2017 წლის მაისში, აიოვას შტატში, მონიკა მეტისის ძაღლი ჰეზელი სახლიდან გაუჩინარდა. სამ წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მაშინ როდესაც მონიკას ყველა იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, შემთხვევით სოციალურ ქსელში, ლუდის ქილის რეკლამაში ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და მაშინვე დაუკავშირდა ლუდსახარშ კომპანიას.
როგორც გაირკვა, ქალაქ ფლორიდაში, ლუდსახარში კომპანია Motorworks Brewing, ძაღლების თავშესაფარს ახალი პატრონის მოძიებაში ეხმარებოდა და ამ მიზნით ლუდის ქილებზე ბენეფიციარი ძაღლების გამოსახულებებს ბეჭდავდა.
კომპანია ცნობილია უპატრონო ცხოველების თავშესაფრებთან მსგავსი CSR საქველმოქმედო თანამშრომლობით, თუმცა პატრონის მიერ თავისი ძაღლის პოვნა პირველი და ორმაგად სასიხარულო ფაქტია.
მონიკა მეტისმა თავშესაფარს უკვე წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სულ მალე ჰეზელს მინესოტაში, თავის სახლში დააბრუნებს.
წყარო: BBC