ძებნა
'რეგულაციების' ძებნის შედეგები.
-
Bybit-ს კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახალი კადრი ჰყავს. დანიელ ლიმი არის სინგაპურში დაფუძნებული ინვესტიციური ბანკის, Daiwa Capital Markets–ის, იურიდიული უფროსი, რომელმაც კვირის დასაწყისში განაცხადა ახალი თანამდებობის დაკავების შესახებ. პოზიცია გულისხმობს Bybit-ის იურიდიული გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკის შექმნას. კომპანია იძულებული გახდა დაენიშნა დანიელ ლიმისნაირი გამოცდილი კადრი, რადგან მათ ბოლოდრონდელ მარეგულირებელ სიახლებს ფეხი ვერ აუწყეს. ამის გამო კომპანიას გაერთიანებულ სამეფოში ვაჭრობა აუკრძალეს. Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ჟოუმ განაცხადა, რომ დანიელ ლიმი დაინიშნა კომპანიის მარეგულირებელი სისტემის შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. ”მოხარულნი ვართ მივესალმოთ დანიელს, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება და შორსმჭვრეტელობა შემოაქვს ჩვენს მზარდ ინდუსტრიაში”, – აღნიშნა ბენ ჟოუმ და დასძინა, რომ დანიელ ლიმი ხელს შეუწყობს Bybit-ის შესაბამისობის გაძლიერებას სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ გარემოში. The post Bybit-ი რეგულაციების შესაბამის პოლიტიკას შეიმუშავებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- bybit-ი
- რეგულაციების
-
(and 3 more)
Tagged with:
-
Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- საფრანგეთის
- მარეგულირებელი
- (and 5 more)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათიში პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 497 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება და მისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 433 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.