Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კავკასიაში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება - მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისთვის განახლებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობისკენ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ. ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი. „ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ“ , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
  2. მეცნიერება საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ 30.01.2021 21:01 საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვრის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა. _ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში? ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში. დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. _რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით? ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა. _როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში? ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს. ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში. _ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას. არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება. _საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე? ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ. _ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია
  3. დავით თაბაგარის ფოტო ჯემნიუსისთვისყარაბაღში ბოლო ომის შემდეგ, რეგიონში მრავალი რამ შეიცვალა. მათ შორის დღის წესრიგში დადგა აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით სატრანსპორტო ხაზების აღდგენის საკითხი რასაც შეიძლება საქართველოს სატრანზიტო როლის შემცირება მოჰყვეს. 11 იანვარს, პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ოფიციალურად მოაწერეს ხელი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან სომხეთის გავლით ნახიჭევანამდე (აზერბაიჯანის ექსკლავამდე) სატრანსპორტო კორიდორის ამუშავებას. რა წერია მოსკოვის შეთანხმებაში – რა მიიღეს და რა ვერ მიიღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა და როგორ გაიხსნება გზებიდა ასევე განიხილეს რკინიგზის მეშვეობით ამ კორიდორთან ერევნის დაკავშირება. ამგვარად, ეს კორიდორი რომ ამუშავდება, აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია თურქეთს დაუკავშირდება, სომხეთი კი აზერბაიჯანის გავლით – რუსეთს. რა იცვლება საქართველოსთვის? ერთი შეხედვით საქართველოს სატრანზიტო როლს ეს მართლაც ზღუდავს. მუდმივი ამქვეყნად არაფერია და, ადრე თუ გვიან, ის სატრანსპორტო (ლამის) მონოპოლია, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას გააჩნდა, ოდესღაც უნდა დასრულებულიყო. თუმცა, თავისი გეოგრაფიისა და კავკასიელ მეზობლებთან კარგი ურთიერთობების წყალობით, საქართველოს კვლავაც მრავალი უპირატესობა გააჩნია. დავიწყოთ იმით, რომ ზემოთაღნიშნული სატრანსპორტო ხაზების აღდგენა-ამუშავებას (ისინი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფუნქციონირებდნენ) დრო სჭირდება. აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია ალბათ მალე დაუკავშირდება ნახიჭევანს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ ამ ერთმა ხაზმა სრულიად დააკმაყოფილოს თურქულ-აზერბაიჯანული ორმხრივი სავაჭრო-სატრანსპორტო მოთხოვნილებები. ასევე, საკითხავია რამდენად შეუფერხებლად და სწრაფად იმუშავებს სომხეთის ტერიტორიის გავლით ორი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რკინიგზა. წესით, სომხეთი თავის საზღვარზე შემადგენლობებს აუცილებლად დააკავებს ხოლმე შესამოწმებლად, რაც მოუხერხებელს გახდის ამ გზას. კიდევ უფრო რთულად იქნება საქმე ახალ სომხურ-რუსულ კორიდორთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, რომ აქ აღსადგენია ერევნიდან მომავალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ სომხეთიდან რუსეთში (და პირიქით) მიმავალმა შემადგენლობებმა აზერბაიჯანის საკმაოდ დიდი ტერიტორია უნდა გაიარონ. რომც დავუშვათ რომ უსაფრთხოების მხრივ გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება, შემადგენლობათა მოძრაობა, წესით, მაინც შენელდება: მარშრუტი გრძელია და იგი სამ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის სომხეთისთვის მტრულ აზერბაიჯანს, რომელიც თავის საზღვარზე ასევე დააკავებს სომხეთიდან მომავალ შემადგენლობებს შესამოწმებლად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სომხეთისათვის რუსეთზე გასვლა, შესაძლოა, კვლავ საქართველოს გავლით უფრო იოლ ვარიანტად დარჩეს. რა პრობლემები დგას საქართველოს სატრანზიტო კორიდორების წინაშე მიუხედავად ამისა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ნადვილად აქვს აზრი რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ხაზების განვითარებაზე ფიქრს. მით უმეტეს, რომ დღემდე დიდი პრობლემაა ლარსის გავლით მოძრაობა – უამინდობის დროს აქ გადაადგილება სერიოზულად ფერხდება. ხშირად საცობებია სხვა სეზონების დროსაც. ჩვენთან ამ საკითხის დასმა პანიკას