Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საქართველოზე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, პოლიტიკის საკითხებში, მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის აკნდიდატურა დაამტკიცა. ცნობისთვის, ნულანდი 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში. = ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში ბრუნდება. მანამდე, 2013-2016 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა. ამ რანგში ის საქართველოს 2013 წლის დეკემბერში, ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. ეს მოიცავდა ვიზიტებს ბელგიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდმა თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან; საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „საქართველო არის ძლიერი, წინ მიიწევს და ძალიან ძლიერ პროგრესს მიაღწია NATO-სთვის მომზადების საქმეში“, - ნულანდი მაშინ აცხადებდა, რომ თბილისიდან ვაშინგტონში ეს გზავნილი წაიღო. თბილისიდან ამერიკელი დიპლომატი რუსეთში გაემგზავრა. მან განაცხადა: „საქართველოს საკითხი ყოველთვის წამოიწევა ხოლმე, როდესაც „ჩვენ მოსკოვში ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვესაუბრებით“. „გზავნილი იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ სწორი ურთიერთობა ორ მეზობელს შორის და გვინდა რომ ვიხილოთ მეტი პროგრესი ოკუპაციის და ე.წ. საზღვრის მოწყობის საკითხის მოსაგვარებლად, რაც ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ნულანდი თბილისში 2015 წლის თებერვალშიც იმყოფებოდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში. ის საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მოუწოდა საქართველოს, რომ 2015 წელი, რეფორმების დაჩქარებისთვის გამოიყენოს. ამერიკის დელეგაცია იმჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, თქვენი დემოკრატიული კურსის, ევროპული გზის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განუცხადა ნულანდმა ჟურნალისტებს. NATO „ჩვენ ახლა ვმუშაობთ NATO-ს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე და თქვენ ამ მხრივ ამერიკის სერიოზულ როლს დაინახავთ“, - განაცხადა ნულანდმა. ეკონომიკა „ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებაზე; მე ასევე ვისაუბრე ოპოზიციასთან რეფორმების კუთხით მათი იდეების შესახებ - ეს ის სფეროა, სადაც მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა შეძლონ გაერთიანება, რათა მხარი დაუჭირონ ძლიერ ზრდას და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. კანონის უზენაესობა „რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის კუთხით არსებული კლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიის, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერება და საქართველოს შეუნარჩუნდეს პოზიტიური კურსი. მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პროკურატურის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა განახორციელოს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „იზრუნოს მომავალზე, ინსტიტუციონალურ, სტრუქტურულ რეფორმებზე და უზრუნველყოს, რომ სრული გამჭირვალობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები იქნას დაცული იმ საქმეებში, რომლებიც ახლა სასამართლოებში განიხილება“. „თქვენი დემოკრატია თქვენი უდიდესი დაცვაა გარე ჩარევისგან; ეს ასევე საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმა წარმატებული იქნება, რომ პოლიტიკა ცივილიზებული დარჩება. ამრიგად, ზოგადად ჩვენი გზავნილი ეხებოდა ერთობას, წინსვლას და 2015 წლის გამოყენებას რეფორმების, მუშაობის დაჩქარებისთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ეხებოდა იმას, რომ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, ერთად უნდა იმუშაონ თქვენი დემოკრატიისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, - განაცხადა ვიქტორია დულანდმა და დაამატა: ამერიკა ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია და ჩვენ ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ (2013 წელს) ეუთოს ძალისხმევის გაორმაგებაზეც ისაუბრა საქართველოს, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის ხალხის დასახმარებლად, როდესაც ეუთოს მინისტერიალზე გამოვიდა სიტყვით. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია ბოლო დროს გართულდა მავთულხლართების გაბმის გამო. „საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაძლიერება, რათა დავეხმაროთ ქართველ და მოლდოველ ხალხს და ყურადღება მივაქციოთ მთიან ყარაბაღს“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა. რუსეთზე მისი ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, „ვერ მოიპოვებ ნდობას, თუ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავ, ამიტომაც როდესაც ქვეყანა უარყოფს, რომ მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს, არ იქნება ნდობა. რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს“. ნულანდი 2014 წელს, უკრაინის მოვლენების დროს კიევში ჩავიდა და ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ოპოზიციის წევრებს შეხვდა. იანუკოვიჩმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ოპოზიციასთან დიალოგს და კომპრომისს უჭერს მხარს. ვიქტორია ნულანდი მანამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მოსკოვს მოუწოდა, გამოეყენებინა საკუთარი გავლენა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. არქივში იძებნება კადრები, როდესაც ვიქტორია ნულანდი კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზეც მივიდა და აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს ჩაი და ნამცხვარი მიუტანა. ცნობისათვის, 1988-1990 წლებში მუშაობდა მონღოლეთის ქალაქ ულან-ბატორში და დაკავებული იყო საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკითხებით. 1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელლმძღვანელობით მუშაობდა რუსეთის, მისი მეზობლების და NATO-ს გაფართოების საკითხებზე. 2000-2003 წლებში NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. 2005 წლიდან 2008 წლამდე NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო. ნულანდი აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად კი ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მუშაობდა, შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. 2019 წლის მაისში, რუსეთმა ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ განუცხადეს, რომ ნულანდი შეყვანილია „შავ სიაში,“ რომელიც მოსკოვმა აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ შეადგინა. ვიქტორია ნულანდმა რუსეთის ვიზა, მოსკოვში, დახურულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის ითხოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთი ბრაიზას განცხადებით, ვიქტორია ნულანდს დიდი გამოცდილება აქვს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის მიმართულებით, ასევე NATO-სა და რუსეთის საკითხების კუთხით. მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან საუბრისას, კიევში ნულანდის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ის ბრწყინვალე მოაზროვნე და მომლაპარაკებელია“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.
