Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინტერესები?' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. რა არის პროფესიული ინტერესები? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi.jpgპროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე თვითგამორკვევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ინტერესების გააანალიზებაა. ინტერესი - ეს არის სურვილი, მიდრეკილება, მოტივაცია, მოთხოვნილება გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ. პროფესიული ორიენტაციის კონტექსტში ინტერესი გამოხატავს ადამიანის მოწონებას გარკვეული საქმიანობის, მისი შინაარსის და ხასიათის მიმართ. თუ ინდივიდს მოსწონს სამუშაოს მახასიათებლები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა მიმზიდველი, საინტერესოა მისთვის და, შესაბამისად, ის ამ პროფესიაში უფრო მეტად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტორიტეტის მოპოვებას, წარმატების მიღწევას და, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნება საკუთარი სამუშაოთი. კარიერის დაგეგმვა იმთავითვე მოიაზრებს იმ პროფესიის არჩევას, რომელიც ადამიანს მოსწონს და რომლის კეთებაც გამოსდის. თუმცა არსებობს ინტერესების გარკვევასთან დაკავშირებული გარკევული სახის სირთულეები. ადამიანთან უმრავლესობას გააჩნია ინტერესების ფართო სპექტრი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოსთან თუ პროფესიასთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ინტერესი შეიძლება მხოლოდ ერთ პროფესიას უკავშირდებოდეს, ზოგიერთი კი საქმიანობათა მთელ სფეროს, რომელშიც უამრავი პოზიციაა თავმოყრილი. თუმცა, ინტერესის არსებობა კონკრეტული სფეროს მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ამ პროფესიაში წარმატების მიღწევისთვის საკმარისი უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/interests.jpgმაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ ხალხის დახმარება, მაგრამ არ გქონდეთ შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ექიმი გახდეთ; თუ კონკრეტული საქმის კეთებით ხართ დაინტერესებული, არ ნიშნავს, რომ ამ ინტერესის გათვალისწინებით პროფესიის შერჩევის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოს შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ საკუთარი თავისთვის ტანსაცმლის შეკერვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერავად მუშაობის შემთხვევაში მთელი სამუშაო დღის განვამლობაში კერვა მოგანიჭებთ სიამოვნებას.