Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინტერნეტ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. რაც დრო გადის რიგითი ადამიანის იდენტობის უფროდაუფრო დიდი ნაწილი გადადის ინტერნეტში. ზოგი დღეღამეში მეტ დროს ინტერნეტის მოქალაქედ ვატარებთ ვიდრე იმ ქვეყნის სადაც ვართ, ხოდა ამ გადასვლის პროცესში მგონი ჯერ გათვითცნობიერებულები არ ვართ იმაში რით განსხვავდება ინტერნეტი irl ცხოვრებისგან და ბევრი ინტერნეტში იმას ვაკეთებთ რაც უბანში ტიტლიკანა ტანტალის ექვივალენტი იქნებოდა. ამ თემაში მინდა დავდოთ მარტივი ინსტრუქციები იმაზე როგორ იყოთ ინტერნეტის უფრო გათვითცნობიერებული და კონფიდენციალური მოქალაქე. დროთა განმავლობაში ახალი ინფორმაციით პირველივე პოსტს ჩავასწორებ ხოლმე (ალბათ). ყველაზე დიდი თვალები ინტერნეტში აქვს Google-ს. რაც შეიძლება არ იცოდეთ არის ის რომ მათი ყველა სერვისი არის გაერთიანებული ერთ სისტემაში. თქვენ ამ სისტემაში ხართ აღრიცხული როგორც ერთერთი მომხმარებელი და შედგენილია თქვენი ე.წ. "ანკეტა". აქ არის აღრიცხული რას ეძებდით, როდის, საიდან (რომელი IP-დან და მოწყობილობიდან), რა იყიდეთ (მეილზე მოსული ინვოისების მიხედვით), სად იმოგზაურეთ (ანდოიდის ტელეფონიდან GPS ინფორმაციით), თქვენი ხმის ჩანაწერები (თუ ანდროიდ ტელეფონზე google assistant გაქვთ ჩართული), დ.ა.შ. ყველას პირველი პრიორიტეტი ჩემი აზრით ის უნდა იყოს რომ მაქსიმალურად იყოს გათვითცნობიერებული იმაში თუ ვის და რა ინფორმაციას აძლევს საკუთარ თავზე. დავიწყოთ მარტივი, სწრაფი და უფასო საშუალებებით რომლებითაც ყველას შეგიძლიათ უფრო კონფიდენციალური გახადოთ თქვენი ინტერნეტ ესკაპადები. 1) ძებნის პროვაიდერი ალბათ 99.9% იყენებთ Google Search-ს. სპეციფიურად შედიხართ საიტზე თუ ბრაუზერის მისამართის ფანჯარაშივე წერთ საძებნ სიტყვებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი ძებნები დაფიქსირდება თქვენს აქაუნთზე და თქვენს IP-ზე. მინიმალური ცვლილება და მაქსიმალური შედეგი თუ გინდათ, ამისთვის არსებობს startpage.com ეს არ ის სერვისი რომელიც გაატარებს თქვენს ძებნის მოთხოვნას გუგლის მიმართულებით და გამოატარებს გუგლისვე შედეგებს უკან, ოღონდ ისე რომ გუგლს არ გაუმხელს ვინ სვამს ამ კითხვას. ანუ პრინციპში გამოიყენებთ გუგლის ძებნას მაგრამ კონფიდენციალურად. არსებობს მთლიანად დამოუკიდებელი ძებნის სერვისები მაგრამ გუგლის ბაზებამდე ჯერ ბევრი უკლიათ. ამათზეც დავწერ ალბათ მაგრამ მოგვიანებით. 2) ინტერნეტ ბრაუზერი თუ იყენებთ Google Chrome-ს, თქვენი ყველა მონახულებული საიტი და (ზოგ შემთხვევაში) აკრეფილი ტექსტი, მიღებული და გაგზავნილი მეილები, დ.ა.შ. აღირიცხება თქვენს გუგლის metadata-ში. თუ იყენებთ Internet Explorer-ს, დაახლოებით იგივე მოხდება ოღონდ ამჯერად Microsoft-ის ბაზაში. Firefox აქამდე კონფიდენციალობის სადარაჯოზე იდგა მაგრამ ამ ბოლო დროს საეჭვო იდენტობის კრიზისი აქვთ და ისეთ რაღაცებს ამბობენ რომ ბევრი დააიზმენეს, ჩემი ჩათვლით. მოკლედ აქაც, როგორც ძებნის პროვაიდერის შემთხვევაში არის იმის საშუალება რომ ძალიან პატარა ცვლილებით დიდი შედეგი მიიღოთ. საქმე იმაშია რომ Chrome არის "დაშენებული" საბაზისო ბრაუზერზე სახელად Chromium. იგივე ბაზაზე არის სხვა ბრაუზერებიც რომლებიც ბევრად უფრო მეტ პატივს სცემენ მომხმარებლის კონფიდენციალურობას და გამოყენებაში ბევრად არაფრით განსხვავდებიან. ზოგი მაგალითად Chrome-ს "დამატებებსაც" (extensions) კი იმატებს უპრობლემოდ. ასეთებია მაგალითად Brave და Vivaldi.