„ევროკავშირი კვლავაც დააყენებს უკრაინაში, საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ადგილას რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სისტემატური დარღვევის საკითხს“, – ნათქვამია ერთობლივ საკომუნიკაციო https://ec.europa.eu/info/sites/default/files/joint-communication-eu-russia-relations.pdf?fbclid=IwAR3m7LRLR3KEbWOI5NXaqoTMT1Udj8_YZpDjBPXLpxbT68LA2dJ0EYkl-Nk რომელიც ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 16 ივნისს გამოაქვეყნეს.
ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტის სახელზე გამოქვეყნებული დოკუმენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი „უშუალო სამხედრო და ჰიბრიდულ ქმედებებს ახორციელებს მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელთაც ის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ასაზრდოებს“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავაც ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის, ასევე „ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის“ მიმართ.
„ევროკავშირი კვლავ შეეწინააღმდეგა რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში, რომელთაც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
13-გვერდიანი დოკუმენტი უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ ანგარიშის წარდგენაზე ევროპული საბჭოს თხოვნის საფუძველზე მოამზადეს.
ბლაბლა