სამშაბთს, 13 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.450 დოლარის ქვემოთაც კი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 1.33%-ით შემცირდა.
კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი 6.43%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 42.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაცია კი 14 მილიარდი დოლარია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.32%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის ნიშნული 379 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 8.61%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 360.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
The post 13 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.