Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'რომელიც' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. უახლესი ვერსიით, პანგოლინი არის ის ცხოველი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანებზე გადამტანად სახელდება. მასზე კანონიერი გზით ნადირობა აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერების მიერ პანგოლინის ტრეფიკინგი ხშირია ჩინეთში, რადგან ეს ცხოველი იქ დელიკატესად ითვლება და არატრადიციულ მედიცინაშიც გამოიყენება. ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე. პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული. პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან. ფოტოები: National Geographic წყარო: INDEPENDENT, INTERMEDIA
  2. როგორც ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს არ შემიძლია არ ავღნიშნო ქართველი ხალხი მასობრივი გამოთაყვანება. ვაკვირდები სოციალურ ქსელში კომენტარების ველს და სამწუხაროდ ვხედავ უღარიბეს ინტელექტს რომელშიც არ იკითხება ჩანასახი შემოქმედებითი აზროვნების, კრიტიკის, გონიერების. თითქოს ხალხი მასობრივად იმეორებს ერთი და იგივე დაბეჭდილ შაბლონურ პარადიგმებს, მხოლოდ სახელი და გვარი, გარეგნობა და სქესი განსხვავდება. გადახედეთ რელიგიის, პოლიტიკის და თუნდაც მეცნიერების სტატუსებს თქვენ გაგიქრებათ ყოველგვარი ოპტიმიზმი. ერთის მხრივ საყოველთაო აბსურდული აღფრთოვანება რელიგიური პირებისადმი, მინაწერებით "ამინ!" მეორეს მხრივ ჩლუნგი აგრესია სიბრიყვის მიმართ ცინიზმის, თითქოს გეუბნება "შენ ვინ გკითხავს მაცალე სიბრიყვე". მკითხავს ბიჭო, მკითხავს იმიტომ რომ შენთან ერთად ვაკეთებთ ამ ქვეყანას! გადახედავთ პოლიტიკას იქაც ხატები და ბელადები, გახარიას სელფიზე ათრთოლებული გულები. რატომ, თვალი ჩაგიკრათ? მაკოს ჭირი სხვისი ჭირია? "ღმერთის ტოლა" კაცი ბიძინა, რომელსაც ხეები გადააქვს და მისი დამცველები, ან მუდამ ჩამოსული მაგრამ ვერ მოსული მიშა სააკაშვილი, ბოლო სუპერსტარი ვარლამ გოლეთიანია, რომელმაც პროტესტში რელიგიური საკითხებიც ჩართო ცოტა ანტილიბერალიზმიც გაურია და გადარია ყველა! ლექსები, სადრეგრძელოები, ლოცვები მიუძღვნეს, ზოგმა ქრისტესაც შეადარა, არათუ თუ შეადარა, ამჯობინა კიდეც! სამწუხარო ტენდენცია ახასიათებს ლიტერატურას და კინოს, სპორტს, აქაც განა შინაარსა და ფორმაზეა აქცენტი არამედ პიროვნებებზე, ეს აბსურდული გაფეტიშება პოეტების, მწერლების მსახიობების სპორტსმენების თითქოს რომელიმე ვაცლავ ჰაველი, ან მაჰათმა განდი იყოს. მათი წვილი კულტურული კაპიტალის დაგროვებაში შინაარსშია და არა პიროვნებაში, ხოდა რა საჭიროა ეს თრთოლვა?! ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო მაინც მეცნიერების ბლოგია, ილონ მასკზე მიძღვნილი სტატუსების კომენტარები წაიკითხეთ, "სატანა", "აქ ვერ ეტევი იქ რა ჯანდაბა გინდა?!"