Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სკოლებში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ჯორჯიის შტატის საშუალო სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის შესახებ გაკვეთილები ჩატარდეს. ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის განხორციელებას შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაემატოს. პროგრამა დაეფუძნება საშუალო სკოლის ბაზას. კანონპროექტი მალევე მიიღო ჯორჯიის შტატის ქვედა პალატამ. კანონპროექტს მხარს უჭერს ექვსი რესპუბლიკელი კანდიდატი. შემდგომი განხილვის მიზნით კი კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა. პროგრამა ასახავს ფინანსური წიგნიერების 16 სფეროს, რომელსაც მეათე ან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: ”განათლების სახელმწიფო საბჭო ფინანსური წიგნიერების დონის შესასრულებლად სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლეები საშუალო სკოლის პერიოდში გადიან.” როგორც ჩანს, პროგრამაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა აღმოჩნდა ამ სიაში ისეთ საგნებთან ერთად, როგორიცაა თანხის დაბალანსება, ინვესტიცია, ფულის მართვა, სესხის განაცხადები და გადასახადების შეფასება. მიუხედავად ამ სიახლისა, მსგავს შემთხვევას საფრანგეთში 2019 წელს ადგილი უკვე ჰქონდა, რა დროსაც მოხდა ფრანგულ საშუალო სკოლებში კრიპტოვალუტის, როგორც სასწავლო მოდულის დამატება. The post აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს. ამგვარი რეკომენდაციები, უმთავრესად, საჯარო სფეროში ადამიანის უფლებების, კერძოდ რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის პატივისცემას ემყარება. ევროპის უმეტეს ქვეყნებში სასკოლო კურიკულუმის განუყოფელი ნაწილია რელიგიის სწავლება. ქვემოთ მიმოვიხილავთ ამ ქვეყნებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრაქტიკას. თუმცა მანამდე აუცილებელია შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე. რელიგიის სწავლების სფეროში შესაძლებელია ორი ზოგადი მიდგომის გამოყოფა: „რელიგიის სწავლება“ - სწავლების კონფესიური მოდელია, რომლის მიზანია ერთი რელიგიის ან კონფესიის უპირატესობის წარმოჩენა სხვათა წინაშე. ასეთ გაკვეთილებზე ხშირად ისწავლება რელიგიური ცხოვრების წესიც (ლოცვა, მარხვა და სხვა). „რელიგიის შესახებ სწავლება“ - ნეიტრალური მოდელია, რომელიც აგებულია დესკრიპციულ და ისტორიულ მეთოდებზე. ამგვარი კურსის მიზანია ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეებისთვის. გამოთქმას „რელიგიური განათლება“ კი გამოვიყენებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგადად რელიგიასთან დაკავშირებული განათლების შესახებ ვისაუბრებთ და ზემოთ წარმოდგენილი რომელიმე კონკრეტული მეთოდით სწავლების ხსენების საჭიროება არ გვექნება. ცალკეული ქვეყნები რელიგიური განათლების მოდელი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის რელიგიური ლანდშაფტზე, მის საზოგადოებაში რელიგიის როლსა და ღირებულებაზე, ასევე ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკასა თუ საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურაზე. დასავლეთის ქვეყნებში რელიგიის თავისუფლება კანონმდებლობის დონეზე დაცულია, მაგრამ რეალობაში ზოგჯერ ჯერ კიდევ შესამჩნევია სხვადასხვა სახისა და ხარისხის დისკრიმანციული მდგომარეობა. მაგ., თუ ქვეყანაში რომელიმე კონფესიას დომინანტური პოზიცია უჭირავს საზოგადოებრივი ცხოვრება, ზოგადად კულტურა და მათ შორის რელიგიური განათლებაც ამ ერთი გაბატონებული კონფესიის გავლენისგან შეიძლება არ იყოს თავისუფალი. მაგ., იტალიაში მცირერიცხოვანი პროტესტანტული ეკლესიები არც ცდილობენ გამოიყენონ ამ ქვეყანაში არსებული ლეგალური შესაძლებლობა და სკოლებში პროტესტანტი მოსწავლეებისთვის საკუთარი რწმენის შესახებ გაკვეთილებს გაუკეთონ ორგანიზება, როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება. დომინანტური კათოლიციზმი ირიბად, ყოფით დონეზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ამ იურიდიული შესაძლებლობის პრაქტიკაში რეალიზების თვალსაზრისით. ქვემოთ შევეცდებით მიმოვიხილოთ სხვადასხვა სახელმწიფოების ვითარება რელიგიური განათლების კუთხით. საფრანგეთში სახელმწიფო და ეკლესია მკაცრადაა გამიჯნული. ქვეყნის კონსტიტუცია პირველივე მუხლში აცხადებს: „საფრანგეთი არის ერთიანი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე მიუხედავად წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა. საფრანგეთი პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას (croyances)”. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა კი ეფუძნება 1905 წლის კანონს და ამ დროიდან ეს პრინციპი მტკიცედ არის დაცული ამ ქვეყანაში. საფრანგეთის საჯარო სკოლებში რელიგია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს კურიკულუმის ნაწილს. 1882 წელს საფრანგეთში კანონით გაუქმდა რელიგიური განათლების მიღება საჯარო სკოლებში. მის ნაცვლად შემოღებულ იქნა საგანი სამოქალაქო განათლების შესახებ, რომელიც ეთიკის სწავლასაც გულისხმობს. სამაგიეროდ, ქვეყანაში კარგად არის განვითარებული კერძო (უფრო ზუსტად კი, კათოლიკური) სკოლების სისტემა. ასეთ სკოლებში კი მოსწავლეების 20% სწავლობს. ამ გარემოების გათვალისწინებით ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ საფრანგეთის საჯარო სკოლებში არ არსებობს რელიგიური განათლების მიღების საჭიროება, რადგან ყველა აღმსარებლობის მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს საკუთარ რელიგიას გაეცნოს ამგვარ კერძო სკოლებში. მაგრამ ბოლო ხანს საფრანგეთში მიმდინარე სერიოზული დისკუსიების შედეგად საჯარო სკოლის მასწავლებლებმა აღიარეს, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ადეკვატურად გაიგონ ისტორია ან ხელოვნება, თუნდაც ფრანგული ლიტერატურა, რელიგიის შესახებ ბაზისური ცოდნის გარეშე. ამიტომ გაჩნდა ინიციატივა რელიგიის შესახებ ცოდნის ინტეგრირებისა საფრანგეთის საჯარო სკოლების სხვადასხვა მომიჯნავე საგნებში, რაც მოგვიანებით თავად განათლების სამინისტროს რეკომენდაციებშიც აისახა და პრაქტიკულადაც განხორციელდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ასევე კვირაში ერთი დღეა გამოყოფილი რელიგიური გაკვეთილისთვის სასწავლო საათების მიღმა. რელიგიური ხასიათის სამოსლის ტარება სკოლებში მკაცრად აკრძალულია. ბოლო ხანს სწორედ ამ აკრძალვას დაექვემდებარა მუსლიმი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ სკოლებში ბურქით სიარულის ჩვეულებაც. ასე და ამრიგად, 1989 წელს ისტორიისა და გეოგრაფიის კურიკულუმი მოდიფიცირდა და მასში მეტი აქცენტი სწორედ რელიგიურ განათლებაზე გაკეთდა. 1996 წელს კი ფრანგული ენისა და ისტორიის პროგრამებში ისლამის პირველადი გაცნობისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაციაც იქნა ინტეგრირებული. 2001 წელს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, რელიგიური განათლება უნდა შემოღებულიყო არა როგორც ცალკე საგანი საჯარო სკოლებში, არამედ სხვა საგნებში (ისტორია, ფილოსოფია, კულტურა) ინტეგრირებულად. რეკომენდაციებში ასევე საუბარი იყო „რელიგიის მეცნიერების“ ინსტიტუტის შექმნაზეც, რომელიც მომავალ მასწავლებლებს მოამზადებდა. 2002 წელს ეს ინსტიტუტი მართლაც შეიქმნა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, სახელმწიფო არსობრივად კვლავ სეკულარული (ლაიცისტური) რჩება, მაგრამ ის არ არის ანტი-რელიგიური, არამედ ინდივიდის სინდისის თავისუფლების დაცვის გარანტორად გვევლინება. საფრანგეთის მსგავსად, ნიდერლანდების სკოლების ორი მესამედი ე.წ. ქრისტიანული ანუ კონფესიური სკოლებია, ხოლო ერთ მესამედს ნეიტრალური სკოლების სტატუსი აქვთ, სადაც რელიგია ცალკე საგნად არ ისწავლება. თუმცა ბოლო ხანებში საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლები უფრო ხშირად ითხოვენ რელიგიის ან ეთიკის გაკვეთილებს ცალკე საგნად, რომელსაც რეფორმისტული ეკლესია ან ჰუმანისტური კავშირი უზრუნველყოფს. გერმანიაში რელიგიური განათლება რეგულირდება ფედერაციული მხარეების კანონმდებლობით. თუმცა რელიგიური განათლება ნახსენებია გერმანიის კონსტიტუციაშიც და ის განსაზღვრულია როგორც რეგულარული სასკოლო დისციპლინა. მე-7 მუხლის, მე-3 პარაგრაფში ვკითხულობთ: „განსხვავებით სეკულარული სკოლებისგან, სახელმწიფო (state) და მუნიციპალური (municipal) სკოლების ორდინარული კურიკულუმების ნაწილი მოიცავს რელიგიურ სწავლებასაც. სახელმწიფოს ზედამხედველობით, რელიგიური სწავლება ხორციელდება რელიგიური გაერთიანებების დოქტრინათა შესაბამისად. არცერთ მასწავლებელს არ შეიძლება აეკრძალოს რელიგიის სწავლება“. საინტერესოა, რომ გერმანიაში ყველა სკოლას აქვს ვალდებულება მოსწავლეები უზრუნველყოს რელიგიური განათლებით და ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განაწილებული სახელომწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის. სახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლება. რელიგიური გაერთიანებები კი რელიგიის სწავლების შინაარსზე არიან პასუხისმგებელნი. გერმანიაში „რელიგიური გაერთიანებებში“, ძირითადად, კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიები მოიაზრება. კონსტიტუციის ძალით ხსენებულ ეკლესიებს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ. მაგ., ბრანდენბურგის ფედერალურმა მხარემ ეკლესიების მონაწილეობის გარეშე შექმნა საგანი რელიგიის სწავლების შესახებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო სეკულარული მოსახლეობაა, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში. ამ მხარეში ეკლესიებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ამგვარად შემუშავებული რელიგიური განათლების კონცეპციის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებულ რელიგიის სწავლების პრინციპთან. ისინი ითხოვდნენ მეტ მხარდაჭერას საკუთარი კონფესიური სწავლებისთვის. თუმცა ამ თემაზე სამართლებრივი ხასიათის დისკუსია იმდენად კომპლექსური გამოდგა, რომ უზენაესმა სასამართლომაც კი კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ საკითხზე. გერმანიაში რელიგიური განათლების კუთხით არაერთგვაროვან მდგომარეობას ბერლინის მაგალითი განსაკუთრებით ასახავს. ამ ქალაქში რელიგიური განათლება წარსულში თითქმის არ არსებობდა. თანდათან ზოგიერთ რელიგიურ გაერთიანებას მიეცა სკოლაში შემოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც მცირე დაფინანსებასაც კი ღებულობენ მთავრობისგან. მაგრამ ეს გაკვეთილები სასკოლო საგნებისთვის გათვალისწინებული საათების შემდეგ იქნა მოთავსებული. ბერლინის მულტიკულტურული გარემოს გავლენით ამ ქალაქის სკოლებში არსებობს ასევე გაკვეთილები ისლამისა და ბუდიზმის შესახებ. ათეისტთა კავშირმაც გაუკეთა ორგანიზება მკაცრად სეკულარული ეთიკის შესახებ გაკვეთილებს სკოლებში. ამრიგად, ბერლინის ვითარება საკმაოდ განსხვავებულია გერმანიის სხვა მხარეების მდგომარებისგან და ის ნაკლებად მოდის კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში, მაგრამ ბერლინი საკუთარ თავში პლურალიზმის დინამიკას ასახავს. შვეიცარიაში არავითარი საკონსტიტუციო რეგულაცია არ არსებობს რელიგიურ განათლების შესახებ. განათლების სისტემაზე პასუხისმგებელნი არიან ლოკალური მთავრობები - ფედერალური ერთეულები ანუ კანტონები (შვეიცარიაში სულ 26 კანტონია). ქვეყნის სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რელიგიური ტრადიცია და ისტორია არსებობს. შესაბამისად, თითოეულ კანტონში გვაქვს ან კონფესიური ან არაკონფესიური რელიგიური განათლების მოდელი. მიუხედავად კანტონების განსხვავებული ტრადიციებისა, ბოლო ათი წლის მანძილზე რელიგიური განათლება შვეიცარიის საჯარო სკოლებში საერთო მიმართულებით ვითარდება: სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო რელიგიური განათლების ორგანიზებაში. სახელმწიფო ქმნის კონცეფციას, აწყობს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ქმნის სახელმძღვანელოებს. ზოგიერთ კანტონში შეინიშნება სკოლებში რელიგიის უფრო ნეიტრალურად სწავლების ტენდენციის გაძლიერება. მაგ., ციურიხის კანტონის სკოლების მაღალ კლასებში მანამდე არსებული კონფესიური რელიგიური განათლების მოდელი დღეს შეცვლილია „რელიგიისა და კულტურის“ სწავლებით. ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში კანტონის განათლებაზე პასუხისმგებელი საბჭო შემდეგს აცხადებდა: „დღეს ჩვენ პლურალისტულ, მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც შესაძლებელი უნდა იყოს განსხვავებულ მსოფლმხედველობათა თანაარსებობა. ამგვარი ინტეგრაციისთვის დენომინაციური რელიგიური განათლების მოდელი ძალზედ ვიწროა. ამ საგანმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს სხვადასხვა რელიგიისა და კულტურული ფესვების გაცნობისა“. ბრიტანეთს , როგორც ცნობილია, კონსტიტუცია არ გააჩნია. 1870 წელს დოკუმენტში British Elementary Education Act ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წევრის, ბარონ ქოუფერ თემპლის ძალისხმევით ჩაიწერა შემდეგი ფრაზა: „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. მისი სურვილი იყო საგანმანათლებლო პოლიტიკა თავისუფალი ყოფილიყო ყოველგვარი კონფესიური გავლენისგან და თუკი სკოლებში მაინც არსებობდა ლოცვის წარმოთქმის წესი, ამას ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონოდა, ყოველგვარი კონფესიური კონოტაციისა და კონტექსტის გარეშე. 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის მკაცრად კონსერვატული მთავრობის პირობებში ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია გაძლიერდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავდა რელიგიური განათლების ინტერრელიგიური კონცეპცია, რომლითაც გათვალისწინებული იქნა როგორც ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია, ისე რელიგიური პლურალიზმის მოთხოვნები. ამრიგად, ქვეყანაში ლოკალურ საგანმანათლებლო ადმინისტრაციულ ერთეულებში შედიან ანგლიკანური ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. სწორედ ამ ლოკალურ დონეზე იწერება რელიგიური განათლების კურიკულუმები. რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით შესაბამის საკანონმდებლო აქტში აღნიშნულია: „დიდ ბრიტანეთში რელიგიური ტრადიციები უმთავრესად ქრისტიანულია. ეს კი ასახული უნდა იყოს სილაბუსშიც. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრიტანეთში არსებული სხვა რელიგიების სწავლება და პრაქტიკაც. სილაბუსის მიზანი არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ამა თუ იმ რელიგიაზე მოქცევა და ინდოქტრინაცია“ (Education Reform Act, 1988). ავსტრიასა და ბელგიაში კონფესიური რელიგიური განათლება არ დაიყვანება მხოლოდ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის სწავლებაზე, რადგან ისწავლება ასევე მართლმადიდებლობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი და სხვა აღმსარებლობები. მოსწავლეებს შეუძლიათ არ დაესწრონ რელიგიის გაკვეთილს და მათ ნაცვლად აირჩიონ ალტერნატიული საგნები, მაგ, ეთიკა ან ფილოსოფია. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, სადაც მოსწავლეებს არ აქვთ რელიგიის გაკვეთილებზე (რომელსაც არაკონფესიური ხასიათი აქვს) არდასწრების უფლება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს უფლება ეძლევა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეს. ამგვარი მიდგომით ნარჩუნდება სახელმწიფოს ნეიტრალობა და დაცულია რელიგიის თავისუფლების უფლება. საინტერესოა ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენები რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. 1997 წელს რუსეთის ეკლესია ცდილობდა საჯარო სკოლებში შემოეღო საგანი „რუსეთის მართლმადიდებლური კულტურის ისტორია“. მაგრამ ოპონენტებს მიაჩნდათ, რომ ეს დაარღვევდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯნულობის პრინციპს და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. 