ძებნა
'სისტემის' ძებნის შედეგები.
-
მოკლედ, ნელნელა მივდივარ იმ აზრისკენ რომ თურმე არც ისე საპროტესტო იყო ოჯახის მხრიდან შვილის სატრფოს სელექციაში ჩარევის აქტი. ცხადია, უდავო ჭეშმარიტებად ვერ ჩაითვლება სხვა თაობის, გაგების, ხედვის და გემოვნების ადამიანის შეფასება. თუმცა, ხანდახან გვერდიდან უკეთ ჩანს რაღაცები. ასევე, გამოცდილებაც თავის როლს თამაშობს. ასევე, არის რაღაც ძირეული მარკერები, რომელთა დაიგნორებასაც არ მივყავართ კარგ შედეგებამდე. ხშირად, მხოლოდ ძალადობამდე მიდის ეს გზა, როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ. ადრე არ ვაქცევდი თანმდევ რაღაცებს ყურადღებას, მაგრამ ცარიელი “აუუუ მიყვააარს” აშკარად არ ამართლებს. აშკარად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის გადაეყრები და მითუმეტეს ვისთან დანათესავდები სისხლით. გინდ კაცი და გინდ ქალიც, მანიპულატორი, მოძალადე რო გხვდება არის საშინელება. ან თუ ოჯახში ჰყავს ლოთი, ლუდომანი და ა.შ ესეც დიდ პრობლემას ჰქმნის. ახლა ვუყურე რაღაც ინტერვიუებს და მაგან დამაინსპირირა ჩემო ფუნთუშელებო და კიდევ უფრო დავაფასე ჩემი უსაყვარლესი თავი. აშკარად გადაშენების პირას მყოფი სახეობა ვართ ადეკვატურები, და რთულია ამ ინფორმაციულ ზედოზირებაში არ გავრეკოთ ჩვენც. ამხელა ტირადა კი მოვყევი და დავარეზიუმირე კიდეც, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ გოჭებო? *რამდენად მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებათა სისტემა და რამდენად საკმარისია მყარი კოჰაბიტაციისთვის? * რამდენად ადეკვატურია/გასათვალისწინებელია ოჯახის მხრიდან შეფასება და ჩარევა შვილის არჩევანში? *რამდენად დიდი როლი აქვს მეორე ნახევრის ოჯახს. ღირს ცდა თუ ჩანასახშივე უნდა მოსხიპო ურთიერთობის ტოტი თუკი არ მოგწონს მეორე ნახევრის ოჯახი და მათი ქცევა. ცხადია მატერიალურ ნაწილზე არ დამყავს თემა, თუმცა შეზღუდული არ ხართ ინტერპრეტაციაში ბევრი კი დავწერე მარა ხო იციტ მოკლედ არ შემიძლია. ყველაფერს ვედები. ნაკო არ შემოვიდეს და არ წამიკითხავსო არ დაწეროს თორე არ ვიციი
- 10 replies
-
- ღირებულებათა
- სისტემის
-
(and 4 more)
Tagged with:
-
2021 წელს ტაილანდი რეგულირების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს. ბანკი გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას. დაგეგმილია უცხოური ვალუტით გამყარებული სტაბილური მონეტების დარეგულირება, მაგრამ არა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი. ამისათვის, ბანკმა განაცხადა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი რისკები თავდვე. ბანკის წარმომადგენლები კი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სინგაპურის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებს, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიების მისაღებად საჭირო იქნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა. ასევე სარისკო ოპერაციების შემთხვევაში კლიენტები გაივლიან შემოწმებას ბანკის ანალიტიკოსებთან და მაქიმალურად იქნება თავიდან აცილებული ფულის გათეთრების შემთხვევები და თაღლითობის რისკები. ცენტრალური ბანკის მმართველის, თანაშემწემ, სირიტიდა აიუდჰიმ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბანკი გაითვალისწინებს ბაზრის მარეგულირებლისა და მონაწილეების მოსაზრებებს, სანამ გარკვეულ ზომებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა გააფრთხილა მოქალაქეები Thai Baht Digital-ის შესახებ. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. The post ტაილანდი მარეგულირებელი სისტემის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- ტაილანდი
- მარეგულირებელი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
