის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, სასიყვარულო ურთიერთობების ეთიკა, ფიზიოლოგია; მე 11 კლასი: ნაადრევი ქორწინების შედეგები, კონტრაცეპტივები, სექსუალურობის ისტორია; მე 12 კლასი: სექსის კულტურა, სექსუალური პრობლემების დაძლევის მეთოდები და დაავადებები (ნაადრევი ეაკულაცია, იმპოტენცია, ვაგინიტი, ტრიპერი, სიფილისი, შიდსი...), აბორტი და აბორტის შედეგები. პედაგოგს უნდა ჰქონდეს სტუმრების მოწვევის პრაქტიკა, როგორც სექსოლოგების, ფსიქოლოგების, უროლოგების, გენეკოლოგების, რომლებიც ბავშვებს სამედიცინო პრაქტიკის ისტორიებს და საინტერესო პრეზენტაციებს გაუზიარებს... განა ასე რთულია?