Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინდოეთის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა სცადა ინდოეთის კრიპტო მომხმარებლები დაეიმედებინა. India Today-სთან ინტერვიუში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო არ გეგმავს ინდოეთში იმ ინოვაციის ჩახშობას, რომელიც ბიტკოინთან და Blockchain ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამჟამად, საზოგადოება ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ”ჩვენი მხრივ, კარგად გვესმის, რომ არ ვწყვეტთ ბიტკოინის, Blockchain-ისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მიღების საკითხს ბოლომდე. ის დაკავშირებულია იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც მიმდინარეობს. სწორედ მათ წარმატებით დასრულებაზე იქნება დამოკიდებული მიღება. მანამდე კი, მოსახლეობისათვს რესურსს ხელმისაწვდომს გავხდით, რათა მიმდინარე პროცესებზე ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ნირმალა სიტარამანმა ისიც თქვა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპს ასრულებს. თუმცა ინდოეთი განაგრძობს ოფიციალური პოზიციის ფორმირებას, რომელიც ციფრული ვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ციფრული ვალუტების შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება სურს. The post ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: მიზანი ინოვაციის ჩახშობა არ არის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ინდოეთის კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ, Unocoin-მა Blockchain-ზე დაფუძნებული Unstoppable Domains-ი მიიღო. პროგრამა კრიპტო ოპერაციებს ამარტივებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ინდოეთის მთავრობა კრიპტო ვაჭრობის აკრძალვას აპირებს. პარტნიორობას, Unocoin–სა და Unstoppable Domains–ს შორის, ინვესტორი ტიმ დრეიპერი აფინანსებს. ამით ის სავარაუდოდ შეამცირებს ფულადი გზავნილების ხარჯებს და გაამარტივებს გარიგების პროცესს 1,2 მილიონი მომხმარებლისთვის. შეუჩერებელი დომენები კრიპტო მისამართებს აქცევს დეცენტრალიზებულ ვებსაიტებად, რომლებიც მხარაჭერილი იქნება Ethereum და Zilliqa Blockchain-ით. ნაცვლად იმისა, რომ 42 სიმბოლოიანი Blockchain მისამართზე გაგზავნოს მომხმარებელმა ინფორმაცია, შეუჩერებელი დომენები კლიენტებს საშუალებას აძლევს შექმნან მარტივი URL- ები, რომლებიც მთავრდება “.crypto” და “.zil” დომენით. მათი შეძენა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, შემდეგ კი სამუდამოდ იარსებებს Blockchain-ზე, განახლების ან შენარჩუნების საფასურის მოთხოვნის გარეშე. შეუჩერებელი დომენების დეცენტრალიზებული ასპექტი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ინდოელი კრიპტომომხმარებლებისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ. The post ინდოეთის უდიდესი კრიპტობირჟა დეცენტრალიზებულ დომენებს დიდი რაოდენობით იღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. კრიპტოვალუტის ბირჟის Cashaa-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კუმარ გაურავი მიიჩნევს, რომ ინდოეთის მთავრობის ბოლო აქტივობა, რომელიც ციფრული ვალუტების დარეგულირებისკენ არის მიმართული უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად მიიღება. კუმარ გაურავი აცხადებს, რომ არცერთ მთავრობას არ შეუძლია აკრძალოს კრიპტოვალუტის მიღება, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ის არის თანამედროვე ეკონომიკის დეცენტრალიზილებული სახე. ”ჩვენ გვესმის, რომ ინდოეთის მთავრობას სურს თავიდან აიცილოს თაღლითური გზებით ფულის შოვნისა და გათეთრების საშუალებები, მაგრამ კრიპტოვალუტის აკრძალავა – ეს მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯია, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი მეტი გაიგონ და გამოიყენონ ის სასიკეთო მიზნებისათვის, რაც საბოლოო ჯამში დიდად დაეხმარება, ჩვენს ეკონომიკას”,- განაცხადა Cashaa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI) მიერ გამოცემული ციფრული რუპიისთვის მარეგულირებელი სისტემის შექმნა. ამასთანანვე, კანონპროექტში ნათქვამია, რომ შესაძლებელია გარკვეული გამონაკლისების დაშვებაც, კრიპტოვალუტის განვითარების ხელშესაწყობად. შეგახსენებთ რომ, გასულ კვირას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შესაძლებლობებს აქტიურად ეცნობოდა და შეისწავლიდა სამომავლო გამოყენების მიზნით. The post Cashaa-ს დამფუძნებელი: ინდოეთის მთავრობას კრიპტოვალუტის აკრძალვა არ შეუძლია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.