Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სიმენსები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ევროპის უდიდესი ინდუსტრიული მწარმოებლის – SIEMENS-ის პირველი ნაბიჯები მჭიდროდ უკავშირდება კავკასიის ერთ პატარა ქვეყანას – საქართველოს. გერმანული კონგლომერატის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებს და ძმები სიმენსების საოცარი მიღწევებით იწყება. სწორედ მათ გამოიგონეს პირველი რეგულატორი ორთქლის ძრავისთვის. სიმენსების სახელს უკავშირდება პირველი ელექტრული რკინიგზისა და ლიფტის შექმნაც. კომპანიის უდიდესი პროგრესი კი ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნით დაიწყო. Wikipedia / Siemensსიმენსების ოჯახი ქალაქ ჰანოვერის მახლობლად, ლენთეში, ცხოვრობდა. ქრისტიან სიმენსი ფერმერი გახლდათ, რომელმაც ვაჟები წარმატებულ ინჟინრებად და ბიზნესმენებად გაზარდა. კომპანია SIEMENS სწორედ მისმა უფროსმა ვაჟმა ვერნერმა მეგობართან – იოჰან ჰალსკესთან ერთად, 1847 წელს დააარსა. იმხანად იგი ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახლდათ და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობდა. კომპანიის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ ვერნერის ძმები და სხვა ნათესავებიც. SIEMENS-ის განვითარებას ბიძგი მისცა დიდი ოდენობის შეკვეთებმა რუსეთიდან. კომპანიამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი სატელეგრაფო ხაზი გაიყვანა, მათ შორის, პეტერბურგიდან ცარსკოე სელომდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კუნძულ კრონშტადტიდან გამომავალი წყალქვეშა კაბელიც. ამის წყალობით SIEMENS-მა ერთმანეთს უამრავი ქალაქი დაუკავშირა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კომპანია ძირითადად ამიერკავკასიაში, კერძოდ თბილისში, საქმიანობდა. მისი ერთ-ერთი პირველი ფილიალიც სწორედ აქ გაიხსნა. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დედაქალაქის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლის როლი. კომპანია საექსპორტო საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდა ფოთისა და ბათუმის პორტებს. 1858 წელს SIEMENS-ის დახმარებით გაიყვანეს ამიერკავკასიის პირველი ტელეგრაფი – თბილისი-კოჯორი. ორი წლის შემდეგ მას თბილისი-ქუთაისი-ფოთის ხაზიც დაემატა, ხოლო 1862 წელს უკვე თბილისი-მოსკოვის ტელეგრაფს ჩაეყარა საფუძველი, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ილია ჭავჭავაძეც. მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპასთან ტელეგრაფით დაკავშირება. მომავალში თბილისი ტელეგრაფით ბაქოს, ერევანსა და სპარსეთის ქალაქებსაც დაუკავშირდა. 1881 წელს სიმენსების ხელმძღვანელობით დასრულდა ყველაზე გრძელი სახმელეთო ხაზის – ლონდონი-კალკუტას ტელეგრაფის მშენებლობა. ერთ-ერთი ძმა კარლ სიმენსი თავად იყო ჩამოსული საქართველოში შავ ზღვაში გასატარებელი წყალქვეშა კაბელის ჩამოსატანად. ინდოეთის ტელეგრაფმა მსოფლიოს 35 ქვეყანა დააკავშირა ერთმანეთთან. კომპანიის დამფუძნებელი ვერნერ სიმენსი საკუთარ მოგონებებში დეტალურად აღწერს შავ ზღვაში მუშაობის პროცესსა და ქართული კულტურისა და საზოგადოების გაცნობით მიღებულ შთაბეჭდილებებს. Siemensსაინტერესოა, რომ ვერნერის ძმები, ვალტერი და ოტო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი წლების განმავლობაში თბილისში პრუსიის კონსულის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი იმას, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატელეგრაფო მოწყობილობით გადაიცემოდა დეპეშები ევროპასა და ინდოეთში. ძმების ღვაწლი მაშინდელი საქართველოს ინდუსტრიულ პროგრესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვარაუდობენ, რომ ორივე მათგანი დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიაზე დაკრძალეს, თუმცა, ამჟამად მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. The post სიმენსები და საქართველო appeared first on BusinessFeed.