Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'შედის' or '' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ცოლს ელოდება სალონში რა დონის ჩმორიკია
  2. ბრიდლოვი: ეს კრიზისი ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის, მისით მხოლოდ კრემლი სარგებლობს 01 მარტი, 2021 ია მეურმიშვილი გენერალი (თადარიგის) ფილიპ ბრიდლოვი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარე, თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ერთადერთი მხარე, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობს - კრემლია. ის ამბობს, რომ კრიზისში დაპირისპირებულ რომელიმე ძალას არ ემხრობა, თუმცა ყველას მოუწოდებს საერთო ღირებულებები გაიხსენონ, დიალოგი განაახლონ და ქართველი ხალხის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენონ. ფილიპ ბრიდლოვს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. როგორ ხედავთ სიტუაციას აქედან და რას ფიქრობთ მიმდინარე მოვლენებზე? უპირველეს ყოვლისა, ია, მადლობა მოწვევისთვის და იმის საშუალების მოცემისთვის, რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმ ქვეყანაზე, რომელზეც ძალიან ვზრუნავ. ჩემი, როგორც ნატოს ჯარების მთავარსარდლის და ავღანეთში ძალების მეთაურის საქმიანობის განმავლობაში, გავიცანი და ძალიან დავაფასე ქართული ძალები, ბევრჯერ ვიყავი ქვეყანაში. მიყვარს ქართველი ხალხი და ის, რისიც მათ სჯერათ შავი ზღვის და მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული სამეზობლოა. ჩემთვის მტკივნეულია იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება. ვლოცულობ იმისთვის, რომ ქვეყანამ მონახოს გამოსავალი ამ ბრძოლებიდან, რადგან ის დიადი ერია და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ამ ნაწილში, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ალბათ, ნახეთ, რომ მთავრობამ დააპატიმრა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ფიგურა ნიკა მელია, რამაც შეერთებულ შტატებში აღშფოთება გამოიწვია. გაკეთდა ბევრი უკმაყოფილო განცხადება ქვეყნის დემოკრატიულ მიმართულებასთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ თქვენ მელიას დაკავებას? ამერიკაში პოლიტიკაში ჩართვისგან თავს ვიკავებ. არ ვფიქრობ, გენერლები პოლიტიკაში უნდა მონაწილეობდნენ. აქაც კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს. ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი ნატოსა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, ნატოს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ. სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი ახლა, რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. მხარეებს თითქოს ერთმანეთის საუბრის არ ესმით. შეიძლება ვთქვა, რომ შეერთებულ შტატებშიც იგივე პრობლემა გვაქვს? ჩვენ დიადი ქვეყანა ვართ და ამ პოლიტიკური არეულობიდან გამოვალთ. ვფიქრობ, რომ საქართველოც დიადი ქვეყანაა. მათ მხოლოდ იმ ღირებულებებზე რომ გააკეთონ ფოკუსირება და გამონახონ ერთმანეთთან საერთო თემები, საქართველოც გამოვა ამ სიტუაციიდან. თქვენი აზრით, ამ სიტუაციას შეიძლება ჰქონდეს გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე? იმედი მაქვს, არა. იმის მჯერა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც საქართველოს ჯარისკაცები აკეთებენ ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, ამერიკაშიც ბევრი პოლიტიკური პრობლემა გვაქვს და ვხედავთ, რომ საქართველოშიც მსგავსი პროცესები ხდება. მჯერა, რომ ამერიკა ხედავს ყველაფერ კარგს, საქართველოს მოუწოდებს და დაეხმარება ამ გამოწვევის გადალახვაში.
  3. ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით საერთო ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს. 5 იანვარს პარლამენტმა სამი მათგანის – ზაზა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის – უფლებამოსილება ცნო მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარტიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს – თავიანთი განცხადებების საფუძველზე მანდატები შეუწყდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს მათი ადგილმონაცვლეების დოკუმენტაცია მიაწოდა. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პროპორციულ სიაში მეოთხე ნომრად მყოფმა ავთანდილ ენუქიძემ, მანდატის შენარჩუნებისა და პარლამენტში შესვლის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა. პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა საერთო განცხადებაში თავიანთი გადაწყვეტილება განმარტა და ქვეყანაში არსებული კრიზისების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განაცხადეს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ევროპულ სოციალისტებს“, აფუძნებენ. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 3,14% მიიღო და ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვა ოფიციალური შედეგების ცნობაზე და პარლამენტში შესვლაზე. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პირველად ავთანდილ ენუქიძემ გააჟღერა. ირმა ინაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ენუქიძე პარტიის „ბიზნეს შემადგენელს“ წარმოადგენდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო პარტიის „პოლიტიკური შემადგენელი“ ბოიკოტს გააგრძელებდა. „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ოთხი დეპუტატი პირველები არიან, ვინც ოპოზიციის საერთო ბოიკოტს გადაუხვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მანამდე კი ცესკოში პროპორციული სიების ჩახსნა მოითხოვა, რათა სიის მიხედვით მანდატების ადგილმონაცვლეობა გამოერიცხა.