ძებნა
'ფასმა' ძებნის შედეგები.
-
ბიტკოინის ფასმა ახალ მაქსიმუმს 45000$-ს მიაღწია – ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ილონ მასკმა კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ ააფორიაქა – Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა და კრიპტოვალუტით გადახდის შემოღებას გეგმავს. ბიტკოინის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და 44 899$ შეადგინა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიისთვის (SEC) წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში, კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა, რამაც კრიპტოვალუტის ფასის 44 899$-მდე გაზრდა გამოიწვია. დოკუმენტში ნათქვამია: „2021 წლის იანვარში ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც მეტი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს შემდგომი დივერსიფიკაციისა და მეტი სარგებლის მიღებისთვის იმ თანხებიდან, რომლებსაც არ ვსაჭიროებთ ადეკვატური ოპერაციული ლიკვიდობის შესანარჩუნებლად.“ პოლიტიკა მოიცავს „ალტერნატიულ სარეზერვო აქტივებში, მათ შორის ციფრულ აქტივებში, ოქროს ზოდებში, ETF-სა და სხვა აქტივებში“ ინვესტირებას. „ჩვენ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ჩავდეთ ბიტკოინში, ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დროდადრო ან გრძელვადიან პერსპექტივაში შევიძინოთ და შევინახოთ ციფრული აქტივები.“ გარდა ამისა, Tesla უახლოეს მომავალში ანგარიშსწორების კრიპტოვალუტაში შემოღებას აპირებს. ამასობაში კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის მომხმარებლებმა სოც.ქსელებში პლატფორმის გაუმართაობაზე დაიწყეს საუბარი. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენპენ ჟაომ (Changpeng Zhao) ტვიტერში განაცხადა რომ შეფერხებები სისტემაში გაზრდილ ტრეფიქთან იყო დაკავშირებული და რომ „ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია“ წყარო: https://bits.media The post ბიტკოინის ფასმა ახალ მაქსიმუმს 45000$-ს მიაღწია – ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 12.000 დოლარის დონე დიდი ხნით შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ორშაბათს ფასი 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი მხოლოდ 12.000 დოლარის ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს. წინა კვირა ბიტკოინის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.300 დოლარამდე გაიზარდოს. ბიტკოინის ყოველკვირეული დიაგრამა აჩვენებს, რომ კურსი 11.600-12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარამდე დაიკლებს. შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც ბიტკოინის კურსის მატებას ეხება. მისი აზრით, 2022 წლისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 250.000 დოლარს მიაღწევს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ანალიტიკოსები:
- ბიტკოინის
-
(and 7 more)
Tagged with: