ძებნა
'ინტერესების' ძებნის შედეგები.
-
პროფესიული ინტერესების კლასიფიკაცია პროფესიული ორიენტაციის სფეროში ყველაზე ხშირად სწორედ ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები გამოიყენება. ინტერესების საკვლევი მეთოდები ადამიანებს ეხმარება დაფიქრდნენ საკუთარი ინტერესებზე. ადამიანთა ინტერესების სისტემა უამრავ განსხვავებულ ინტერესს მოიცავს. ამავე დროს, თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების უნიკალური ერთობლიობით ხასიათდება. პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში უსარგებლო იქნებოდა ინტერესთან კომპონენტზე კონცენტრირება მისი გარკვეულ კატეგორიაში მოთავსებისა და შრომითი სფეროს კონტექსტში გაანალიზების გარეშე. იმისთვის, რომ ადამიანებმა თვითშემეცნების პროცესში საკუთარი მიდრეკილებების სპეფიფიკურ შრომით სფეროსთან დაკავშირება შეძლონ, ინტერესების კატეგორირების არაერთი გზა არსებობს. ინტერესთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი კლასიფიკაცია შეიმუშავა ჯონ ჰოლანდმა, რომელმაც ინტერესები ექვს ჯგუფში გააერთიანა: რეალისტური, კვლევითი, შემოქმედებითი, სოციალური, ინიციატივიანი და საკანცელარიო. ქვემოთ წარმოდგენილია ინტერესთა თითოეული კატეგორიის მოკლე აღწერილობები: http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/123ugk.jpgრეალისტური სფერო მოიცავს საქმიანობებს, რომლებიც სამუშაოს ხელით შესრულებას, შენობის გარეთ მუშაობას ან ფიზიკური ტიპის აქტივობას მოითხოვენ, ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პროდუქტიულობა და პრაქტიკულობა. ამასთანავე, ახასიათებს მუშაობის პრინციპული, მკაცრი, რისკიანი და გაბედული სტილი. რეალისტური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი სამუშაო, როგორიცაა ავტომობილის მექანიკოსობა, ავიადისპეჩერობა, ტოპოგრაფია, ფერმერობა, ელექტრიკოსობა და ა.შ. როგორც წესი, მათ გააჩნიათ მექანიკური უნარები, მაგრამ აკლიათ სოციალური შესაძლებლობები, შესაბამისად, თავს არიდებენ ისეთ სამუშაოებს, სადაც საჭიროა დიდი დოზით ადამიანებთან ურთიერთობა. რეალისტური ინტერესებს მიეკუთვნება მიდრეკილება მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენების მიმართ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/download_1.jpgკვლევით სფეროში შემავალი პროფესიები მომუშავისაგან კომპლექსური მეცნიერული პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის გზების ძიებას, საგნებისა და მოვლენების შესწავლასა და გაგებას მოითხოვს, შესაბამისად, კვლევით სფეროში სამუშაოდ აუცილებელია ანალიტიკური, ტექნიკური, მეცნიერული უნარები, წერისა და ვერბალური გადმოცემის შესაძლებლობა და ა.შ.; კვლევითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ბიოლოგიის, ქიმიკოსის, ფიზიკოსის, ანთროპოლოგიის, გეოლოგიის, სამედიცინო ტექნოლოგიების, მკვლევრისა და სხვა. როგორც წესი, მათ გააჩნიათ საბუნებისმეტყველო კვლევის უნარები, უყვართ კვლევა-ძიების გზით საკითხის გადაწყვეტა და ახლის აღმოჩენა, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიდერობის თვისებებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shemoqmedebiti.jpgშემოქმედებითი პროფესიები ხელს უწყობს ადამიანს შემოქმედებითობის, პიროვნული ინდივიდიალობის, ემოციის გამოხატვასა და ინტელექტუალურ აქტივობას წერის, მუსიკის, ხელოვნების საშუალებით. შემოქმედებითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები: კომპოზიტორობა, მუსიკოსობა, რეჟისორობა, მწერლობა, დეკორატორობა, მსახიობობა, დრამატურგობა და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ შემოქმედებითი უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან საკანცელარიო უნარებს, შესაბამისად, არ აინტერესებთ რუტინული, განმეორებადი, სტანდარტებს დაქვემდებარებული და ორგანიზაცული სამუშაო. