ძებნა
'ინვესტორებს' ძებნის შედეგები.
-
გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანო მომხმარებელს კრიპტოვალუტის ინვესტიციების დროს არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს. მარეგულირებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მომხმარებლების დაცვაზე. პოსტში განსაკუთრებული ყურადღება იმ ინვესტორებს დაეთმოთ, ვინც ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ. მარეგულირებლის თანახმად, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ კრიპტო ინვესტიციების განხორციელებისას 100%–იანი ზარალის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დეპუტატები კვლავ მუშაობენ ციფრული ვალუტების კანონმდებლობის შესაქმნელად, გერმანიის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული სამართლებრივი ბაზა. კრიპტო პროვაიდერებს, ბირჟებს და სხვა ბიზნესებს გერმანიაში შეუძლიათ ფუნქციონირება ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიით. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ბანკმა, Hauck & Aufhäuser-მა თავისი ციფრული ვალუტის ფონდი შექმნა. ”ჩვენ ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ჩვენი პირველი კრიპტო ფონდის ამოქმედებით, Kapilendo-სთან ერთად, შევქმენით ინოვაციური საინვესტიციო მანქანა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს იაფ და უსაფრთხო წვდომას ციფრულ ვალუტებზე. ასევე აკმაყოფილებს Hauck & Aufhäuser-ის ხარისხის სტანდარტებს და მაღალ მოთხოვნებს”,-აღნიშნა ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰოლგერ სეპმა. The post გერმანიის მარეგულირებელი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- გერმანიის
- მარეგულირებელი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტომ, ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ორგანომ, კრიპტოვალუტის მფლობელები ინვესტიციების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: „ტენდენციები, რისკები და მოწყვლადობა“, სააგენტომ გააანალიზა COVID-19 – ის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ხაზი გაუსვა გაზრდილ რისკებს, რომელიც რეგულაციის არარსებობას შეეხებოდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 2020 წლის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ბიტკოინმა მიაღწია ყველა დროის მაღალ დონეს. ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ ფასების მატების ტალღამ კრიპტო სექტორის ახალი ამბების “პოზიტიური ნაკადები” გამოიწვია. “გაზრდილი მოცულობისა და მოთხოვნის ფონზე, კრიპტოვალუტა კვლავ არამდგრადია და დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს. ციფრული ვალუტის ფასები კი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თებერვალში საფრანგეთის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის, Autorite des Marches Financiers-ის, თავმჯდომარემ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს შესთავაზა გახდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის რეგულირებისა და ზედამხედველობის მთავარი ორგანო. The post ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. -
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტომ, ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ორგანომ, კრიპტოვალუტის მფლობელები ინვესტიციების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: „ტენდენციები, რისკები და მოწყვლადობა“, სააგენტომ გააანალიზა COVID-19 – ის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ხაზი გაუსვა გაზრდილ რისკებს, რომელიც რეგულაციის არარსებობას შეეხებოდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 2020 წლის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ბიტკოინმა მიაღწია ყველა დროის მაღალ დონეს. ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ ფასების მატების ტალღამ კრიპტო სექტორის ახალი ამბების “პოზიტიური ნაკადები” გამოიწვია. “გაზრდილი მოცულობისა და მოთხოვნის ფონზე, კრიპტოვალუტა კვლავ არამდგრადია და დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს. ციფრული ვალუტის ფასები კი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თებერვალში საფრანგეთის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის, Autorite des Marches Financiers-ის, თავმჯდომარემ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს შესთავაზა გახდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის რეგულირებისა და ზედამხედველობის მთავარი ორგანო. The post ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.