Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მფლობელებს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  3. აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა (IRS) წამოიწყო პროგრამა კრიპტოვალუტების იმ მფლობელების გამოსავლენად, რომლებიც საკუთარ შემოსავლებს მალავენ. ამისათვის IRS-ის თანამშრომლები ბლოკჩეინის ანალიზს შეისწავლიან. IRS-ის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეიმონ პოუმ (Damon Rowe) განაცხადა, რომ Operation Hidden Treasure პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური შემოსავლების არარეგისტრირებული წყაროების გამოვლენაზე იმუშავებს. პროგრამის მთავარი პრიორიტეტი კრიპტოვალუტების მფლობელების გამოვლენა იქნება, რომლებიც შემოსავლებს მალავენ. Operation Hidden Treasure – არის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებისა და მისი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ქვეგანყოფილების ერთობლივი პროგრამა. IRS აგენტებს ბლოკჩეინის ანალიზს შეასწავლის. ინიციატივის ფარგლებში IRS ასევე ითანამშრომლებს ევროპოლთან. ცოტახნის წინ IRS-მა განაცხადა, რომ ინვესტორები არ არიან ვალდებულნი ფიატური ფულით შეძენილი კრიპტოაქტივების შესახებ ანგარიში ჩააბარონ იქამდე, სანამ არ მოხდება კრიპტოვალუტების გადაცვლა ან გაყიდვა. თუმცა, განაღდების ან ყოველდღიურად შეძენის შემთხვევაში, შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას. „ჩვენ გხედავთ“- ასეთია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მესიჯი კრიპტოვალუტების მფლობელი ურჩი გადამხდელების მიმართ. ის მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ტრანზაქციები არ არის ანონიმური. შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე IRS-მა უკვე მეორედ დააგზავნა გამაფრთხილებელი წერილები იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტების შემოსავლებსა და ოპერაციებზე სრული ინფორმაციის მითითება სავალდებულოა. წყარო: https://bits.media The post IRS ბლოკჩეინის მეშვეობით კრიპტოაქტივების იმ მფლობელებს გამოავლენს, ვინც გადასახადებს თავს არიდებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.