ძებნა
'ტრანსგრესია' ძებნის შედეგები.
-
იორგოს ლანთიმოსის ‘ეშვი’ მითოლოგიური ნახაზების მიხედვით არის კონსტრუირებული, სადაც სამყაროს აქვს თავისი აზრობრივი ოპოზიციები (კატა როგორც ‘უცხო’ ობიექტი, რომელსაც შვილი ბაღის მაკრატლით კლავს), მკაფიოდ განსაზღვრული სივრცე, შეცვლილი რეფერენციები (ზომბი – ‘ყვითელი ყვავილი’, სამარილე – ‘ტელეფონი’, სავარძელი – ‘ზღვა’), თამაშები (დამალობანა, სექსუალური ხასიათის თამაშები) და რიტუალები. მეტიც, ამ ოჯახის სამყარო ერთგვარ წესრიგს წარმოადგენს (კონსტრუქციული ძალა), ხოლო სივრცე მის მიღმა არის ქაოსი (დესტრუქციული ძალა). სინერგეტიკულ პარადიგმაში არსებობს იდეა, რომ სისტემის თითოეულ შრეს შეესაბამება წესრიგის გარკვეული პარამეტრები, რაც, ერთგვარად, წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვას. ამ ეგზისტენციალური დაძაბულობის მოსახსნელად, კულტურაში არსებობს დღესასწაული როგორც ადამიანის ყოფიერების ყველა შრის ბალანსის რეგულატორი. მაგრამ დღესასწაული, რომელიც ეწყობა მშობლების ქორწილის წლისთავის აღსანიშნავად, არ ასრულებს თავის ფუნქციას – არ ‘ხსნის’ დაძაბულობას, არამედ, პირიქით, წარმოქმნის. უფროს ქალიშვილს ველურ ცეკვებს (აშკარად ასლი ჰოლივუდური ‘ცეკვა-გამონათებისა’) დედა უხეშად აწყვეტინებს. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სისტემის ნგრევის, რომლის შერყევა დაიწყო კრისტინას მოსვლით, გოგონასი, რომელიც მამას პერიოდულად მოჰყავდა სახლში შვილის სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მთავარი კითხვაა, როდის დაიწყო სისტემამ ნგრევა ? ვივარაუდებ, რომ ლანთიმოსის ფილმის აღქმის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ‘ტრანსგრესიის’ კონცეფცია, რომელსაც აქტიურად იყენებდა პოსტმოდერნისტული დისკურსი, თუმცაღა ბევრად ადრე აქვს სათავე – ფრიდრიჰ ნიცშეს ნაშრომებში და კიდევ უფრო დეტალურად – ჟორჟ ბატაისთან. როგორც მიშელ ფუკო წერს, ‘ტრანსგრესია – ეს არის ჟესტი, რომელიც მომართულია ზღვარზე’. საინტერესოა, რომ ტრანსგრესია არსებობს როგორც სისტემის მიღმა, ამ ‘მიღმაში’ ხდება კიდეც ამ სისტემის რღვევის საწყისი. პირველ შემთხვევაში ის გარდაიქმნება თამაშად, სადაც რეალიზაციის უმთავრესს სიბრტყედ მოზარდთა სხეული წარმოგვიდგება (ისმის კითხვა, მოზრდთა სხეულია კი ის სხეული, რომელიც ლანთიმოსმა გვიჩვენა). ფსიქიკური სხეული ბავშვების მიერ სწორედ ტრანსგრესიის პროცესში კონსტრუირდება – საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების გამოკვლევის და შემოწმების დროს. მოზარდებს სურთ არა მხოლოდ იმის გაგება, სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი, ისინი მყისვე კვეთენ ამ ზღურბლს, რითიც ფსიქიკური სხეულის ახალ საზღვრებს ქმნიან. მეორე შემთხვევაში, ტრანსგრესია წარმოგვიდგება როგორც ჟესტი წესრიგის წინააღმდეგ, გარდაიქმნება ქაოტურ სტიქიად. და არც ისაა შემთხვევითი, რომ ცეკვის სახით ხდება მისი რეპრეზენტირება – დიონისეული სიმბოლო. ოლეგ კულიკის პერფორმანსი ‘ცოფიანი ძაღლი, ან უკანასკნელი ტაბუ რომელსაც იცავს მარტოსული ცერბერუსი) (Oleg Kulik – The Mad Dog, or Last Taboo Guarded by Alone Cerberus, 1994) შესაძლებელია ტრანსგრესიის იმიტაციაც. მოზარდები მალულად ისვრიან საკვებს კედელს მიღმა, თავისი გაქცეული ძმისთვის, იმ იმედით, რომ ის შიმშილისგან არ მოკვდება. მაგრამ, როგორც ცნობილია, აკრძალული გვიზიდავს, განსაკუთრებით თუ ეს მუდმივად ხაზგასმულია. მეტიც, აკრძალული ტაბუირებულ სამყაროში ინერგება (კრისტინა როგორც კულტურის აკრძალული ნაწილის განსახიერება) და მის კონფიგურაციებს ანადგურებს. მორის ბლანშო ტრანსგრესიას სწორედ რომ როგორც ‘გადაწყვეტილებას’ განმარტავს, რომელიც ‘გამოხატავს ადამიანის შეუჩერებლობის უნარს – … სამყაროს კვეთს და სრულდება მიღმიერში, სადაც ადამიანი საკუთარ თავს უძღვნის რომელიმე აბსოლუტს (ღმერთი, ყოფიერება, სიკეთე, უსასრულობა), – ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავის ღალატის გზით’. უფროსმა დამ უღალატა ყოფით რეალიებს და მზად არის, ბოლომდე წავიდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ წინ ‘არყოფნა’ ელოდება. დიდწილად, პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიისთვის სიკვდილი სწორედაც ტრანსგრესიულ გარდასვლას წარმოადგენს, რომლის შემდგომ მხოლოდ უსასრულობის ეფემერული დუმილია. ლანთიმოსმა ყველაფერი ზუსტად გათვალა. აქ არაა შემთხვევითობა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ” ტრანსგრესია – ეს არის ჟესტი, რომელიც მომართულია ზღვარზე “ გედელის კარგად ცნობილი თეორემა ჩაკეტილი სისტემის გარღვევის შესახებ ფილმში თვალნათლივ არის ნაჩვენები. უფროსი დის გაქცევა არის იმის აღმნიშვნელი, რომ სისტემა გახსნილ და არასტაბილურ მდგომარეობაში გადავიდა, სადაც ის ან ახალ შრეში გადავა ან განადგურდება. ლანთიმოსი განზრახ ტოვებს ღია ფინალს, თუმც ეს არ აღიქმება როგორც პათოსური ჟესტი. იგივე მიზეზით, რეჟისორი არ გვიხსნის, თუ რატომ მოხდა ამ ოჯახის განცალკევება დანარჩენი ცივილიზაციისგან. თუმც თვითონ კითხვაში უკვე არის პასუხი: ისინი არ არიან სექსუალურად პერვერსიულები, არც მისტიური კულტის წევრები, არამედ მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ზღვარი და პირობითობა გადალახონ სამყაროში წესრიგისა და ჰარმონიისთვის. maksim karpovetc
-
- ეშვი.
- ტრანსგრესია
-
(and 1 more)
Tagged with: