Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ღამე' or '' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. 20 ივნისის ღამე ქართული ოცნების, სამარცხვინო ტყლიპი, რომელიც ქოცების პიკასოსებრ კუბიზმს კიდევ უფრო გაურკვეველ ტილოდ აქცევს. სირცვილი რომლის თავიდან არიდება პროტესტანტ საზოგადოებაზე გადაბრალებით სცადეს, ნაწილობრივ გამოუვიდათ, ქართული ოცნების ქუხნაში საკუთარი სიმართლე ბევრს დააჯერეს. "პარლამენტის შტურმით აღება ვის გოუგიაო", კი მარა შტურმის მიზეზი რომ სამარცხვინო ღალატი იყო, მაგას რა უყოთ? ეგეც მოიფიქრეს__მაგი ნაციონალებმა ჩამეიყვანეს რომ მერე სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთო, ვიდეო აუდიო ფაილებს რა უყოთ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც, ოცნების ისტებლიშმენტი, ეკლესიის მესვერეუბიც(სხვათაშორის!!!) რომ პოზიორობდნენ კამერების წინ? დოკუმენტურ მტკიცებულებას რა უყოთ პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი რომ მოაწერა გავრილოვისთვის პარლამენტის შენობა დაეთმოთ? ქუცნას რა უყოთ ბოლობოლო, ქუცნას?! ხოდა აქაც მოიფიქრეს ატმაზკა, "ნაციონალების ბრალია, თუ საპროტესტო იყო კომიტეტის სხდომაზე რატომ არ გააპროტესტეს, რატომ დაელოდნენ პარლამეტის დარბაზში სხდომის გახსნასო?! ძნელია რკინა-არმატურის და აგურის გარეშე ცემენტით მოზელილი კედლის გამაგრება, ხოდა ვერ გაუძლო ქოცურმა ბოდიალმა ელემენარულ საღ აზრს, ალიგიკურ ოგზიმორონს ვერ გადააქცევ არგუმენტად, ძნელია ძნელი! ხოდა დღეს 18 თებერვალს, გავრილოვის ღამიდან 2 წლის შემდეგ ქოცებს დეექცათ კერია, თურმე ბიძინას დაბადების დღეც ყოფილა, დავიჯერო გოუხარდა საჩუქარი? მოდი გავარჩიოთ რამოდენიმე ფაქტი რომელიც შედგა და გამოვძებნოთ კავშირი მოვლენებს შორის: 1. აშშ-ში ტრამპი რომელსაც აბსულუტურად ეკიდა საქართველო (იმ ფონზე როცა აშშ-ს საქართველოში, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული, ინტელექტუალური, დემკრატიული 5 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული) გადადგა; 2. "ტრიუმფით" გამარჯვების მიუხედავად, პოლიტიკიდან წასლის შესახებ განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა; 3. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარი განაცხადა; 4. ნიკა მელია რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება, მოუხსნეს სადეპუტატო იმუნიტეტი და მის წინააღმდეგ კვლავ განახლდა სასამართლო პროცესი(ანალოგიურ ბრალდებით დაკავებული იყო გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რაზეც ევროპარლამენტარების და აშშ-ს კონგრესმენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა რომ არის პოლიტიკური დევნა და ეს პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს); 5. გახარია, რომელიც გახლდათ შსს მინისტრი 2019 წელს და გახლდათ პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამის დარბევაზე, 2 წლის დაგვიანებით გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან. ხუთივე პუნქტი არის ფაქტი და არა სპეკულაცია. არის თუ არა ამ ფაქტებს შორის კავშირი?