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/socialuri%20sfero.jpgსოციალური პროფესიები ადამიანს საშუალებას აძლევს დაეხმარონ, ასწავლონ, მოემსახურონ სხვებს და იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე. სოციალური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ საზოგადოებრივი საქმიანობა, როგორებიცაა მასწავლებლის, ადვოკატის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, სოციალური მუშაკისა და ა.შ. როგორც წესი, მათ აქვთ ინტერპერსონალური, თანაგრძნობის, სხვებისათვის რჩევის მიცების უნარი, თუმცა მოკლებულნი არიან ტექნიკური და მექანიკური ტიპის შესაძლებლობებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/iniciativiani.jpgინიციატივიანი პროფესიები მომუშავისაგან სხვების მართვას, მათ ქცევაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ დარწმუნებასა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მოითხოვს. ამგვარი სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია თავდაჯერებულობა, რისკიანობა, მაღალი პასუხისმგებლობა, მიზნის მიღწევისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვა და გაბედული მოქმედება. ინიციატივიანი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ სამუშაო, რომელიც ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას იძლევა: გამყიდველის, მენეჯერის, ბიზნესმენის, ტელერეჟისორის, გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტის და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ ლიდერის მონაცემები, მაგრამ მოკლებულნი არიან მეცნიერული კვლევის უნარს. ასე რომ, ნაკლებად აინტერესებთ კვლევითი სფეროს პროფესიები. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/sakancelario.jpgსაკანცელარიო საქმიანობები მოიცავს ორგანიზებულ, დაგეგმილ აქტივობებს. ამგვარი პროფესიები მომუშავისაგან სიზუსტეს, რიცხვებთან და ტექნიკასთან მუშაობას, მოწესრიგებული რუტინით, სტანდარტებით ხელმძღვანელობასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. საკანცელარიო ტიპის სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია სიფრთხილე, მოწესრიგებულობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. საკანცელარიო ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ შემდეგი პროფესიები: ბუღალტრის, სტენოგრაფისტის, ფინანსისტის, ბანკირის, ღირებულების შემფასებლის, საგადასახადო ექსპერტისა და სხვა. მათ აქვთ საკანცელარიო და ადმინისტრაციული უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებითობას. ჰოლანდის ინტერესთა კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამი სფერო შეირჩევა, რომლიც საშუალებითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ის პროფესიული სფეროები თუ სამუშაო ალტერნატივები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესატყვისებათ. ამასთან, შეძლებთ თქვენ ინტერესებთან კომბინაციაში მყოფი პროფესიული სფეროს დანახვას, ამისთვის საუკეთესო გამოსავალია შეავსოთ ჰოლანდის თვითსაკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ იფიქროთ, რომელი სამი სფეროა ინტერესთა ჰოლანდისეული კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე ახლოს
- 1 reply
-
- პროფესიული
- ინტერესების
-
(and 1 more)
Tagged with:
-
კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი მეორე საფეხური: შეავსეთ ინტერესების საკვლები კითხვარი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/kariera.jpgშეავსეთ კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი, რომლის საშუალებითაც საკუთარი კარიერული ინტერესების საფუძველზე განსაზღვრავთ იმ პროფესიულ სფეროს, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. შრომითი ინტერესების გაანალიზებისათვის საუკეთესო სისტემა მომზადებულია ა.შ.შ.