“მოგონება მშვენიერი რამ არის, სანამ მას დაუპირისპირდები“, − ამბობს დიანა მარკოსიანი. იგი იხსენებდა რუსეთში, სომხეთსა და შეერთებულ შტატებში გატარებული ბავშვობის მოგონებების ფრაგმენტებს. მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა მან დედის მიერ გაღებული მსხვერპლი მათ მიღმა.
ერთ დღეს, 7 წლის
დიანა და
მისი ძმა
დედამ, სვეტლანამ, ღამე,
მოსკოვის ბინაში გააღვიძა და
უთხრა, რომ
„სამოგზაუროდ მიდიოდნენ“.
ოციოდე წლის შემდეგ დიანამ შეიტყო, რომ
სვეტლანამ ყოფილ
მეუღლეს არაფერი უთხრა
რუსეთის დატოვებასა და
იმაზე, რომ
საგაზეთო განცხადების საშუალებით გაიცნო ამერიკელი მამაკაცი შვილებთან ერთად
აშშ-ში
ახალი ცხოვრების დასაწყებად.
დიანას საკუთარ წარსულთან შეგუება უჭირდა, ამიტომ მან
წლები დაუთმო ბავშვობის გახსენებას − იმოგზაურა თავისი ბავშვობის სახლებში, მსახიობებს თავისი ნათესავების როლები ათამაშა და
გადაიღო ფილმი
სახელად „სანტა-ბარბარა“.
ეს პროექტი დაეხმარა მარკოსიანს, უკეთ გაეგო დედისთვის და შეევსო ნაპრალები ბავშვობის მოგონებებში. „ვფიქრობ, ორივე განვიკურნეთ ფილმის შექმნისას“, − ამბობს მარკოსიანი. „მე დავინახე მისი პიროვნული მხარეები, მისი განსჯა შევწყვიტე და ბრაზიც გამიქრა. ამ პროექტის წყალობით დედაჩემის სიყვარული ვისწავლე“.
დიანა მარკოსიანი
ნახე სრულად
The post ოჯახის საიდუმლო, ახალი ცხოვრება ამერიკაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.