Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პროექტების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ვისაც გაინტერესებთ ამ თემაშ ჩავყრი ხოლმე ლინკებს და წყაროებს პროექტების მართვაზეა საუბარი რასაც გადავხედე მარა ძირითადი ბირთვი უნივერსალურია ციფრული პროექტების მართვისთვისაც. ეჯილზეც უნდა იყოს საუბარი და ვოტერფოლზეც, მეცნიერულ მენეჯმენტს და ჰენრი განტსაც შეეხო ტიპშა პირველ ლექციაში და წესით დამწყებებს რაღაც წარმოდგენას შეუქმნით ქართულ ენაზე...
  2. მოაწერეთ ამ პეტიციას ხელი ფლზ?‍♀️ https://manifest.ge/mobile/item/3225?fbclid=IwAR3vM2VMgk7pDbLLIRocBOdXVhQCt03wDNsMhvBpeB21l9mE4byW1ptk4Pw#.YFgUgN9lUCg.facebook ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების პროექტების განხორციელება მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ენერგო პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანიც ქვეყანაში 100-ზე მეტი ჰესის აშენებაა. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, აღნიშნული პოლიტიკა შეუცვლელად გააგრძელა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ყაზბეგის რაიონშიც მიმდინარეობს პროექტების დაგეგმვა და მშენებლობა. ამ ეტაპზე ყაზბეგში დაგეგმილია 23 მგვტ-იანი „კამარა ჰესის“ მშენებლობა მდინარე თერგზე, რომლის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევა 8 სოფელი. გამომდინარე იქედან, რომ ჰესი არის დერივაციული ტიპის, რომელიც მდინარის მოდინებაზეა დამოკიდებული, იგი ვერ შეასრულებს რაიმე მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ხოლო ზიანი, რაც ამ და სხვა პროექტების განხორციელებით ყაზბეგის რაიონს და, შესაბამისად, ქვეყანას მიადგება არის განუზომლად დიდი. ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, „კამარა ჰესის“ მიერ წარმოდგენილი სკოპინგის დოკუმენტი ვერ პასუხობს ვერცერთ ძირითად კითხვას. პროექტის განხორციელებით მდინარე თერგი რამდენიმე კილომეტრზე აღმოჩნდება გვირაბში, ასევე საფრთხე შეექმნება ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ძველი სოფლების იერ-სახეს, სრულად შეიცვლება ხეობის ლანდშაფტი და ვიზუალური მხარე. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ტურიზმის განვითარების შეფერხებას, რაც ყაზბეგის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. პერსპექტივაში ყაზბეგში 7 ჰესის (გარდა უკვე აშენებული 3 პროექტისა) მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა რეალურად განხორციელების შემთხვევაშიც ხევის ტერიტორიაზე არსებული მდინარეები სრულად აღმოჩნდება გვირაბებსა და მილებში, ხოლო ხევი მთლიანად დაიქსელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით. ასეთი ენერგო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. ეს ყველაფერი არასწორი ენერგო პოლიტიკის შედეგია, რომელიც მხოლოდ ინვესტორის სარგებელზეა ორიენტირებული. მოვითხოვთ, შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ამასთან, ვუერთდებით ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის მცველების მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში გამოცხადდეს 5 წლიანი მოროტორიუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე დაფუძნებით, შეიქმნას ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კარგად შესწავლილი და დასაბუთებული პროექტების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვა სახელმწიფო ინტერესებთან. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი