ძებნა
'შტატის' ძებნის შედეგები.
-
Bakkt-მა ნიუ-იორკის შტატის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა ახალი ლიცენზიის გაცემის შესახებ განაცხადა. ლიცენზია კრიპტო კომპანია Bakkt-მა მიიღო. ის რიგით 29 კრიპტო კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ლიცენზიის მფლობელია. პირველად ლიცენზია Paxos–ს 2015 წელს მიენიჭა. ლიცენზია წარმოადგენს ნიუ–იორკის მარეგულირებლის მიერ გაცემულ ნებართვას. ლიცენზიის მიღების შემდეგ Bakkt-ს შესაძლებლობების ახალი და ფართო გზა გაეხსნება. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, მარეგულირებელმა გამოიყენა შესაძლებლობა გასული და მიმდინარე შეთავაზებების პროცესში და წარმოადგინა საკუთარი კრიპტო ინიციატივები, რაც გულისხმობს რეალურ დროში კომპანიებისგან მონაცმეების მიღების უფრო მოკლე და ხელსაყრელ გზას. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის რეგულაციები მეტისმეტად მკაცრია, მანჰეტენის სტატუსი, როგორც ფინანსური ცენტრისა, განაგრძობს თავისი პოზიციების გამყარებას და იზიდავს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს. თავის მხრივ, ნებისმიერი ახალი ბიზნეს წამოწყება გამოხატავს სურვილს ჩაერთოს და წარადგინოს თავისი პროდუქცია ამ ისტორიულ, აქტიურ და ჯერ კიდევ საკმად პოპულარულ ბაზარზე. The post Bakkt-მა ნიუ-იორკის შტატის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- bakkt-მა
- ნიუ-იორკის
-
(and 4 more)
Tagged with:
-
აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ჯორჯიის შტატის საშუალო სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის შესახებ გაკვეთილები ჩატარდეს. ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის განხორციელებას შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაემატოს. პროგრამა დაეფუძნება საშუალო სკოლის ბაზას. კანონპროექტი მალევე მიიღო ჯორჯიის შტატის ქვედა პალატამ. კანონპროექტს მხარს უჭერს ექვსი რესპუბლიკელი კანდიდატი. შემდგომი განხილვის მიზნით კი კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა. პროგრამა ასახავს ფინანსური წიგნიერების 16 სფეროს, რომელსაც მეათე ან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: ”განათლების სახელმწიფო საბჭო ფინანსური წიგნიერების დონის შესასრულებლად სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლეები საშუალო სკოლის პერიოდში გადიან.” როგორც ჩანს, პროგრამაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა აღმოჩნდა ამ სიაში ისეთ საგნებთან ერთად, როგორიცაა თანხის დაბალანსება, ინვესტიცია, ფულის მართვა, სესხის განაცხადები და გადასახადების შეფასება. მიუხედავად ამ სიახლისა, მსგავს შემთხვევას საფრანგეთში 2019 წელს ადგილი უკვე ჰქონდა, რა დროსაც მოხდა ფრანგულ საშუალო სკოლებში კრიპტოვალუტის, როგორც სასწავლო მოდულის დამატება. The post აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. -
კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა დღით, ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრა. დონალდ ტრამპი მას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და ამ მიზნით, შტატის ოფიციალურ პირზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - ეუბნება პრეზიდენტი ბრედ რაფენსპერგერს. შემდეგ კი შეახსენებს მას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, ეს კი დანაშაულებრივი ქმედებაა. ჩანაწერი "ვაშინგტონ პოსტმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა. გაზეთის ვებგვერდზე მისი სრული ტექსტიცაა გაშიფრული. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრედ რეფენსპერგერი ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ხან შეურაცხყოფას აყენებს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირს, ხან აქებს მას. პრეზიდენტი მაინც არ აღიარებს, რომ ჯორჯიაში ხმების სამჯერ გადათვლის შედეგად, შტატი მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა მოიგო. ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი 1992 წლის შემდეგ დემოკრატს არ მოუგია. კვირას ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "გუშინ ვესაუბრე ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს ფულტონის საგრაფოზე და ჯორჯიაში გაყალბებულ არჩევნებზე. მან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ეპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა 'მაგიდის ქვეშ შეწყობილი' ბიულეტენების ხრიკი, ბიულეტენების შეფერხება, სხვა შტატის 'ამომრჩევლები', კენჭისყრაში მონაწილე მიცვალებულები და სხვა. მას წარმოდგენა არ აქვს"! რამდენიმე საათში პრეზიდენტს რაფენსპერგერმა "ტვიტერზევე" უპასუხა. "პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამოაშკარავდება". შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ამერიკელებმა არაპირდაპირი კენჭისყრის წესით, ხმა დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცეს. მან მოიპოვა როგორც უშუალოდ ხმების უმეტესი რაოდენობა, ისე საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები (306-ით 232), რაც ამერიკაში გადამწყვეტია. ჯორჯიის შტატში ბაიდენმა თექვსმეტივე ელექტორის ხმა მოიგო. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა. ასევე ნახეთ: 6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესში ვაშინგტონში მოელიან, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მცდელობა ჩავარდება. ბოლო ორ თვეში ტრამპის კამპანიის ათეულობით საჩივარი გაქარწყლდა როგორც შტატების დონეზე, ისე უზენაეს სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი მტკიცებულებების არქონა იყო. პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მისი მოტივი ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამას დამატებითი სახსრების მოსაზიდად აკეთებს. ასევე ნახეთ: ტრამპმა $207 მილიონის ოდენობის სახსრები მოიზიდა არჩევნების შედეგის შესაცვლელად საქმე იმაშია, რომ ჯორჯიის შტატი ტრამპს რომც მოეგო, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. ბაიდენს მაინც ექნება კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთვისაა აუცილებელი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯორჯიის შტატში სენატორთა არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად ხდება. ჯორჯიის შტატში გამარჯვება სენატზე კონტროლის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და მისი სპიკერი კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსია. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "სასოწარკვეთის ხმა" უწოდა პრეზიდენტის აუდიოჩანაწერს. პროფესიით იურისტი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს "შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ძალაუფლების უხეში გადამეტებაა". "სრულიად აღმაშფოთებელი" უწოდა ამ ფაქტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერმა. გუშინ მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრისთვის შეუძლებელი უნდა იყოს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ "სუფთა სინდისით" წასვლა. #RestoreOurGOP - დაწერა მან, რაც ნიშნავს: აღადგინე ჩვენი რესპუბლიკური პარტია. მას შემდეგ, რაც კონგრესში კენჭისყრის შედეგები დამტკიცდება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცს დადებენ. ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ==== შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უბრალოდ, აშკარად ცდება", როცა ის ჯორჯიის არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს - განაცხადა დღეს პრეზიდენტის თანაპარტიელმა, ბრედ რეფენსპერგერმა - ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას, "ვაშინგტონ პოსტმა" მისი და პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ შაბათს, ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - უთხრა პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს, თან უმეორებდა, რომ ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. ასევე ნახეთ: გამოქვეყნდა ტრამპის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის", სადაც თქვა, რომ პრეზიდენტთან გამართულ თითქმის ერთსაათიან საუბარში აშკარად ჩანდა, რომ ტრამპს კვლავ სჯერა უსაფუძვლო თეორიების, თითქოს ამერიკაში არჩევნები გაყალბდა და ჯორჯიაში ბაიდენისთვის საარჩევნო კოლეგიის 16 წევრის ხმის გადაცემა შეცდომა იყო. "უმეტესად ის საუბრობდა. ჩვენ კი ვუსმენდით" - აღნიშნავს რაფენსპერგერი. "ის მონაცემები რაც მას აქვს, უბრალოდ, აშკარად მცდარია... მას არასწორი მონაცემები აქვს" - თქვა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა. ის ყვება, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ამ ჭორებთან ბრძოლა უწევდათ და შტატში ხმების გადათვლა სამჯერ მოუწიათ. ასევე ნახეთ: ბაიდენმა ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი-ჯორჯია მოიგო "აშკარა გახდა, რომ თითოეული ეს თეორია გავანადგურეთ, რაც კი გავრცელდა. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპს კვლავ სჯერა მათი... ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია" - აღნიშნავს ბრედ რეფენსპერგერი. ჯორჯიაში ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. 5 იანვარს სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება სენატზე კონტროლის ბედი. წარმომადგენელთა პალატაში დომინირება დემოკრატებმა შეინარჩუნეს და სპიკერად კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსი აირჩიეს. ასევე ნახეთ: როგორი იქნება ძალთა ბალანსი სენატში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხების აღიარებაზე, კვლავ უარს ამბობს. ის დღეს "ტვიტერზე" ძველებურად უსაფუძვლოდ აცხადებდა არჩევნების გაყალბებაზე და ამბობდა, რომ კენჭისყრის "ნამდვილ მონაცემებს" გამოაქვეყნებს. 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტრამპის კამპანიამ ფედერალურ და უზენაეს სასამართლოებში ათეულობით საჩივარი შეიტანა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოებმა საქმეებს მსვლელობა, მტკიცებულებათა არქონის გამო არ მისცა. ასევე ნახეთ: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოკავშირეების სარჩელი არ მიიღო ორ დღეში, 6 იანვარს, კონგრესში არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცება იგეგმება. კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება. კონგრესში საარჩევნო ხმების სერტიფიცირება, ზოგადად რუტინული და ფორმალური პროცესია. მაგრამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებამ, სხდომის მიმართ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება გამოიწვია. რესპუბლიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონში მოელიან, რომ ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ცერემონიული ნაწილი 20 იანვარს ინაუგურაციით და ფიცის საზეიმოდ დადებით დასრულდება. ასევე ნახეთ: ბაიდენის ინაუგურაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება
-
- გამოქვეყნდა
- ტრამპის
- (and 10 more)