Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საბჭოს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. საქართველომ „წინ უნდა წაწიოს მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც საარჩევნო და სასამართლო სისტემებსაც უნდა მოიცავდეს“, – განაცხადა ჟუზებ ბორელმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა არა მხოლოდ ხელს უწყობს ძლიერ დემოკრატიას, არამედ ინვესტორებსაც იზიდავს, რასაც შედეგად ეკონომიკური ზრდა მოყვება“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ „საზოგადოების ნდობის მოპოვების მიზნით, საქართველომ უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით აღებული ვალდებულებები, მათ შორის, განახორციელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის რეფორმა“. ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟუზებ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს დელეგაციას კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა ოლივერ ვარჰეიც, ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში. პრესკონფერენციაზე ჟუზებ ბორელმა თქვა, რომ ასოცირების საბჭოს წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის „მნიშვნელოვან მომენტში“, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების ფონზე იმართება და რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საერთო ენა უნდა გამონახოს“. დიპლომატი საქართველოს პოლიტიკური კრიზისში ევროკავშირის მედიაციის საკითხსაც შეეხო. ბორელის თქმით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი „მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის და იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც“. „ნება მომეცით, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოსავლის მოძებნაში მმართველ პარტიას და ხელისუფლებას აკისრია“, – განაცხადა ბორელმა და ამასთან, ოპოზიციის გასაგონადაც დასძინა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ უწყობს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „საქართველოს მზადყოფნა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, როგორც ძლიერი, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი“. „საქართველო დემოკრატიის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს არასტაბილურ გეოპოლიტიკურ რეგიონში“, – განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის რეფორმების „რთული, თუმცა მნიშვნელოვანი გზა“ გაიაროს. მან აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება, 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობა მოითხოვოს, „ძლიერი მოტივაციაა ჩვენთვის, ყველა საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა განვახორციელოთ“. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორი კვირის წინანდელი სტუმრობა თბილისში „ევროკავშირის საქართველოსადმი ერთგულების მკაფიო ნიშანია“. მისივე თქმით, საქართველოს „ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარების საქმეში. „საქართველო ევროკავშირისთვის კარიბჭეა აზიისკენ. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ, როგორც ევროპის ალტერნატიულმა სატრანსპორტო კვანძმა და ენერგომარშრუტმა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მან „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ საკითხიც განიხილა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიებში ორგანიზაციის ჩართულობის „სასიცოცხლო მნიშვნელობასაც“. ბრიფინგზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც ისაუბრა. „თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმების ტემპი შეინარჩუნოს და ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება განაგრძოს“, თქვა ვაეჰეიმ. იგი მიესალმა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომის კანონმდებლობის დარგში ქვეყნის მიღწეულ პროგრესს, თუმცა ქვეყანას სასამართლოს სისტემისა და კანონის უზენაესობის შემდგომი რეფორმების გატარებისაკენაც მოუწოდა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, ევროკომისარმა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ქვეყანას უნდა დაეხმაროს ისეთი გამოსავალი გამოძებნოს, რომელიც კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი იქნება. „ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ამას უნდა დავეფუძნოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ევროპაში საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია მოახდინოს. „ჩვენ უფრო დიდი და უფრო ხელმისაწვდომი ხიდები უნდა ავაშენოთ საქართველოს და ევროპას შორის, განსაკუთრებით როცა საქმე შავ ზღვაზე, როგორც სავაჭრო მარშრუტზე, წვდომას ეხება“, დასძინა მან. ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან და ვარჰეისთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე, რუსულ ოკუპაციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა ევროკავშირის მედიატორი თბილისში ვიზიტს ახანგრძლივებს ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ქრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
  2. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა ტრეფიკინგის საკითხებში (GRETA) რიგით მესამე ანგარიშში ცნობად მიიღო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა „მსხვერპლთა იდენტიფიცირების გაუმჯობესებისა და სისხლის სამართლებრივი რეაგირების გაძლიერების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი. 16 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულებასაც აფასებს. აღნიშნავს რა, რომ „საქართველო დიდწილად ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმომავლობის ქვეყანაა და ნაკლებად, ტრანზიტისა და დანიშნულების“, ანგარიში ამბობს, რომ 2015-2019 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ სულ 66 მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა. „2018 წლამდე, იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა ქალი იყო, რომელთა ტრეფიკინგიც სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით განხორციელდა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, 2019 წელს იდენტიფიცირებული ყველა მსხვერპლი ქართველი ბავშვი იყო – მათგან 23 გოგონას სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებას, ხოლო ორ ბიჭს და ოთხ გოგონას მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა „გააძლიეროს ძალისხმევა“, რათა აღკვეთოს ბავშვთა ტრეფიკინგი და მეტი ყურადღება მიაქციოს უკანონო საქმიანობასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას შორის კავშირს. დოკუმენტის თანახმად, წინა შეფასების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები „ადამიანთა ტრეფიკინგის დანაშაულებისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებას უზრუნველყოფს“. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის იდენტიფიცირების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზარდა; ასევე გაიზარდა შრომის ინსპექტორების რაოდენობა, რომელთაც სათანადო მომზადება გაიარეს. მართალია, ანგარიში აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდა, ის შეშფოთებას გამოხატავს შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად არსებული „მაღალი ზღვრის“ გამო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2015-2018 წლებში 80 გამოძიება ჩაატარა და მხოლოდ 15 პირი გასამართლდა. „შრომითი ექსპლოატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევების გამო არავინ გასამართლებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეების გადაკვალიფიცირება სხვა ისეთ დანაშაულებში, რომელთაც უფრო მსუბუქი სასჯელი მოჰყვება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის მხოლოდ სამმა მსხვერპლმა მიიღო კომპენსაცია სამოქალაქო სარჩელების მეშვეობით და მხოლოდ ერთ სასამართლო განაჩენს მოჰყვა დამნაშავეთა ქონების კონფისკაცია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა წვდომას კომპენსაციაზე“.