-ს შრომის დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც: 1. საკუთარი ინტერესების გაანალიზება გეხმარებათ მოძიებული ინფორმაცია პროფესიის არჩევისას გამოიყენოთ; 2. საკუთარი ინტერესების ცოდნა გეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა გამოგდით კარგად, როგორი სახის სამუშაოს კეთებისას მიიღებთ სიამოვნებას და რომელი საქმიანობა და პროფესიაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი; 3. თქვენი ინტერესების გამოყოფა საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ის პროფესიული მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. იქიდან გამომდინარე, რომ შრომით ბაზარზე არსებული ათასობით პროფესიის თუ სამუშაოს აღწერა გამოსაყენებლად ძალიან არაპრაქტიკულია, ექსპერტებმა ისინი ინტერესების მცირე ჯგუფებში გაანაწილეს, რომლებიც მოცემულია 16 პროფესიული სფეროს ჩამონათვალში. ინტერესების მოცემული ტაქსონომია შემუშავებულია ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ. იმისთვის, რომ თქვენი ინტერესები გააანალიზოთ, საჭიროა, ინტერესთა კატეგორიებს გაეცნოთ. წაიკითხეთ ინტერესების სფეროების დეფინიციები და გააანალიზეთ, გაიტერესებთ თუ არა ისინი. თქვენთვის შესაბამისი პროფესიული სფეროს დადგენის ორი გზა არსებობს: ერთი მოკლე და მეტნაკლებად სუბიექტური, ხოლო მეორე გრძელი და უფრო ობიექტური. 1. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაეცნოთ ა.შ.შ.-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ 16 პროფესიულ სფეროს და მათი გაანალიზების შემდეგ შეარჩიოთ ის სფეროები, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაინტერესებთ. თუმცაღა, ეს მიდგომა გამოირჩევა სუბიექტურობით, რადგან შესაძლებელია შეარჩიოთ ის პროფესიული სფერო, რომელიც ნაკლებად ან სულაც არ შეგესაბამებათ და მხოლოდ და მხოლოდ გეჩვენებათ ასე. იმისთვის, რომ უფრო სანდო ინფორმაცია მიიღოთ, ინტერესების გამორკვევის მეორე გზის გამოყენებას გირჩევთ. 2. შეავსეთ პროფესიული ინტერესების საკლევი კითხვარი, რომლის შედეგადაც დაადგენთ, თუ რომელი პროფესიული სფეროა თქვენთვის შესაბამისი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროფესიული სფერო ნამდვილად თქვენი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. პროფესიული ინტერესების საკვლევი კითხვარი მესამე საფეხური: გამოარკვიეთ თქვენი შესაბამისი პროფესიული სფერო http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto_0.jpgპროფესიული ინტერესების კითხვარის შედეგად თქვენ დაადგენთ იმ პროფესიულ სფეროებს და მიმართულებებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ და გაინტერესებთ. ამის შემდგომ უმჯობესი იქნება თუ მიღებულ შედეგებს დააკავშირებთ იმ შედეგებთან, რომლებიც ჰოლადის თვითსაკვლევის შევსების შედეგად მიიღეთ. უმჯობესი იქნება, თუ არ დაეყრდნობით მხოლოდ ერთი რომელიმე კითხვარის შედეგებს და ორივე მათგანს ერთობლივად გააანალიზებთ. მაგალითად, თუ თქვენ პროფესიული ინტერესების კითხვარში მიიღეთ, რომ გაინტერესებთ არქიტექტურის და მშენებლობის სფერო, დააკვირდით, რა შედეგები მიიღეთ ჰოლანდის თვითსაკვლევში, ხომ არ არის აქაც ის პროფესიები, რომლებიც შედის არქიტექტურის და მშენებლობის სფეროში? როგორც წესი, ჰოლანდის თვითსაკვლევი გთავაზობთ პროფესიათა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც, სხვებთან შედარებით, მეტნაკლებად შეგესაბამებათ, თქვენ უნდა გაეცნოთ მათ და მსჯელობის შედეგად აირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი რომელიმე მათგანი. განსჯის დროს გირჩევთ, ასევე, ინტერესების კითხვარის შედეგებიც გამოიყენოთ და ჰოლანდის თვითსაკვლევის მიერ შემოთავაზებული პროფესიებიდან პროფესიული ინტერესების კითხვარში მიღებული შედეგების შესაბამისი პროფესია აირჩიოთ
-
- კარიერული
- ინტერესების
-
(and 2 more)
Tagged with:
-
