Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ნამახვანჰესის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 28 თებერვალს ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის გასაპროტესტებლად. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვარლამ გოლეთიანმა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 28 წლის აქტივისტმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უკან წაიღოს ჰესების პროექტთან დაკავშირებით ხელმოწერილი „უკანონო, არასწორი, ანტისახელმწიფოებრივი“ დადგენილება. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ რიონის ხეობის, „ჩვენი ყველას კოლექტიური საკუთრების“ უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იცნოდნენ და შეკრებილებს მოუწოდა, „ყველანაირი პარტიების გარეშე, დროშების გარეშე, სიმბოლიკების გარეშე“ გაერთიანდნენ პრობლემის მოსაგვარებლად. აქტივსტის თქმით, აქციის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით, ხელისუფლება ჰესის მოწინააღმდეგეებს, პოლიციასა და თურქულ კომპანიას შორის დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენს. „ჩვენ ჩავთვლით ლეგიტიმურად ჩვენს მოქმედებას, რომ ნამდვილად უკვე ისინი გადმოდიან იერიშზე და არ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის პოზიციას და დავუპირისპირდებით შესაბამისად“, – განაცხადა გოლეთიანმა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ უბიძგოს ხალხს თავისი ღირსების ქვის სროლით დაცვისკენ. „ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არ მოგვწყინდება არასოდეს“, – მიმართა გოლეთიანმა მთავრობას და გააფრთხილა, რომ თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ორ კვირაში ჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისის პიკეტირებას მოახდენენ. აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. ფოტო: კადრი “მაუწყებელის” ვიდეოდან ქუთაისელებისა და რიონის ხეობის მოსახლეობის გარდა, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ქუთაისში ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც ჩავიდა. „ხალხი არის ასეთი პროექტების წინააღმდეგ… ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს უკვე. ბათუმშიც გეტყვით, რა ხდება: ქალაქის სკოლები, ბაღები, ბულვარი, ყველაფერი მიითვისა ხელისუფლებამ და გადასცა ე.წ. ინვესტორს… სისტემა ებრძვის ხალხს…“ – განაცხადა ბათუმელმა აქტივისტმა, ირმა ზოიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „მათი სახელით, მათ ქონებას ასხვისებს, აძლევს კონკრეტულ ფულიან ადამიანებს“ და ხალხი რჩება „ყველაფრის გარეშე, მეორეხარისხოვნები“. ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი ჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისის ცენტრში. ფოტო: ნინო ტურიაშვილი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მდინარე რიონზე. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს. ადგილობრივები წლებია, სეისმურად აქტიურ ზონაში მსხვილმასშტაბიანი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, პროტესტი განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა, როდესაც თურქულმა კომპანია „ენკა რენიუებლზმა“ (Enka Renewables), რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ხოლო მთავრობამ კომპანიისთვის ხეობაში მუშაობაზე გადაცემული ნებართვები და ლიცენზიები გააუქმოს. პროექტის მოწინააღმდეგეთა თანახმად, ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები. მოწინააღმდეგეები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ახლომდებარე სოფლებს, ასევე იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს და შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც საჭიროა ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან ნაწარმოები განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად. წაიკითხეთ მეტი ჰესების პროექტისა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტების შესახებ. აქტივისტთა ნაწილი უკვე 120 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის ადგილთან ახლოს, კარვებში მორიგეობს, რათა მშებელობის პროცესს ხელი შეუშალონ. სამუშაოები იანვრის ბოლოს განახლდა, რამაც პოლიციასთან ახალი დაპირისპირებები გამოიწვია. 28 თებერვლის აქცია თავდაპირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, „ენკას“ ოფისთან იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა იგი ქუთაისში გადაიტანეს. აქტივისტები შიშობდნენ, რომ შესაძლო პროვოკაციები შეიცავდა რისკს, აქცია პოლიციასთან ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეტაკებებში გადაზრდილიყო. ამასთან, 28 თებერვლიდან მოყოლებული, სოფელ ნამახვანში კარვებში უფრო დიდი, 80-100 ადამიანმდე ჯგუფები იმორიგევებენ. აქტივისტების თქმით, თუკი კომპანია ისევ განაახლებს სამუშაოებს, ისინი შესაბამის ტექნიკას წინ გადაუდგებიან.