... ბილ გეიტსის ინტერვიუ გამოქვეყნდა გამონაბოლქვის კონტროლზე და ქართველი იუზრების აბსოლუტური უმრევლესობა: "სატანა";"პანდემიას კი არა სამყაროს მოუღებს ბოლოს ღმერთო დაგვიფარე";"სატანის ნაშიერი";"ჯანდაცვაში ხო აფათურა თავისი ბინძური ხელები და შემოგვახვია კოვიდ პანდემია ეხლა გარემო დამცველად უნდა მოევლინოს მსოფლიოს რას გვიმზადებს ნეტა ეს სატანა ანტიქრისტეს ველოდებით და ამ კაცის სახითქრი მოვლენილი მგონი კეფა შეუმოწმოს ვინმემ ნეტა"; სადღაც დიდი აფეთქების თეორიაზე დაიწერა, გადაავსეს რელიგიური მრაკობესიით, არც ერთს ესმის მეცნიერული ენის. სარისკოა ევოლუციის თემაზე სტატუსის კომენტარების ჩაკითხვა, თქვენ წაიკითხავთ განსვენებული მეცნიერის პირდაპირ გინებაას, რომელიც "ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში ვინც მაიმუნისგან წარმოიშვა". საზოგადოებაში პოპულარულია კონპირაციული თეორიები, როგორიცაა მასონები გვმართავენ, ამერიკა გვიპყრობს; ID ბარათებში ჩადებული მხეცის ნიშანი; კოვიდ პანდემია როგორც კაცობრიობის გამოხშირვის შეთქმულება; სიცხის გაზომვა როგორც დაჩიპვაზე საზოგადოების შეგუების მცდელობა...მახსენდება ერთი კვლევა რომელიც ამტკიცებდა რომ ადამიანი რომელიც დარწმუნებულია კონსპირაციულ ბულშიტებში ინტელექტის დონე დაბალი აქვსო, ანუ კვლევა ამტკიცებდა რომ მიზეზი განა ინფორმაციონალიზაციაა, რამაც ადამიანი დააბნია, არამედ ინფორმაციონალიზებულ სისტემებს დაბალი ინტელექტის გონება მიზეზ-შედეგობრივად ვერ აღიქვამს და კოგნიტური დისონანსის დაძლევას გამარტივებული თეორიებით ახერხებსო, კონსპიურაციული ბულშიტი ფსიქიკის დამცავი მექანიზმიაო. ხოდა მე ვკითხულობ რატომაა ქართველი ერი ინტელექტუალურად ჩამორჩენილი? PISA კვლევის შედეგების მიხედვით 79 ადგილი გვიკავია და მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ნება მიბოძეთ და ეჭვი მინდა შევიტანო კვლევის შედეგებში. ჯერ ერთი რომ ქართულ აკადმიურ სივრცეში საბჭოთა კავშირის დროსაც მეცნიერული ნოუ ჰაუს მცოდნე მეცნიერები ცოტა გვყავდა და ბევრი "მეცნიერი" უბრალოდ სოციალური კაპიტალის მქონე კოლორიტი პიროვნება იყო რომელმაც გაიჩალიჩა საკანდიდატო, თქვენს საცხოვრებელ სახლში ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ნივთს რომელიც ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილია. მეორეც, წაკითხულის გაგებაში ბოლო კვლევების მიხედვით ქართველი სკოლის მოსწავლეები ყველაზე ცუდ შედეგებს აფიქსირებენ, რაც შეეხება მათემატიკას აქ კიდევ უფრო კატასტროფულად გვაქვს საქმე, მასწავლებლების 80% საგნის გამოცდებს ვერ აბარებს, ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო მარტივ გზას ეძებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა კვლიფიკაცია რაც შეიძლება ბევრ პროფესიას კრეფდეს რომ დასაქმება გამარტივდეს. რაც შეეხება IQ ტესტებს, საქართველოში მასობრივად არასდროს ჩატარებულა და ჩვენი სავარაუდო კოეფიციენტი გამოყავთ აზერბაიჯანის და სომხეთის მონაცემებზე ვარაუდის მიხედვით. ანუ PISA-ს შედეგი არის ზედაპირული, არასიღრმისეული და ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით შეკოწიწებული სპეკულაცია. ჩემი აზრით ქართველი ერის დაბალი ინტელექტი გამოწვეულია კულტურული თვითკმარობის ილუზიით. საზოგადოებამ შექმნა ხატები და თაყვანისცემის ობიექტები რომელიც ღრმად ისტორიულ არქეტიპებშია და ჰგონია რომ ისეთი რამ ესმის რაც სხვებისთვის დაფარულია და გაუგებარია, ეს არის დიდი სიბრძნე რომელიც ჩვენ გაგვეხსნა. ასეთი არქეტიპებია, დავით აღმაშენებელი, სტალინი, ქართული სუფრა, ქართული მართლმადიდებლობა, კაცური კაცობა, ქურდული გაგება... ამ და კიდევ სხვა მრავალმა არქეტიპმა