“აშშ-ს, სტაბილკოინის შექმნით, არ სურს ტრადიციულ ფულად სახსრებზე უარის თქმა”,- განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება მალე დადგეს დრო, როდესაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკურ დოლარს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კომენტარები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს. Bloomberg–ის სტატიის თანახმად, თავმჯდომარის მიმართვა ჩაწერეს და მოგვიანებით შვეიცარიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე წარადგინეს. ღონისძიება ჩაატარა გადასახადებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტმა. თავის მოხსენებაში პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა სხვა ქვეყნის ექვს ცენტრალურ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ერთად შეადგინეს ანგარიში. ანგარიშში სტაბილკოინის სიცოცხლისუნარიანობა სამთავრობო მიზნებიდან გამომდინარე შეაფასეს. ”რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოხსენებაში ხაზგასმული სამი ძირითადი პრინციპიდან ერთ–ერთია ის, რომ სტაბილკოინს მოქნილ და ინოვაციურ გადახდის სისტემაში სჭირდება თანაარსებობა ნაღდ ფულთან ერთად”,- განაცხადა ჯერომ პაულემა. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ჩინეთმა და ბაჰამის კუნძულებმა სტაბილკოინები უკვე შექმნეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სტაბილკოინის საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება. The post აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე: სტაბილკოინის შექმნით დოლარს საფრთხე არ დაემუქრება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- აშშ-ს
- ფედერალური
-
(and 8 more)
Tagged with:
-
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის პროგრამული სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივა ციფრული ვალუტის შესახებ ითვალისწინებს ახალ, ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთხოების სატესტო რეჟიმში გაშევებას. აღნიშნული მიზნად ისახავს ბიტკოინის ქსელის თავდაცვის გაღრმავების კვლევას. ღია წყაროს ინიციატივამ მიიღო მხარდაჭერა კრიპტო ინდუსტრიის ლიდერების მრავალფეროვანი ჯგუფისგან, მათ შორის არიან ქემერონ და ტეილერ უინკლევოსები, MicroStrategy–ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი, Square-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი და ა.შ. პროექტის წარდგენისას აღინიშნა, რომ ბიტკოინმა გრძელი გზა განვლო “ბუნდოვანი კრიპტოგრაფიული სათამაშოდან” სერიოზულ საინვესტიციო ღირებულების მქონე პროდუქტობამდე, რომელიც უზრუნველყოფს 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბრუნვას თითქმის ყოველწლიურად. აღნიშნული ინიციატივის განხორცილებისას კი მრავალი სამუშაო საათი იქნება დახარჯული ახალი უსაფრთოხების პროტოკოლების მშენებლობასა და გადამოწმებაში, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნას. ახალი ინიციატივის ფინსური საჭიროებები გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე. განცხადების გმოქვეყნებისთანავე Coinshares-მა შემოწირულობების ფონდში 500,000 დოლარი გადარიცხა. The post მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის პროგრამული სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- მასაჩუსეტსის
- უნივერსიტეტი
-
(and 5 more)
Tagged with:
-
ჰესტერ პირსი: მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობა აუცილებელია
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
მარეგულირებლის კომისარი ჰესტერ პირსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მკაფიო წესები ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ისეთი კომპანიების აქტიურობა, როგორიცაა Tesla და Mastercard-ი. ჰესტერ პირსმა მედიასთან ინტერვიუს დროს განიხილა კრიპტოვალუტის მიღების შედეგები. ეს განხილვა მოჰყვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ მატებას. მას შემდეგ, რაც ელონ მასკის კომპანია, Tesla–მ ბიტკოინის გადახდის ფორმად მიღების შესახებ განაცხადა სულ უფრო მეტმა კომპანიამ, მათ შორის აშშ-ს უძველესმა ბანკმა, BNY Mellon-მა და გადახდის გიგანტმა Mastercard–მა განაცხადეს, რომ აპირებენ კრიპტო მომსახურების დანერგვას. ”ეს კიდევ უფრო აჩქარებს იმ პროცესს, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ამ სფეროში, რათა უფრო მეტი სიცხადე გვქონდეს”, – აღნიშნა კომისარმა. კრიპტო საზოგადოებაში ჰესტერ პირსი მუდმივად ემხრობოდა მკაფიო კრიპტო მარეგულირებელი სისტემის არსებობას. ის ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარებულიყო. ჰესტერ პირსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ახალ პერსპექტივისკენ ხსნის გზას. The post ჰესტერ პირსი: მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობა აუცილებელია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.