ძებნა
'მუშაობას' ძებნის შედეგები.
-
პაკისტანის ერთ-ერთ რეგიონიში ორი მაინინგის კომპანია მუშაობას დაიწყებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
პაკისტანის ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ხეიბერ პახტუნკვას რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგის ორ საპილოტე კომპანია დაარსდება. რეგიონისთვის კი ფედერალური კომიტეტი კრიპტოვალუტის ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად შეიქმნა. ახალი პოლიტიკის ფარგლებში, კრიპტო მრჩეველთა კომიტეტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელთა აშენებაც კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გახდა საჭირო. კომიტეტმა პირველი სხდომა 17 მარტს გამართა. ”მთავრობის მეთაურის, მაჰმუდ ხანის მითითებების მიხედვით ხეიბერ პახტუნკვას რეგიონი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს კრიპტოვალუტისა და მაინინგის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინიციატივის განსახორციელებლად ვთანამშრომლობთ დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან”, – განაცხადა რეგიონის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში მრჩეველმა, ზია ულლა ბანგაშმა. შეიქმნა რეგიონის კრიპტო მრჩეველთა კომიტეტი. კომიტეტის მოვალეობაა რეგულაციის, ლეგალიზაციისა და საჭირო კანონმდებლობის შემუშავება. ადგილობრივი ცნობების თანახმად, ხეიბერ პახტუნკვა პაკისტანის ოთხი პროვინციიდან პირველია, ვინც საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პაკისტანის სახელმწიფო ბანკმა 2018 წელს ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალა. მაშინ ბანკმა განაცხადა, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი არ იყო კანონიერი საშუალება. The post პაკისტანის ერთ-ერთ რეგიონიში ორი მაინინგის კომპანია მუშაობას დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- პაკისტანის
- ერთ-ერთ
- (and 5 more)
-
იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
იაპონიის ბანკის მმართველმა, კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ განხილვები ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკს პოზიცია არ შეუცვლია. კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით ეკიდება გლობალური ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას, რადგან ამ საფრთხილო საკითს სჭირდება საზოგადოებაზე დაკვირვება. იგი ამბობს, რომ საკითხის დამტკიცება 2021 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ტესტირების ფაზებიდან ციფრული ვალუტა მოქმედებაში გაზაფხულზე უნდა ჩაეშვას. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს. აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია. The post იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- იაპონიის
- ცენტრალური
-
(and 5 more)
Tagged with: