ძებნა
'პოლიტიკა' ძებნის შედეგები.
-
ზოგადი ინფო პირველი პოსტისთვის ნეტიდან: სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი. მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი. საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი). ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს. მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7 % სომეხი; 1,7 % ქურთ-იეზიდები, 1,6 % რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა. სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2 %). რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93 %), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5 %-ს. დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ). დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125 ათასი), ვაღარშაპატი (66 ათასი), რაზდანი (61 ათასი). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ორსახოვანია. ქვეყანა ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა, როგორც ირანსა და რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და ევროპასთან[1]. ამასთანავე სომხების გენოციდისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. სომხეთი 40-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: გაერო, ევროპის საბჭო, დსთ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის, ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ფრანკოფონია, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება და მიუმხრობლობის მოძრაობა. სომეხთა გენოციდი აღიარებულია რიგი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: არგენტინა, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიბანი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი[2], შვეიცარია, ურუგვაი, ვატიკანი, ვენესუელა, ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიაში და უელსი დიდ ბრიტანეთში. 2007 წლის 30 იანვარს აშშ-ს კონგრესში მიიღეს რეზოლუცია 106, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უნდა გამოეყენებინა ტერმინი გენოციდი 1915-1918 წლის მოვლენებთან მიმართებაში. 24 აპრილის გამოსვლაში ბუშმა ეს ტერმინი არ გამოიყენა. საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს შემდეგმა პრეზიდენტმაც გამოთქვა სურვილი ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი, თუმცა ეს ტერმინი არც ბარაკ ობამას გამოუყენებია არჩევის შემდეგ. ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94 %-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. მიმდინარე კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როცა სომეხმა მოსახლეობა მთიან ყარაბაღში აუჯანყდა აზებაიჯანულ ხელისუფლებას და სომხეთისა და მთიანი-ყარაბაღის უზენაესმა საბჭომ მოითხოვა, ავტონომიური რესპუბლიკა გამოყოფოდა აზერბაიჯანს და შეერთებოდა სომხეთს. საბჭოთა ხელოსუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა მშვიდობის შესანარჩუნებლად შედეგი არ გამოიღო, მთიან ყარაბაღში ომი გაჩაღდა[3][4][5], ორ მეზობელ ერს შორის კი ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყო. რეგიონი დღესაც სადავო ტერიტორის სტატუსს ატარებს. =
-
უბრალოდ მაინტერესებს, კორპორაციას/კომპანიას უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკური პოზიცია თქვენი აზრით? აი ჯიპისიმ ან თეგეტამ ან გუდვილმა თავის სოც. გვერდებზე და ბლოგებზე უნდა აქვეყნონ თუ არა პოლიტიკური განცხადებები. ამ კონტექსტში "უნდა" ცოტა აბსტრაქტულია, კიბატონო, და მოდი ასე შევაბრუნოთ მაშინ: თქვენ მოელით თუ არა კომპანიისგან/კორპორაციისგან რომ რომ სოციალური ცვლილების აგენტები იყონ?