შეგვიქმნა ილუზია რომ არაფერი არ უნდა შევცვალოთ, ნამოხვან ჰესის ხეობის დაცვაც სწორედ ამ თვითკმარობის ილუზიიდან მოდის__ხეობა რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო და პატარა ქოხიც არ იდგა შეუძლია გამოიმუშაოს ელექტროენერგია და დაასაქმოს 2000 ადამიანი, მაგრამ ეს ხომ მიჩვეულ ჰარმონიას არღვევს, სწორედ ცვლილების შიშია არის ქართველთა გამოთაყვანების მიზეზიც. ყველაზე ცუდი კიდევ ისაა რომ ქართველი ერი გაუნათლებელ ადამიანზე ზეწოლას არ ახდენს, რადგან გაუნათლებელ ადამიანს თავისუფლად შეუძლია თავი დაიმკვიდროს, ოჯახიც შექმნას და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც იშოვოს, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი განათლება როგორიცაა "კაცური კაცობა", სწორედ ეს არის თვითკმარობის ილუზია, სწორედ აქედან მოდის ჩვენი ლპობაც! ქართული ეკონომიკა თითქმის არაფერს აწარმოებს ჩამოეკიდა ტურიზმს, პანდემიამ ისიც მოგვიკლა და ველოდებით ელექტროშოკით მომაკვდავის მოსულიერებას. როგორ შეიძლება ეშველოს ქართველი ერის ინტელექტს?__ ჩემთვის განათლება განა ფაქტების დამახსოვრება, არამედ კრიტიკული გონებაა. ადამიანი რომელიც აზროვნებს და იცის გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენება ის განათლებულია. შესაბამისად ქართველი ერის ინტელექტს ეშველება თუკი აზროვნებას ვასწავლით. აუცილებლად უნდა განათლების სისტემაში პრიორიტეტები და სკოლა უნდა ფოკუსირდეს საბუნებისმეტყველო მეცნერებათა შესწავლაზე: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია. ამ საგნებში უდნა ჩაიდოს ყველაზე დიდი თანხა რომ მოხდეს არა უბრალოდ წიგნებიდან დაზუთხვა არამედ სკოლებში შეიქმენა სასწავლო ექსპერიმენტების ჩატარების პირობები, წაიყვანონ ახალგაზრები ობსერვატორიაში(მართალია აღარ გვაქვს, ხოდა უნდა შევქმნათ, ახალი გავაკეთოთ აბასთუმანში!!!). მათემატიკის შესწავლა უდნა დაუკავშირდეს, ფიზიკას, და ასტრონომიას რომ ბავშვებმა მიხვდნენ ამ უნივერსალური ენის მნიშვნელობა და გაიგონ როგორ მუშაობს მათემატიკა კოსმოსური ობიექტების ახსნაში. აუხსნან როგორ გამოიყურება დიდი აფეთქების თეორია ორიგინალში. აუხსნან ფარდობითობის თეორია ისევ მათემატიკური ენით. შეიცვალოს ლიტერატურის შესწავლის მეთოდიკა. ასწავლეთ რუსთაველი კი ბატონო, დააზეპირებინეთ თუ გინდათ ესეც არაა ცუდი, მაგრამ აუხსენით რაზეა ეს შედევრი, რომ მასში სოფიზმია, რომ მასში ეროტიკაა, რომ მასში არის ისეთი სიყვარული რომელიც მე 12 საუკუნეში არავინ იცოდა, არავინ!!! იცით თქვენ რომ სიყვარულით ოჯახის შექმნა მეოცე საუკუნის მოვლენაა? გადაამზადეთ პედაგოგები არ ესმით რას ასწავლიან და იმიტომ! ასწავლეთ შუშანიკის წამება როგორც პირველი ნაწარმოები გენდერულ უთანასწორობაზე, ასაუბრეთ ბავშვები უფლებრივ უთანასწორობაზე, შეეშვით რელიგიურ მრაკობესიას! ასწავლეთ ილიას შემოქმედება როგორც ქართველი ერის სოციოლოგია, იმიტომ რომ სულმნათმა ილიამ დავით კლდიაშვილთან ქართველი ერის მეტასტაზები რენტგენის სურათზე გვიჩვენა. ასწავლეთ ჯაყოს ხიზნები როგორც სულიერების კრიზისი, შეეშვით კონსტანტინე გასახურდიას, მასში სასკოლო არაფერია, იმიტომ რომ დიდოსტატის მარჯვენაში სოციალური კომენტარი არ გვაქვს. ჩართეთ ლიტერატურის სწავლებაში დონ კიხოტი როგორც შლეგი