Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინდუსტრიაში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა 29 იანვარს ტვიტერზე ბიტკოინის შესახებ დაწერა: „ეს გარდაუვალი იყო“, რის შემდეგაც კრიპტოვალუტა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ტვიტის შედეგად რამდენიმე წუთში პირველი კრიპტოვალუტის კურსი 32000-დან 37000 დოლარამდე გაიზარდა, კრიპტოვალუტის ბირჟაზე Binance კი ახალი მომხმარებლების მოდინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის გამო პლატფორმამ ხანმოკლე დროით აქტივების გამოტანა შეზღუდა. უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის ტვიტი არ ყოფილა ერთადერთი კატალიზატორი ბიტკოინის კურსის ზრდისთვის – 29 იანვარი იყო ასევე 3.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე ოფციონების ექსპირაციის თარიღიც. „ექსპირაციის შემდეგ ბიტკოინი მაშინვე გაიზარდა 5000$-ით. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო როგორც თავად ექსპირაცია, ასევე მასკის ტვიტი,“ – აღნიშნა კრიპტოვალუტური დერივატივების ბირჟის Deribit ოპერაციულმა დირექტორმა ლუკ სტრაიერსმა. კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ვაჭრობის პლატფორმის FalconX-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზი საცალო ინვესტორების აქტიურობა გახდა. ამგვარად, კურსის ზრდის პარალელურად ჰეჯ-ფონდებთან ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 45%-ით შემცირდა, საცალო ინვესტორებთან კი პირიქით 1100%-ით გაიზარდა. „ვფიქრობ, რომ არსებობს კავშირი Reddit-ის ფორუმზე Wall Street Bets-ის საზოგადოებასთან. მითუმეტეს რომ სავაჭრო მოცულობები განხორციელებული იქნა მომხმარებლების მიერ აშშ-დან,“- განაცხადა FalconX-ის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, აია კანტოროვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ამ კვირას Reddit-ის ფორუმის მომხმარებლებმა საკუთარი აქტივობით GameStop-ის ქსელის აქციების კურსი გაზარდეს იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურ ტრეიდერებს ზარალი მიეღოთ. ამ ფონზე ასევე გაიზარდა ინტერესი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ. წყარო: https://bits.media/ The post ილონ მასკის ტვიტმა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში საცალო ინვესტორების მოდინება გამოიწვია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.