პროფესიული ინტერესების შეფასება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_1.jpgკარიერული შეფასების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ინტერესების შესაფასებელი ტესტები/კითხვარები. ამ შემთხვევაში გამოიყენებენ ისეთ პოპულარულ და აპრობირებულ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ჰოლანდის თვითსაკვლევი, სთრონგის ინტერესების საკვლევი კითხვარი, კუდერის პროფესიული საკვლევი და სხვა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების მთავარი ამოცანაა ადამიანისთვის პრიორიტეტული პროფესიული/კარიერული ინტერესების გამოყოფა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები ადამიანებს ეხმარება გამოყონ ისეთი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებული შეიძლება იყოს არასამუშაო და სამუშაო აქტივობებთან, სამუშაო გარემოსთან და აკადემიურ ცხოვრებასთან. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების ერთი ნაწილის შემთხვევაში, მიღებული ტესტური შედეგები უნდა შედარდეს იმ ადამიანების ტესტურ შედეგებს, რომლებმაც შეავსეს ინტერესების საკვლევი იგივე ტესტი და ეს წარმატებით დაეხმარათ პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში. გაეცანით საკითხავ მასალებს ინტერესების შესახებ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2015-Entrepreneurial-Psychology_0.jpgდღეისათვის არსებობს ინტერესების კატეგორიებად ორიგანიზების რამდენიმე მეთოდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი პროფესიული ინტერესები დაუკავშირონ კონკრეტულ პროფესიას, სამუშაოს თუ სამუშაო გარემოს. პროფესიული ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისტემა შექმნილია ჯონ ჰოლანდის მიერ, რომელიც ადამიანის პროფესიულ ინტერესებს 6 მთავარ კატეგორიაში ანაწილებს: რეალისტური აქტივობები დაკავშირებულია ოფისის გარეთ მუშაობასთან და ისეთი დავალებების შესრულებასთან, რომელიც საჭიროებს ხელით მუშაობას; კვლევითი სამუშაოები დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტასთან; შემოქმედებითი აქტივობები მოიცავს ისეთი შემოქმედებითი და პერსონალური მახასიათებლების გამოვლენას, რომლებიც დაკავშირებულია წერასთან, მუსიკასთან და ხელოვნებასთან; სოციალური ინტერესები საშუალებას გვაძლევს ვასწავლოთ სხვა ადამიანებს და დახმარება გავუწიოთ მათ; ინიციატივიანი ინტერესები მოიცავს სხვების მართვასთან და დარწმუნებასთან დაკავშირებული სამუშაო დავალებების შესრულებას; საკანცელარიო ინტერესები დაკავშირებულია დაგეგმვასა და ორგანიზებასთან. გაეცანით ინფორმაციას ჰოლანდის თვითსაკვლევის შესახებ ჰოლანდის ინტერესების კლასიფიკაციას პროფესიული კონსულტანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი 3 ყველაზე პრიორიტეტული ინტერესების შეფასებით თქვენ იღებთ სამნიშნა კოდს, ხოლო ჰოლანდის პროფესიათა კოდების ლექსიკონის გამოყენებით შესაძლებლობა გაქვთ სამნიშნა კოდით შეარჩიოთ ის პროფესიები, სადაც თქვენთვის სამი ყველაზე პრიორიტეტული ინტერესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეავსეთ ჰოლანდის ტესტი რა გავლენას ახდენს ინტერესების შეფასება კარიერულ განვითარებაზე? - თაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/career.jpgროგორც თაიას შემთხვევის ანალიზიდან დაინახავთ, ინტერესების საკვლევ ინსტრუმენტებს შეუძლია მოგაწოდოთ ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი ინტერესების შესაბამისი პროფესიის არჩევის შედეგად, შეგიძლიათ იკვლიოთ რა შესაძლებლობები არსებობს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში. დღევანდელ სამყაროში კარიერა და სამუშაო გვაკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან. რეალურად, საკუთარი პიროვნების გაანალიზება გვეხმარება ვიცოდეთ ვინ ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია ყველაზე უკეთ. რამდენჯერ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის „რომელია ჩემი ძირითადი პროფესია?“ ან „რისი კეთება გამომდის ყველაზე უკეთ?“. ასე რომ, ძირითადი პროფესიის არჩევა და კარიერული ბილიკის დაგეგმვა პირველი ნაბიჯებია საკუთარი პიროვნული იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.
-
- პროფესიული
- ინტერესების
-
(and 1 more)
Tagged with: