ძებნა
'პარტიას' ძებნის შედეგები.
-
"ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები", - ამის შესახე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუში განაცხადა. (ათინათის თარგმანი) ელჩის თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. "ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. მაშინ როცა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში", - განაცხადა დეგნანმა. პს. აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ Home | სიახლეები და ღონისძიებები | აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ 3 ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად. ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
-
ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით საერთო ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს. 5 იანვარს პარლამენტმა სამი მათგანის – ზაზა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის – უფლებამოსილება ცნო მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარტიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს – თავიანთი განცხადებების საფუძველზე მანდატები შეუწყდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს მათი ადგილმონაცვლეების დოკუმენტაცია მიაწოდა. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პროპორციულ სიაში მეოთხე ნომრად მყოფმა ავთანდილ ენუქიძემ, მანდატის შენარჩუნებისა და პარლამენტში შესვლის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა. პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა საერთო განცხადებაში თავიანთი გადაწყვეტილება განმარტა და ქვეყანაში არსებული კრიზისების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განაცხადეს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ევროპულ სოციალისტებს“, აფუძნებენ. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 3,14% მიიღო და ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვა ოფიციალური შედეგების ცნობაზე და პარლამენტში შესვლაზე. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პირველად ავთანდილ ენუქიძემ გააჟღერა. ირმა ინაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ენუქიძე პარტიის „ბიზნეს შემადგენელს“ წარმოადგენდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო პარტიის „პოლიტიკური შემადგენელი“ ბოიკოტს გააგრძელებდა. „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ოთხი დეპუტატი პირველები არიან, ვინც ოპოზიციის საერთო ბოიკოტს გადაუხვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მანამდე კი ცესკოში პროპორციული სიების ჩახსნა მოითხოვა, რათა სიის მიხედვით მანდატების ადგილმონაცვლეობა გამოერიცხა.