კეთილშობილება რომელიც მეამიტურად ცდილობს ბოროტების დამარცხებას, ყველა ბავშვში უნდა გაიზარდოს დონ კიხოტი, ასწავლეთ დოსტოევსკის იდიოტი როგორც ქრისტეს გაცოცხლება თანამედროვე საზოგადოებაში, ასწავლეთ დოსტოევსკის მოთამაშე, დანაშაული და სასჯელი, ასწავლეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, აიზეკ აზიმოვი, ფრენკ ჰერბერტი, რომ ბავშვებმა კოსმოსზე იოცნებონ იდეალისტური ოცნებები გაუჩნდეთ რატომ იციკლებით ქართული ლიტერატურით?! ასწავლეთ საქართველოს ისტორია ისე რომ გვესმოდეს ჩვენი მარცხის პრობლემები, დიახ მარცხის, იმიტომ რომ დღეს საქართველო სავალალო მდგომარეობაშია და ეს მარტო ჩვენი ბრალია! უკვე მერამდენე ბავშვი შეეწირა დიდების და მოზარდების სექსუალურ გაუნათლებლობასა და უკულტურობას? ორი შემთხვევა მინდა გაგახსენოთ როცა მოზარდმა გოგონამ გადაწყვიტა თავი ჩამოიხრჩო იმიტომ რომ საზოგადოების განსჯის შეეშინდა, გავატაროთ ვითომ არ მომხდარა, პრობლემის იგნორირება ყოველთვის ადვილია, მხოლოდ გამბედავი ხელისუფლება დახარჯავს საზოგადობის მხარდაჭერას და გამოსავალს შესთავაზებს, მერე რა რომ ბევრი ბრიყვი სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ ინიციატივას ისტერიულად დაუპირისპირდება? სახელმწიფო ქირურგიული ჩარევით ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს დასახიჩრებული ცხოვრებისგან. ეს ადვილი არაა, უნდა მომზადდეს მეთოდიკა, ლიტერატურა, კადრები და მაინც ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ გაკვეთილი ქრინჯული გახდეს. მე ასე წარმომიდგენია: მე-10 კლასი: გენდერის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, სასიყვარულო ურთიერთობების ეთიკა, ფიზიოლოგია; მე 11 კლასი: ნაადრევი ქორწინების შედეგები, კონტრაცეპტივები, სექსუალურობის ისტორია; მე 12 კლასი: სექსის კულტურა, სექსუალური პრობლემების დაძლევის მეთოდები და დაავადებები (ნაადრევი ეაკულაცია, იმპოტენცია, ვაგინიტი, ტრიპერი, სიფილისი, შიდსი...), აბორტი და აბორტის შედეგები. პედაგოგს უნდა ჰქონდეს სტუმრების მოწვევის პრაქტიკა, როგორც სექსოლოგების, ფსიქოლოგების, უროლოგების, გენეკოლოგების, რომლებიც ბავშვებს სამედიცინო პრაქტიკის ისტორიებს და საინტერესო პრეზენტაციებს გაუზიარებს... განა ასე რთულია?
  3. თბილისში, გამრეკელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე “აქსის პალასი 1”-ის მაღალი კორპუსი დგას. ნახევრად ცარიელია. იქ ადამიანები ვერ ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს დაუსრულებელ ბინებში ათიათასობით დოლარი 12-14 წლის წინ აქვთ გადახდილი. ასეთი კორპუსები “აქსისს” კიდევ ორი აქვს: “აქსის პალასი 2” და „აქსისპალასი საირმეზე.“ ორივე მათგანში იპოვით ბინას, რომელიც დასრულებული არაა, რომელშიც ვერავინ ცხოვრობს. “აქსისის” მიერ დაზარალებულთა რიცხვი უკვე 300 ოჯახს აჭარბებს. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, “აქსის პალასი 1-ის” 5 სადარბაზო დარჩა ასაშენებელი. “აქსის პალასი 2” იქვე, 250 მეტრში მდებარეობს. როგორც კომპანიას აქვს მითითებული “პალასი 1” და “პალასი 2” ერთ კომპლექსად მოიაზრება. Რაც შეეხება “აქსისპალასს საირმეზე” ორი ბლოკიდან პირველი დასრულებულია, მეორე ბლოკის დასრულებას კი კომპანია 2021 წლის შემოდგომაზე გეგმავს. დაზარალებულთა ნაწილი ამ დრომდე ელის, როდის გახდება “აქსისი” კეთილსინდისიერი და როდის დაუბრუნებს მათ ან ფულს ან ბინას. ნაწილმა სასამართლოს მიმართა და საკუთარი თვალით ნახა ის ჩალა, რომლითაც ჩვენი ქვეყანაა დაფარული. ლელა ტყეშელაშვილი 2003 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. როდესაც “აქსისში” ბინა იყიდა, 25 წლის იყო. 2005 წელს მან კომპანიას კვადრატულ მეტრში 600 დოლარი გადაუხადა და ელოდა, რომ 75 კვ.მ. ფართის ბინას მიიღებდა. ბინის გარემონტების შემდეგ ჩამოსვლას გეგმავდა, თუმცა სხვანაირად გადაუწყვიტეს: “ვიფიქრე, წავიმუშავებ და დავბრუნდები. ვერც ვიფიქრებდი თუ ოჯახს საზღვარგარეთ შევქმნიდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე სახლი არ მეღირსა და ამაში “აქსისს” ვადანაშაულებ. მე რომ 2008 წელს სახლი ჩამბარებოდა, ახლა საქართველოში ვიქნებოდი და ჩემს შვილებსაც საქართველოში გავზრდიდი. ამდენი ნერვიულობით ჩიყვი აღმომაჩნდა. ხანდახან ვფიქრობ, ჯანმრთელად ვიყოთ და წყალსაც წაუღია ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ ქუჩაში არ მიპოვია, ჩემი და დედაჩემის ნაწვალები ფულია,” – საბერძნეთიდან გვიყვება ვიდეოზარის დროს. ლელა ბოლოს საქართველოში ორი წლის წინ იყო, კომპანიაშიც მივიდა და დაამშვიდეს, ცოტა ხანში დაგირეკავთ, ბინის რემონტი რომ დაიწყოო. დღემდე არავინ შეხმიანებია. სასამართლოში მისვლა და ჩივილი, დამატებითი ხარჯებისა და წლობით გაჭიანურებული პროცესის გამო, არც უფიქრია. თან სხვების მაგალითიც ჰქონდა წინ, ვინც “აქსისის” წინააღმდეგ სასამართლო დავითაც ვერაფერს გახდა. შორენა თევზაძე თავის მეუღლესთან ერთად უკვე 14 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. “აქსის პალასი 1”-ის კორპუსში, საბურთალოზე, ბინა მასაც 2008 წელს უნდა მიეღო. 2006 წელს შორენას მეუღლემ კომპანიისგან იყიდა 67 კვ.მ. ფართი, რომელშიც 41,500 დოლარის ექვივალენტი ლარში გადაიხადა. ბინის ჩაბარების მომენტში კი აღმოჩნდა, რომ კორპუსი სრულად აშენებულიც არ იყო. მშენებლობის დაბრკოლების მიზეზად 2008 წლის ომი დაასახელეს. თუმცა, შორენას ამის არ სჯერა, რადგან ომი აგვისტოში იყო და სექტემბრისთვის აშენებას ისედაც ვერ მოასწრებდნენ. ბოლო დაპირება აუსრულეს და კლიენტი გაუგზავნეს. თავდაპირველად, კლიენტს თანხა დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დაეფარა. თუმცა, ჯერ მხოლოდ ნახევარი თანხა მიიღეს და პრობლემური ბინა ისევ ოჯახის საკუთრებაა. Სასამართლოსთვის არც შორენას და მის მეუღლეს მიუმართავთ, რადგან მათთვის ეს დამატებით ფინანსური ზარალი იყო. ამის საშუალება კი არ აქვთ. ვერც ჩივილის აზრს ხედავდნენ, რადგან არსებობს შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებმა ინსტანციები მოიგეს, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. სწორედ ასეთი ისტორია აქვს ნატალია კობერიძეს. მან “აქსის პალასი 2-ში” თანხა 2008 წლის ივნისში შეიტანა და ბინა 2009 წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდა. თვეების განმავლობაში ხედავდა, რომ მშენებლობა წინ არ მიიწევდა. 2009 წლის ბოლოს კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა. ამ დროისთვის კომპანიისთვის უკვე 16,000 ევრო ჰქონდა გადახდილი. კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მის ბინას გადაყიდიდნენ, კონტრაქტის გაწყვეტისთვის პირგასამტეხლოს დაიტოვებდნენ და დანარჩენ კუთვნილ თანხას დაუბრუნებდნენ. 5 წელი ელოდა ბინის გაყიდვას. ბოლოს, გადაწყვიტა ადვოკატი აეყვანა და სასამართლოსთვის მიემართა. პროცესი სამი წელი გაჭიანურდა. “მივედით უზენაესამდე და გამოიტანეს დასკვნა, რომ ამათმა მე უნდა გადამიხადონ ეს თანხა, ამას დამატებული ჩემი ადვოკატის ხარჯები, ბაჟი, როგორც წესია და პლიუს, სანამ ამ თანხას არ გადამიხდიან, 170 ევრომდე ყოველ თვეში ზიანი და ანაზღაურება,” – გვიყვება ნატალია კობერიძე. 2017 წელს ნატალიას შვილმა კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ პირგასამტეხლოს არ მოსთხოვდა, ისევ მისი ბინა მიეცათ ახალი ხელშეკრულებით და რაც იყო თანხა დარჩენილი, იმასაც გადაიხდიდნენ. ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ნატალიას დაუსრულებელი ბინა სხვაზე იყო გაყიდული. ნატალიას თანხა არ მისცეს და მოტყუებული დატოვეს. 2018 წელს პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მათ მოსთხოვეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულებაში შეეტანათ განცხადება. “აღსრულებაში ახლობელი მოვძებნე. ასე მითხრა, აზრი არ აქვს შემოტანას, აქსისზე გვაქვს განცხადებები, თუ რამე ღია ქონება აქვთ, დაყადაღებულია და არანაირი აღსრულება არ სრულდებაო,“ – გვიყვება ნატალია. მაინც შეიტანა განაცხადი. უშედეგოდ. არც პროკურატურა ჩქარობს საქმის დასრულებას. უცნობია, როდის დასრულდება გამოძიება. “არა ფული, არა ფართი, ჰაერში დამტოვეს, არანაირი შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. აიღეს ეს ჩემი ფული, ჩაიდეს ჯიბეში და მორჩა,” – ამბობს ნატალია “აი, ფაქტთან” საუბრისას. ნატალიასგან განსხვავებით, ქეთი ჩაჩანიძემ მშენებელთან მოლაპარაკება გადაწყვიტა. მან 120 კვ.მ. ბინა 2005 წელს იყიდა და სამ წელში დაფარა საფასური, 85,000 დოლარი. ბინა კი იმავე წლის ნოემბერში უნდა ჩაბარებოდა. 2014 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “აქსისის” იურისტებთან ერთად, მოსამართლის დახმარებით შედგა ე.წ. შეთანხმების აქტი, რომლის მიხედვითაც ქეთის ბინა 2017 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მას 99,000 დოლარს გადაუხდიდა. თუმცა, არც ბინა დასრულებულა და ქეთისთვის არც თანხა მიუციათ. “კანონით შპს-ს ანგარიშზე უნდა იყოს ან ბინა ან ფული, რომ სასამართლომ ყადაღა დაადოს, ან გაყიდოს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შპს-ზე არაფერი არ დევს და ეს ბინები, რაც იყო ყველაფერი გადაიფორმეს, რომ სასამართლოს არ წაერთმია და ჩემთვის არ გადმოეცათ,“- გვიყვება ქეთი. ბინის მყიდველები ხელშეკრულებას აფორმებდნენ ამხანაგობა “აქსის პალასი -1” -თან, “აქსის პალასი- 2”-თან და შპს “აქსის+”-თან. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შპს “აქსის +”-ის სახელზე 2014 წლიდან დღემდე 19 განცხადებაა შესული. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია გვეუბნება, ზოგადად, აღსრულება ვერ ხერხდება თუ უშუალოდ კომპანიას არ აქვს ანგარიშზე თანხა ან უძრავი ქონება. Სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, აღსრულება არ ეხება კომპანიის წარმომადგენლების პირად ქონებას. შპს “აქსის+” 2005 წლის აგვისტოში შეიქმნა. მისი მფლობელი დაარსების დღიდან ალექსანდრე სამარგულიანია. დამატებით მას კიდევ 7 კომპანია აქვს. აქედან 4 მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2014 – 2015 წლებში დაარეგისტრირა. Სამარგულიანის სახელზე საჯარო რეესტრში 11 უძრავი ქონება ფიქსირდება. თუმცა, არცერთი ამხანაგობა და არც შპს “აქსის+” უძრავ ქონებას არ ფლობს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ვერ ხერხდება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. ალექსანდრე სამარგულიანი ასევე არის 1999 წელს დაარსებული შპს “აქსისის” დირექტორი. Შპს “აქსისის” დამფუძნებელი ბიზნესმენი ალექსანდრე მეჟევიძეა. საჯარო რეესტრში შპს “აქსისთან” და მასში სხვადასხვა ფორმით მონაწილე პირებთან დაკავშირებული ორმოცამდე კომპანიაა რეგისტრირებული. ამათგან, მეჟევიძე და სამარგულიანი 8 კომპანიაში ერთად საქმიანობენ. Შპს “აქსისის” დამფუძნებელი მეჟევიძე პერიოდულად მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლიერ განცხადებებს აკეთებს. რთულია, არ იყო მადლიერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდი გაძლევს თანხას ჭავჭავაძეზე, “აქსის თაუერსის” პროექტის დასასრულებლად. მეჟევიძის სახელზე საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი, 21,536 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწაა რეგისტრირებული საგურამოში. რას აკეთებენ დაზარალებულები ახლა? კომპანიის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი 2016 წელს დაიწყეს და მიუხედავად ბევრი დაპირებისა, სიტუაცია მაინც უცვლელი დარჩა. 2016 წელსვე შექმნეს “აქსისის დაზარალებულების” facebook გვერდი, რომელსაც 3,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ გვერდზე თავი მოიყარა “აქსისის” ასობით დაზარალებულმა, რომლებიც კომენტარებისა თუ ვიდეო მიმართვების სახით საკუთარ ისტორიებს ყვებიან. აქვთ იუთუბის არხიც, აწყობენ ქუჩის აქციებს, პრესკონფერენციებს. ოქტომბრის შემდეგ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ამ აქტივობამ მცირე შედეგი გამოიღო და როგორც იქნა, ნოემბერსა და დეკემბერში მერიიდან მათთვის მოიცალეს. დაზარალებულები, კომპანიის წარმომადგენელი ოთარ დიხამინჯია და მერიის წარმომადგენლები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ბოლოს 12 დეკემბერს. შეხვედრები სამშენებლო მოედანზე იმართებოდა. კომპანიამ კორპუსების დასრულების ახალი ვადები დაასახელა, რომლის შესრულებასაც მერიაც გაუწევს მონიტორინგს. ბინების (თეთრი კარკასის) ჩაბარების ახალ ვადად 2021-2022 წელი განისაზღვრა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ გვითხრა, რომ კორპუსების დასრულების ზუსტი ვადები თებერვალში იქნება ცნობილი. Ჩვენს კითხვაზე, 12 წლის განმავლობაში რატომ ვერ ჩაბარდა ბინები იმ ადამიანებს, რომლებსაც სრულად აქვთ თანხა 2008-2009 წლებში გადახდილი, მან არ უპასუხა. “Ჩვენ ახლა მომლოდინე მობინადრეებთან ვიმყოფებით მორატორიუმის რეჟიმში, მერიასთან ერთად და მორატორიუმის გამო სხვა კომენტარის გაკეთება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად”. The post “აქსისის” Სახლი, რომელიც იყიდე, მაგრამ არ გაქვს appeared first on www.ifact.ge.