2002-3 წლებში ამ საკითხზე დებატებმა მეტი სიმწვავე შეიძინა, როცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვ. ფილიპოვის მხარდაჭერით ა.ვ. ბოროდინამ სახელმძღვანელო „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“ წარმოადგინა. ოპონენტებმა მინისტრი ფილიპოვი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მართლმადიდებელი ეკლესიის ცალმხრივ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. საეკლესიო ხელისუფლებამ და სახელმძღვანელოს სხვა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საბჭოთა პერიოდის მსგავს ანტი-რელიგიურ კამპანიას. საბოლოოდ, მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა (ამჟამინდელი პატრიარქი) შეარბილა ბოროდინას სახელმძღვანელოს კატეგორიული მხარდაჭერა და მასში სხვა რელიგიების შესახებ ინფორმაციის შეტანას დათანხმდა. ამჯერად მუსლიმებისა და იუდეველების მხარდაჭერით აღნიშნულმა სახელმძღვანელომ პოზიციები გაიმყარა. 2007 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ღია წერილი მისწერეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. წერილის ავტორთა აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის „კლერიკალიზაციის“ მაგალითი იყო, რაც წარმოადგენდა კონსტიტუციის დარღვევას. პროტესტი გამოხატეს რუსეთში მცხოვრები იმ რელიგიის წარმომადგენლებმაც, რომელთა სარწმუნოების შესახებაც არაფერი არ იყო ნათქვამი სახელმძღვანელოში. პროტესტანტული ეკლესიები აცხადებდნენ, რომ ეს სასკოლო საგანი დისკრიმინაციულია და „მართლმადიდებლობის პოზიციებს ამყარებს უმცირესობების ხარჯზე“. მათგან განსხვავებით კათოლიკები და იუდეველები ამ ახალ პროგრამას მხარს უჭერდნენ. 2010 წელს განათლების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობდა ახალი საგნის „რელიგიური კულტურებისა და სეკულარული ეთიკის“ შემოღებას სკოლებში. პროგრამის პილოტირება მე-4 და მე-5 კლასელი მოსწავლეებისთვის რუსეთის ფედერაციის 19 რეგიონში დაიწყო. მოსწავლეებსა და მშობლებს საშუალება აქვთ აირჩიონ ექვსი განსხვავებული კურსიდან, რომელიც გულისხმობს რუსეთის ოთხი მთავარი რელიგიის: მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმისა და იუდაიზმის სწავლებას. ასევე კურსებს მსოფლიო რელიგიებსა და სეკულარულ ეთიკაში. მომავალში დაგეგმილია ამ სამწლიანი ექსპერიმენტული პროგრამის გავრცელება მთელს რუსეთის ფედერაციაში. აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების (1791 წ.) თანახმად, „კონგრესს არ შეუძლია მიიღოს, ერთის მხრივ, კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო რელიგიის დადგენას და, მეორეს მხრივ, ასევე კანონი, რომელიც შეზღუდავს აღმსარებლობის თავისუფლებას“. ამ ჩასწორებით ფაქტიურად ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს. ცნობილია, რომ 1962 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლებში ლოცვა და ქადაგება აკრძალა (იხ. საქმე Engel v. Vitale), რადგან ის კონსტიტუციის პირველი შესწორების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. ასევე აიკრძალა გაკვეთილის დაწყების წინ ბიბლიიდან ნაწყვეტების კითხვა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სკოლებში ბიბლიის შესწავლა როგორც ლიტერატურული ძეგლისა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა სკოლამ სასწავლო საგანთა შორის ბიბლიის შემსწავლელი კურსი მაინც შემოიღო, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეთა დასკვნით, ეს არის შენიღბული მცდელობა ბიბლიის ერთი კონკრეტული აღქმის/გაგების სწავლებისა. თუმცა აშშ-ში საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უფლება რელიგიური (ასევე სხვა სახის) კლუბების შექმნისა და სასწავლო საათების შემდეგ მსგავსი კურსების მოწყობისა, რომელზეც შეუძლიათ თუნდაც სასულიერო პირის მოწვევა გაკვეთილის ჩასატარებლად ან ლოცვისთვის ან რელიგიური შინაარსის ფილმების ჩვენებისთვის. მოსწავლეებს ამისათვის შეუძლიათ გამოიყენონ სკოლის შენობის და სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ აშშ-ს კონსტიტუცია არ დაირღვეს, საჯარო სკოლების სასწავლო საათებში რელიგია (მათ შორის ბიბლიაც) უნდა ისწავლებოდეს აკადემიურად, უნდა ხდებოდეს ნებისმიერი რელიგიური იდეის შინაარსისა თუ წეს-ჩვეულების წარმოშობის კრიტიკული კვლევა და განხილვა. სახელმწიფოს ნეიტრალობა დასავლეთის ქვეყნები ნეიტრალობის შენარჩუნებას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი მხოლოდ გარკვეულ რეგულაციებს მიმართავენ ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების სკოლასთან ურთიერთობის დროს. ზოგიერთი ავტორის განსაზღვრებით, რელიგიური განათლებასთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის ნეიტრალობა: პირველი შეიძლება დახასიათდეს, როგორც პასიური სახელმწიფო მოდელი - სახელმწიფო საერთოდ არ ერევა რელიგიურ სფეროში. მეორე კი როგორც რეგულაციური მოდელი - სახელმწიფო თავს შორს იჭერს რელიგიური შინაარსის აქტივობისგან, თუმცა რელიგიური აქტორების ქმედებების რეგულაციას ახდენს. ნეიტრალობის შენარჩუნება, ერთი მხრივ, ამცირებს სახელმწიფოს გავლენას რელიგიაზე და, მეორე მხრივ, რელიგიის გავლენას სახელმწიფოზე. მსგავსი რეგულაცია გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამის კარგი ილუსტრაციაა, მაგ., ზემოთნახსენები ინგლისელი ქოუფერ თემპლის მიერ ჯერ კიდევ 1870 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. ამგვარი ფორმულირება ნაყოფიერი აღმოჩნდა ინგლისის რელიგიური განათლების ისტორიაში. ასევე სიტყვათშეთანხმებამ „არაკონფესიური რელიგიური განათლება“ (ანუ რელიგიის შესახებ სწავლება) მნიშვნელოვნად განაპირობა შვეიცარიის საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალობა რელიგიის სწავლების საკითხის მიმართ. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც კი თანხმდებიან იმაზე, რომ არაკონფესიური რელიგიური განათლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო საზღვრავს საგანმანათლებლო პოლიტიკას, მაგრამ დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ და რა დოზით არის სახელმწიფოს პრეროგატივა კურიკულუმში რელიგიური საკითხების შეტანა და მათი ფორმულირება. დღესდღეობით დასავლეთის ქვეყნებში რელიგიური განათლება მოკრძალებული საგნის სახითაა წარმოდგენილი სკოლებში. სახელწმიფოს შეუძლია დააბრკოლოს ან წაახალისოს რელიგიური გაერთიანებების აქტივობა სკოლებში. რელიგიური განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის რელიგიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ სეკულარული სახელმწიფოები ამჯობინებენ მხოლოდ რეგულაციური ფუნქციებით შემოიფარგლონ და შეინარჩუნონ მშვიდობა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ამ უკანასკნელთ აძლევენ უფლებას ორგანიზება გაუკეთონ რელიგიურ-შემეცნებით გაკვეთილებს საჯარო სკოლებში (როგორც წესი, სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული საგნების დასრულების შემდეგ ანუ დღის მეორე ნახევარში). ამრიგად, სეკულარული სახელმწიფოს სასკოლო განათლების სისტემა ვერ იქნება მიჩნეული ანტირელიგიურად, რადგან გარდა საჯარო სკოლებში დაშვებული არაკონფესიური ხასიათის რელიგიის გაკვეთილებისა (და კონფესიური გაკვეთილებისა საღამოობით), სახელმწიფო ასევე უშვებს კერძო სკოლების არსებობასაც, რომლებიც ამა თუ იმ კონფესიის მიერაა დაფუძნებული (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ სკოლების რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგ., საფრანგეთსა და ნიდერლანდებში). ასეთ კერძო სკოლებს დაფინანსების მიღებაც კი შეუძლიათ სახელმწიფოსგან. რელიგიის სწავლების სტანდარტიზაცია დენომინაციურად ორიენტირებული რელიგიური განათლება უფრო მოსწავლეთა იდენტობის ფორმირებისკენაა მიმართული (რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში, სწორედ რელიგიური იდენტობა იგულისხმება). არაკონფესიური სწავლება კი სხვადასხვა რელიგიის შესახებ ბაზისური და დაბალანსებული ცოდნის, ინფორმაციის მიღებაზეა ორიენტირებული. როგორც იკვეთება, თითოეულ ქვეყანაში სასკოლო რელიგიური განათლება საკუთარ თავში ასახავს ქვეყნის მდგომარეობას რელიგიური მრავალფეროვნებისა და საზოგადოებაში გაბატონებული ტენდენციების მიხედვით. არის თუ არა განათლების მიზანი ბავშვის სულიერ-ზნეობრივი აღზრდა? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ჩნდება მომდევნო შეკითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს ეს სასკოლო განათლების ფარგლებში? ამასთან განათლების უპირველესი მიზანია განსხვავებული რელიგიური მრწამსისა და მსოფლმხედველობის ადამიანების პატივისცემის სწავლება. რელიგია არ გამქრალა ევროპაში, ის სახეცვლილი ფორმით განაგრძობს არსებობას. თანამედროვე ადამიანი შეიძლება არ მიაკუთვნებდეს თავს რომელიმე ინსტიტუციონიზირებულ რელიგიას, მაგრამ ის შინაგანად ხშირად სწორედ რელიგიური რჩება. ამრიგად, რელიგიურობა კვლავ ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელია. დასავლურ საზოგადოებებში არცერთი რელიგია აღარ არის ექსკლუზიურ ვითარებაში საჯარო არენაზე (საჯარო სკოლების სივრცის ჩათვლით). საკლასო ოთახებში პლურალური გარემო მთელი სისრულით მკვიდრდება და სულ უფრო მეტი მასწავლებელი ხდება მგრძნობიარე იმ მოსწავლეებისადმი, რომლებსაც განსხვავებული რწმენა აქვთ. რელიგიის განათლებაზე მომუშავე სპეციალისტთა შორის არსებობს დავა იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი რელიგიური განათლება ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ამ ქვეყნების სპეციფიკური მდგომარეობისა. ფრიდრიხ შვეიცერმა ასეთი საერთაშორისო სტანდარტის განმაპირობებელი 5 მთავარი პრინციპი შემოგვთავაზა: რელიგიის სწავლება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების კრიტერიუმებს (საგანმანათლებლო ხარისხი); რელიგიის სწავლება უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სივრცის ნორმებს (დამხმარე ფუნქცია ზოგადი განათლებისთვის); რელიგიური განათლება უნდა მოიცავდეს ინტერდენომინაციულ და ინტერრელიგიურ სწავლებას, რომელიც შეესაბამება მრავალ ქვეყანაში მზარდად პლურალისტულ მდგომარეობას (დიალოგურობაზე ორიენტირება; მშვიდობისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა); რელიგიის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის უფლებას მიიღოს რელიგიური განათლება (ბავშვზე ორიენტირება); რელიგიის მასწავლებლები უნდა იყვნენ პროფესიონალები და ჰქონდეთ შესაბამისი და მაღალი აკადემიური გამოცდილება (პროფესიონალური სწავლება). შესაძლოა, ეს არ იყოს ამგვარი პრინციპებისა სრული სია, თუმცა ის ძალზედ საჭირო ფუნდამენტია ზოგადი სტანდარტის შესაქმნელად, რომელიც ყველა ქვეყანაში წარმატებით იმუშავებს. ამრიგად, დისკუსია მიმდინარეობს და ის მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს თუ როგორ გაუმჯობესდეს რელიგიის სწავლება სკოლებში, მაგრამ სპეციალისტები ნაკლებად დავობენ უკვე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა საერთოდ რელიგიური განათლება სკოლებში. კვლევები (იხ. REDCo research project, 2008) ადასტურებს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული (ობიექტური) ცოდნა აქვთ მიღებული სხვადასხვა რელიგიაზე, უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვთ მათ შესახებ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რელიგიური განათლება ხელს უწყობს განსხვავებული კულტურებისადმი ინკლუზიური დამოკიდებულების განვითარებას ბავშვებში.
  3. უნდა ისწავლებოდეს თუ არა, თქვენი აზრით? თუ კი, რა სახით და რომელ კლასებში? ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს. ზოგადი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც ტექნიკურებში მათემატიკაა, ისე ჰუმანიტარულებში - ფილოსოფია. უმაღლეს სასწავლებლებში არ ვიცი როგორაა საქმე. ჩემს დროს თსუ-ში სავალდებული კურსი გვქონდა, თუმცა სპეციალობას არ ეხებოდა.