__ჩემი აზრით არის. ადრეც მოგხსენეთ რომ ბიძინა ივანიშვილის "წასვლა" ემთხვევა ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებასთქო, აშკარაა რომ კელი დენგანს აშშ-დან სხვა დირექტივები აქვს და ეს იგრნობა მის განცხადებებში, რომელიც კიდევ უფრო იმპერატიულია და მოითხოვს ხელისუფლებისგან დემოკრატიულ პროცესების გატარებას. ცხადია აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებასა და ივანიშვილის წასვლის კავშირზე მეტი ინფორმაციაა საჭირო, მაგრამ ივანიშვილის წასვლა რომ დამაზიანებელი იყო ქართული ოცნებისთვის ეს უეჭველია. ის რომ ამ ნაბიჯს იძულებითი ხასიათი აქვს დღეს დადასტურდა რადგან შეიქმნა მთლიანად სისტემის ჩამოშლის საფრთხე და ოპოზიციას გადაეცა ინიციატივა. ასეთ რამეს იდეალიზმის იდეით არავინ აკეთებს, ქართული ოცნება უმძიმეს ზეწოლის ქვეშაა და დღეს სისტემა გატყდა, ქართული ოცნება აგონიაშია. დღეს დადასტურდა რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ყოფილა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა მაგრამ ასეა. თუ წარმოვიდგენთ რომ პარლამენტში ყველა შევიდა, მაშინ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის წარმოება რთული წარმოსადგენია, პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შერბილდებოდა, მაგრამ დღეს საკმაოდ რეალური გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ალეკო ელისაშვილის სახე მაჩვენეთ, ეხლა ყველაზე მეტად მაგ კინტოს არ აწყობს ოცნების ჩამოშლა, იმიტომ რომ, თუ ორ თვეში საპარლამენტო არჩევნები შედგა, არათუ პოლიტიკას ჟურნალისტიკასაც არავინ დაუთმობს, ასე რომ კინტო შეიძლება ვიხილოთ ფრესკოს მოლარედ, მარტო ამ ანეგდოტის გამო ღირს ვადამდელის ჩატარება, ქოცებო მოდი რა ვეკაიფოთ ალეკოს! ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები). ცხადია ზოგადი მოსაზრებით ვადამდელის ჩატარება ქოცებს არ უნდა აწყობდეთ, იმიტომ რომ უკვე დამარცხებულის იმიჯით წარდგება და ადმინისტრაციულ რესურსაც ბოლომდე ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ბევრი დაიჯერებს ხელისფლების შეცვლის შესაძლებლობას, სამსახურს დაკარგვის შიში, სწორედ ქოცობით ჩაესახებათ, ასე რომ ქოცებისთვის ეს იქნება რიტუალური სეპუკუ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ გახარია გადადგა "გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო"? თქვენ შეიძლება ივარაუდოთ რომ ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხია, ხაზეინმა სალობიეს დირეხტური დეიფეთა და კინწისკვრით გააგდო, ადრეც უქნია და ეხლაც იგივეაო__კი გეთანხმებით, შესაძლოა "წასვლა" ბანალური "ტრიუკი" იყოს საჩხერელი კიდალასგან, მაგრამ შეუძლებელია საკუთარ გუნდში დაპირისპირება მოამწიფო და გუნდის ყველაზე რეიტინგული, ქარიზმატული ლიდერი გააგდო. შემცვლელი კადრი ვინ ყავს?__თალაკვაძე(სავსებით რეალური კანდიდატია), კობახიძე (ასევე) ეს ორი უკიდურესად ცუდი იმიჯით სარგებლობს, პირველს პიროვნულობა არ აქვს, მხოლოდ მსახურება. რა სასაცილო იყო იტალიიდან სასწრაფოდ დაბრუნებული ბიჭი, რომელიც აჩეჩილი თმებით გვიმტკიცებდა აქ ვიყავი არსად წავსულვარო, არადა თვითმფრინავში გახდათ კალაძესთან ერთად , კობახიძე აბსოლუტურად აცდენილია ქართულ თამადურ, მაჩო, "ვაშკაცურ" ტიპაჟს. წულიკიანი რთული წარმოსადგენია ალფა მამრის მომლოდინე ერის პირობებში. სავარაუდოდ ხაზეინი ისევ პარლამენტის წავრებიდან აირჩევს რომელებიც უფრო ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა, იმიტომ რომ კალაძესა და ბიძინას შორის მცირე კონფლიქტების ეპიზოდებიც გვახსოვს, რომელიც შემდეგ დავარცხნეს, დაარბილეს მაგრამ საკმაოდ მეეჭვება მილანის ფეხბურთელი პრემიერის თანამდებობაზე გაამწესონ, რადგან ეს მტკივნეული გადაადგილება იქნება, იმიტომ რომ მერის არჩევა მოუწევს, სკამის გამაგრება ისე რომ ერთი ფეხი გამოაცალო არ გამოვა. კარგად დავაკვირდი გახარიას განცხადების სხეულის ენას. როცა განაცხადა "მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება" ქვედა ტუჩს უნებლიე სპაზმი და სახეზე დაძაბულობა შეეტყო. ის რომ გახარია შეურაცხყოფილია გადადომით, თუ გაგდებით უეჭველია, თუ რაიმე მესმის სხეულის ენის წაკითხვაში, გახარია იძულებით წავიდა, ეს არ იყო იდეალიზმი ეს იყო სერიოზული კონფლიქტი. ფაქტია რომ ოცნების შიგნით დაძაბულობაა, რაც მაძლევს ვარაუდის საშუალებას რომ ოცნების შიგნით ფრაქციული ბრძოლა მიმდინარეობს. ეჭვი მაქვს რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი კობახიძის ხელშია, რომელიც ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ოცნების შიგნით კიდევ იყოს დაძაბული ფრაქციები ე.წ. ნაღდი ქოცების, ვინ დარჩა რო, ყველა გააგდეს, მაგრამ რაღაც გავლენები და რესურსები უნდა იყოს. ამ ამბავში რა ჩასაკვეხებელია მაგრამ გოგაშვილის გამოგდებაც და მისი ინტერვიუ ჯერ მხლოდ საპატრიარქოს თემებზე, რომელშიც აშკარად გაისმა მუქარა რომ მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს, ამ ამბის ნაწილია. პოლიტიკურ სპეკულაციებს თუ დავიჯერებთ, ეს უკანასკნელი სწორედ გახარიამ გააგდო, წყენა მის ინტერვიუშიც იგრძნბოდა რადგან წასვლა თურმე ხაზეინს შესჩივლა გახარია ვინ ჯანდაბააო. ე.ი. ეს კონფლიქტი დიდი ხნის დაწყებულია და დღეს რუბიკონი გადალახულია, რომელიღაც ფრაქციამ გახარია დაამარცხა. თუ ისტორიულ ანალოგიას გავითვალისწინებთ გამარჯვებულ ცეზარს სენატორებმა 30 ჭრილობა მიაყენეს, ასე რომ ვისაც არ უნდა მოეგო პოლიტიკური ბრძოლა, გახარიის ფრაქციისგან შურისძიება კიდევ მოსალოდნელია, ხოდა "შენც ბრუტუს" აქტუალური და შესაძლებელია როგორც არასდროს! გახარიას გადადგომით მომაკვდავ ოპოზიციას სისხლი გადაუსხეს, აქამდე ხომ უეჭველი იყო პარლამენტის ბოიკოტირებით მიდიოდნენ მარგინალიზაციისკენ: გირჩი დაიშალა ორ ნაწილად (მეგრელიშვილის ფრაქცია გამომწვევად ფლირტაობდა ოცნებასთან ადრე თუ გვიან კინტო ალეკოს სვლას გაიმეორებდნენ); ევროპული საქართველო ლამის დაიშალა; (დღეს შეიძლება ისევ აღდგეს და ესეც გახარიას გადადგომის გამო!); ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გაიქცა, იცოდა რა ამ ამბიდან არაფერი აღარ გამოდიოდა, საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა, ქოცსაც, ნაცსაც, ერსაც ბერსად დედა შეუკურთხა და ნოვისიბირსკში გარბოდა! დღეს კი ნიკა მელია კონკრეტულ მიზეზად აქციას რის გამოც ქართული ოცნების ყველაზე ქარიზმატული ლიდერი წავიდა, ეს ხომ ნიკა მელიას წარმატებაა? ეს როგორ შეიძლება ვინმეს ოცნებაში აწყობდეს? გახარიას გადადგომა საჩხერელი კიდალას კონტოლიდან გამოსული პროცესია, რადგან ოპოზიცია გააცოცხლა, აქციებისკენ დარაზმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ შემოკრიბა, ეს ხომ გამორიცხულია თავისი ნებით გაეკეთებინა? 2021 წლი 18 ივნისი საქართველომ სხვა რეალობაში გაიღვიძა, ეს დასასრულის დასაწყისია.