  2. 21 აპრილს, ნამახვანჰესის პროტესტის დაწყებიდან 178-ე დღეს, ვითარება კვლავ დაძაბულია. რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერის – ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გონივრული ვადა ამოიწურა და ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მას გუბერნატორი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ პრემიერის COVID-19-ით ინფიცირებისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის გამო ხელისუფლებას არ ჰქონდა დრო, განეხილა ის საკითხები, რაც მუნიციპალიტეტში შეხვედრისას წამოჭრეს რიონის ხეობის მცველებმა. გოლეთიანმა ისიც განაცხადა, რომ მთავრობა მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას ჰპირდება არაუგვიანეს პარასკევისა. თუმცა, იგი ასევე ფიქრობს, რომ ხელისუფლება შესაძლოა, მიზანმიმართულად წელავდეს დროს მანამდე, სანამ პანდემიის გამო საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდება. მისი თქმით, ამით ისინი თავიდან აიცილებენ ფართომასშტაბიან აქციებს საქართველოს სხვადასხვა წერტილში, რასაც, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რიონის ხეობის მცველები აანონსებენ. „ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ არ ვართ ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა. უბრალოდ, როცა საკითხი დგას ასე მარტივად – რის ფასად რას ვთმობთ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ და ის, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენ საკითხი, შევაფასოთ, რა დევს სასწორის ორივე მხარეს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ. იმდენად დიდია ხოლმე დისბალანსი კაპიტალის ინტერესსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს შორის, რომ ეს აჩენს პროტესტის დიდ ტალღას ყველგან.“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა 18 აპრილს. გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ მათი მოკლევადიანი გეგმა ნამახვანში, პროტესტის ადგილას, დაბრუნება და ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაა. გრძელვადიანი გეგმა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს დაგადგამს ხელისუფლება. IPNთუ პროექტი საბოლოოდ შეჩერდება, საქართველოს მთავრობას თურქული კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. თუმცა, ამჟამად უცნობია, რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები, შესაძლებელია თუ არა პროექტის ჩაშლა და როგორ შეიძლება აისახოს ეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ამ თემებზე Business Feed ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა: „ჩვენი ქვეყნის სანდოობა და საინვესტიციო მიმზიდველობა, სამწუხაროდ, ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ამასთან შედარებით რამდენად გაუარესდება, ძნელი სათქმელია. ერთი მხრივ, ამას შეიძლება შევხედოთ ისე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელს უშლის ხანდახან გამართლებული და ხანდახან გაუმართლებელი პოპულიზმი. შესაბამისად, ასეთი მსხვილი პროექტების რისკი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს, თავის ხალხს ეფექტურად, გამჭვირვალედ აუხსნას ასეთი პროექტების ხეირები და რისკები.” ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი განსაკუთრებით აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ რიონის ხეობა თურქულ კომპანიას 99 წლით გადაეცა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბედინეიშვილი პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მიწა უნდა იყიდებოდეს იმ ბარიერების გარეშე, რომელიც ხელოვნურად შექმნა საქართველოს მთავრობამ: „მე მიმაჩნია, რომ მიწა უნდა იყიდებოდეს და კერძო საკუთრებაში გადადიოდეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ჩვენს ქვეყნაში მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ბარიერებია, ქართული ოცნების მიერ შექმნილი, სხვათა შორის. ქართული ოცნების შემოტანილია ეს ბარიერები, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და რა ჯინიც ამოუშვეს ბოთლიდან, როცა თვითონ პოპულისტობდნენ, ახლა ის ჯინი მოუტრიალდათ და ამაზე აწყობილია ემოციური და ხანდახან პირდაპირ ქსენოფობიური კამპანიები.” გიგა ბედინეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა სცენარი იყოს. იგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს და შემდეგ მათ გადაჭრაში ქრთამს იღებენ. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში კორუფცია, განსაკუთრებით კი ასეთი მასშტაბის პროექტებში, ძალიან გაზრდილია: „შეიძლება ქართული ოცნების ერთი ფრაქცია მეორეს ებრძოდეს, შეიძლება რუსეთი იყოს, შეიძლება ვიღაც მთავრობასთან დაახლოებული შანტაჟისტები იყვნენ ამის უკან, რომლებიც მერე მივლენ, ალბათ, ამ პროექტის ინვესტორებთან და ეტყვიან, რომ ჩვენ დაგილაგებთ მთავრობასთან, თუ ჩვენთან მოხვალთ, ჩვენ ვართ ბიძინასთან დაახლოებული ხალხი და მარტო ჩვენ შეგვიძლია ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ.“ როგორც ამ დროისათვის ცნობილია, ხელისუფლება საკუთარ პოზიციას რიონის ხეობის მცველებს 23 აპრილისთვის შეატყობინებს. აქციის მონაწილეები ამის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ პროტესტი. ამასთანავე, ისინი მუდმივად განმარტავენ, რომ არ არიან ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მიუღებელია ხელშეკრულების პირობები. მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქულ კომპანიას 44.5 ჰექტარი ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ჯერ არ არსებობდა კვლევა, შეიძლებოდა თუ არა ამ ადგილას ჰესის მშენებლობა. ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად Business Feed დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის წარმომადგენლებსაც კომენტარის გაკეთებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა, რამდენიმედღიანი კომუნიკაციის მიუხედავად, ჯერ არ დაგვკავშირებიან. The post რა მოხდება, თუ ნამახვანჰესის პროექტი გაჩერდება appeared first on BusinessFeed.