  2. საქართველოში განვითარებული და მიმდინარე მოვლენების შესახებ, აშშ-ის დედაქალაქში საჯარო დისკუსიები გრძელდება. წარმომადგენლობითი იყო დღეს, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ წარმართულ დისკუსიაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიეტვუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ანალიტიტიკოსები მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან, ასევე თავად ვაშინგტონიდან. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მეგობრებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, ნათელი გახდა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის „საშიში მომენტი“ იყო. „ვაშინგტონი სავსეა საქართველოს მეგობრებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგია. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის ამერიკელი ოფიციალური პირების, კონგრესმენების, ანალიტიკური წრეების რეაქციის მიზეზი, როდესაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ. ვფიქრობ, გზავნილები ინტენსიური იყო, როგორც საჯარო, ასევე პრივატული. ჩვენ გვყავს ღირსეული ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც მისიის შესრულების პირველივე დღიდან ჩაერთო მოვლენებში, ხელს უწყობდა ფასილიტაციას, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენი როლი კულისებს მიღმაა, - ვცდილობთ ქართველი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ წინ მიმავალი გზის საერთო წესებზე. ვფიქრობ საქართველოს მეგობრებისთვის ნათელი გახდა, რომ პროცესი, რაც ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების კულმინაციით დასრულდა, საშიში მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ სულისკვეთებით, ჩვენ საჯაროდ და პირადად მოვუწოდეთ დაუბრუნდნენ დიალოგს. და ვფიქრობ, ეს არის გზავნილი მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, იმის გათვალისინებით, რომ მთავრობას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია - დაიცვას დემოკრატიული ნორმები, ჩაერთოს პასუხისმგებლიან დიალოგში დაძაბულობის დეესკალაციისთის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად“ - განაცხადა კენტმა. ლიეტვუის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო ერთგვარი ტესტია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის. პავილიონისი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. თქვას, რომ „დემოკრატია მნიშვნელოვანია“. ლიეტვუელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს და ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. „გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი - ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგიერთ ჩვენს ევროპელს მეგობარს, ვინც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ამის ფასს ვიხდით. მე ყურადღებით ვუსმენდი სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო კომიტეტის მოსემანზე, იცავდა საქართველოსთვის ნატოში წევრობის იდეას. ასე რომ, თუ 12, 13 წლის შემდეგ ვსწავლობთ ჩვენს შეეცდომებზე, მოდით გამოვასწოროთ ისინი. ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. და მეორე გაკვეთილი რაც უნდა ვისწავლოთ ისაა - ვიყოთ უფრო მკაცრები დემოკრატიის კუთხით. ახალმა ადმინისტრაციამ შთააგონა მთელ რეგიონს, რომ დემოკრატია დაბრუნდა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი თქვენი პოლიტიკისთვის. დროა დიდმა ვაშინგტონმა თქვას - დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდით ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა მთავრობაშია. ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა, რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავროს. ორ კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან და ეს მანამდე უნდა მოხდეს“ - განაცხადა პავილიონისმა. ჯორჯ კენტი მიიჩნევს, რომ უახლოს ორ კვირაში, სახელმწიფო მდივინის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მოლოდინი არარეალურია. ის აცხადებს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს, კვლავ აქვს უამრავი შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პოზიტიური როლი შეასრულოს - საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატებისა და ელჩების საშუალებით. „ვფიქრობ უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამერიკისთვის, გააგრძელოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ მაშინ, როცა ახალი ადმინისტრაციის დროს, ამერიკის გარეთ არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, არარეალურია მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სწრაფი ვიზიტი შედგეს - ვაშინგტონიდან თბილისში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ - ამერიკასა და ევროკავშირს, შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილზე. ჩვენ იქ გვყავს ელჩები, რომლებიც მხარეებს შორის დიალოგის გამარტივებას უწყობენ ხელს“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ. დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ „თითქმის ხელოვნურადაა“ შექმნილი. “ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა, განსაკუთრებით დემოკრატიზაციის მხრივ. ახლა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა პანდემია. ასევე თითქმის ხელოვნურად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რეალურად ოპოზიცია უძღვება. მიუხედავადყ ამ გამოწვევებისა, მიუხედავად პანდემიისა, აღსანიშნავია ამ გამოწვევების მიმართ საქართველოს გამძლეობა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, კვლავ მაღალ პოზიციებზე რჩება ინვესტიციების ჩადების კუთხით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი დაიწყო და განაგრძობს პროვოკაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის“ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. ხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ აზრზე იყვნენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იღებს, პოლიტიკური კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვმა დაიკავა. “კრიზისი ნამდვილად არ შექმნილა გუშინ ან გუშინწინ. ის ბევრად უფრო ადრე დაიწყო, 2019 წლის ივნისში, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში მიიწვია. მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის თავმჯადომარეც, ნიკა მელია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დააკავა ბრალდების საფუძველზე, რომელიც 20 ივნისის დემონსტრაციას უკავშირდება. „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ შეასრულა საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, სრულად პროპორციულ საარცევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. არ შესრულდა რვა მარტის შეთანხმება, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი იყო, დამოუკიდებელი ტელევიზიის დამფუძნებელი კი კვლავ ციხეშია. სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია კრიზისი და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, თავად ბოიკოტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. სამადაშვილი განმარტავს, რომ სკეპტიციზმის მიზეზი, ოპოზიციის შესაძლო დაზიანება იყო და არა ის, რომ ეჭვი ეპარებოდა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაში. „მაგრამ, ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, ვფიქრობ ყველა დაარწმუნა, რომ ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო“ - აცხადებს სამადაშვილი.