იწვევს ხოლმე, რადგან რუსეთთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ახალი გზა ახალი აგრესიის შესაძლებლობად აღიქმება. თუმცა, იმ პირობებში როცა რუსული სამხედრო ბაზა თბილისიდან 40 კილომეტრში, ზედ მთავარ ავტობანთანაა განლაგებული, ეს პანიკა აშკარად უსაფუძვლოა, – საქართველოზე აგრესიისასთვის რუსეთს ახალი გზა დიდად არც სჭირდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთისათვის სომხეთზე გასასვლელად ყველაზე იოლ და მოკლე გზას საქართველოზე გამავალი რკინიგზა წარმოადგენდა. მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი – ტრანსკავკასიური რკინიგზა: არსაიდან არსაითგასაგები მიზეზების გამო ამ რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი უკვე თითქმის 30 წელია რაც აღარ მუშაობს. მისი აღდგენისა და ამუშავების საკითხი არაერთხელ (ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდეც) წამოჭრილა, მაგრამ თბილისი ამ თემას ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ხოლმე და ამისათვის ბევრი მიზეზიც არსებობდა. დანგრეული სარკინიგზო სადგური სამეგრელოში, სოფელი ხეთა. ჯერ ეგ ერთი, ამ სარკინიგზო კორიდორის ამუშავებითა და რუსეთ-სომხეთის იოლად დაკავშირებით, წესით, თბილისი აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობას გაიფუჭებდა, რადგან ამ ხაზის მეშვეობით რუსეთი უფრო იოლად მოამარაგებდა თავის სამხედრო ბაზას გიუმრიში. დღეს, ყარაბაღის ბოლო ომის შედეგების გათვალისწინებით, ეს საფრთხე თითქმის აღარ არსებობს. თუმცა, არსად წასულა სხვა საფრთხეები: კონკრეტულად, რუსეთი ამ ხაზით ირანზე გავა, რაც ნამდვილად არ გაახარებს საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში. ასევე, რჩება კიდევ ერთი, საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემა: სომხეთისა და რუსეთის საქართველოს გავლით დამაკაშვირებელი სარკინიგზო ხაზის ამუშავება ძნელი წარმოსადგენია აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გარეშე. ოკუპაციის პირობებში თბილისისათვის არ იქნება იოლი მოსკოვის დაყოლიება იმაზე, რომ მოსკოვიდან ერევანში მიმავალი მატარებელი საზღვარზე შესამოწმებლად ფსოუზე გაჩერდეს და არა ენგურზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ორი სარკინიგზო ხაზის აღდგენასა და ამუშავებას დრო სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს ამოცანაა უფრო მეტად განავითაროს და გააფართოვოს თავისი სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რათა ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გახდეს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს მთავარი ავტობანის გაგრძელებასა და დასრულებას და რაც მთავარია, რიკოთის უღელტეხილის დაფარვას. ზღვა – საქართველოს უალტერნატივო უპირატესობა ცხადია, სახმელეთო კომუნიკაციებზე საუბარმა არ უნდა დაგვავიწყოს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით საქართველოს უზარმაზარი უპირატესობა გააჩნია ზღვაზე გასასვლელის სახით. თუკი, იგივე ფოთის პორტიდან ტვირთი სომხეთსა და აზერბაიჯანში იოლად ჩავა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნებს განურჩევლად იმისა, თუ როგორ იმუშავებს აღდგენილი სარკინიგზო ხაზები. ფოთის პორტი. გიორგი გოგუა, რადიო თავისუფლებაამისათვის კი, ავტობანის დასრულების გარდა, საჭირო იქნება ფოთის პორტის გაფართოება და სამომავლოდ ნამდვილად აზრი აქვს ფიქრს ახალი პორტის მშენებლობაზე (იგივე ანაკლიაში). ახალი რეალობა და ენერგოკორიდორები რაც შეეხება ენერგოკორიდორებს – ყარაბაღში ბოლო ომის შედეგად წარმოქმნილი სტატუს კვო არანაირად არ ცვლის ვითარებას ამ მიმართულებით. გამოითქვა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთზე შესაძლოა აშენდეს ახალი მილსადენები და ამგვარად საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ეს შიში სრულიად უსაფუძვლოა. დავიწყოთ იქიდან, რომ მილსადენის მშენებლობა უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს და გაურკვეველია რატომ უნდა გაიღონ ეს ხარჯები ბაქომ და ანკარამ მაშინ, როცა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული მილსადენები დიდი ხანია უპრობლემოდ მუშაობს. გარდა ამისა, ამჯერადაც აზერბაიჯანს თურქეთზე გასვლა სხვა ქვეყნის გავლით მოუწევს. ეს ქვეყანა კი სომხეთი იქნება… მოკლედ, ამაზე ბევრი და სერიოზული მსჯელობა ნამდვილად არ ღირს. ზოგადად, საქართველო დაინტერესებული უნდა იყოს რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით. საქართველო არის ქვეყანამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტრანზიტსა და ტურიზმზე. ამიტომაც, ზნეობრივი არგუმენტები სულაც რომ გვერდით გადავდოთ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც კი, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო მხოლოდ მოგებული დარჩება, თუკი ბაქო და ერევანი ურთიერთობებს რაღაც დონეზე მაინც დაალაგებენ. რა შემოსავალიც არ უნდა დაიკარგოს ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია ერთმნშვნელოვნად უფრო მეტ რეგიონულ პროექტებსა და ზოგადად უფრო მეტ განვითარებას ნიშნავს. ________________________________________________ სტატიის ავტორი თორნიკე შძარაშენიძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი