ძებნა
'კომფორტი' ძებნის შედეგები.
-
ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს როგორც ტიპს რომელსაც შეუძლია თითქმის ნებისმიერ საქმეს ჩაუჯდეს და ხშირად ბევრ "პროფესიონალზე" უკეთესი შედეგიც დადოს, მაგრამ ამასთან ერთად არ შეუძლია სინქრონულად რამდენიმე საქმის კეთება. ეს პრინციპში ტერმინშივე არ არის სწორი. სინქრონულად ორ შვიდ საქმეს ვერავინ აკეთებს, ყველას უწევს ძალიან ხშირად გადაერთოს რამდენიმე საქმეს შორის. ხოდა ყოველთვის მეგონა რომ ეგ არ შემეძლო. ერთი პერიოდი აკადემიური პოზიციების შემოთავაზება მქონდა მაგრამ ისეთების, არასპეციფიურების, ზოგადად აკადემიურების, ხოდა ხელები გავასავსავე, მეთქი ერთი საქმის კარგად კეთება თუ გინდათ, შემოგევლოთ ჩემი თავი მაგრამ 7 საქმეს პარალელურად ვერათქო. ისე წავიდა ცხოვრება რომ ამ ბოლო დროს თითქმის იძულებით მომწიწია რაღაც ისეთ პროექტში თავის გაყოფა და ზოგადი მენეჯმენტი, რომელსაც ბლენდერში *ვერების ჩაყოფას ვამჯობინებდი არჩევანი რომ ყოფილიყო. ხოდა გავიდა რამდენიმე თვე, თითქმის გათენებიდან დაღამებამდე ტვინის ღერღვაში და . . . არ მომდის არაფერი ამის კარგის ჭანჭლები რო მოვ**ან. საკუთარ თავს ვესაწყლებოდი რაღაც პერიოდი მაგრამ იმენა უპრობლემოდ ვართმევ თავს. ამ გადასახედიდან დავფიქრდი მერე. მეთქი მაშინ ნეტა საკუთარი თავის იმედი არ მქონდა თუ უბრალოდ დისკომფორტი მეზარებოდათქო. ხოდა ეს ბოლო ვარიანტი იყო აშკარად. ერთი მხრივ კარგია კომფორტი მაგრამ მეორე მხრივ სტაგნააციაა. ოქროს შუალედი ამაშიც ამხანაგებო
-
ეს არის იდეოლოგია, მიზანი, იდენტობის ნაწილი ამ საუკუნეში მცხოვრები ადამიანის? ანუ ჩემთვის მთავარია ვიყო უსაფრთხოებასა და კომფორტში, რა მოუვა ჩემ ენას, დამწერლობას, სახელმწიფოებრიობას, ემოციური და ისტორიული შინაარსის ღირებულებებს შემიძლია გადავახურდავო უსაფრთხოებასა და კომფორტზე და სინდისი მშვიდად მქონდეს? რა ღლეობაა, აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და კომფორტში ცხოვრება, გამოდის ევოლუციური ხიწვები უნდა მოვიშოროთ და ვზომბირდეთ ერთხელ და სამუდამოდ? ოკ არ მინდა უკიდურესობები მარა არც ის მინდა ყველასნაირი ვიყო და რამე არ მაღელვებდეს გარდა შიმშილისა, კოხტაპრუწული დაღლილობისა, შვებულება სად გავატარო ამაზე დარდისა და რა ჩავიცვა ან რომელ სასტუმროში დვბინავდე როცა მარაკეშში თუ პარიზში ჩაფრენისას... ძნ მეღლევება აბსოლუტურ კომფორტში ცხოვრება, ქუჩები სადაც ინდივიდს ვერ წავიკითხავ და ვერ გავბრაზდები ან ვერ აღვფრთოვანდები, ვერ ვიჯაჯღანებ მასზე ვინც ჭადარსა და ჭადარს შორის ცაცხვი დარგო, გუნებაში ვერ მოვეფერო ცაცხვს და არ გავამხნევო: "გახრჩობენ ბოზები ხუნხულ?" რავიცი კომფორტი რომ აღლევებს ხო ვიცით? გავიხსენით ვაჟას "ჩემი ვედრება": ნუ დამასვენებ ნურასდროს,მამყოფე შეძრწუნებული,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებული.როცა გულს ცეცხლი მედება,გონება მსჯელობს საღადა,მაშინ ვარ თავისუფალი,თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.(...) http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/Cemi_vedreba.htm ჰო და რავიცი რა კვირა დღეა და მეფიქრება რა