Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ივანიშვილმა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ჟურნალ Entrepreneur-ის ქართული გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა, თავის მიმდინარე და დაგეგმილ საქველმოქმედო საქმიანობებზე ისაუბრა. ინტერვიუს თან იმ აქტივების ნუსხა ახლავს, რომელიც ივანიშვილმა 30 და 31 დეკემბერს მის მიერ 1995 წელს დაფუძნებულ ფონდ „ქართუს“ გადასცა. თავდაპირველი ნუსხა თავდაპირველად, ფონდს გადაეცა: „ქართუ“ ბანკის 100%-იანი წილი, რომელიც მანამდე სს „ქართუ ჯგუფი“ საკუთრება იყო, ამ უკანასკნელს კი მთლიანად ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი ფლობდა; სადაზღვევო კომპანია ,,ქართუ“, რომლის აქციების 88.45% „ქართუ ბანკს“ ეკუთვნოდა; მსხვილი სამშენებლო კომპანიები „ბურჯი“ და „ელიტა ბურჯი“, რომელთაც მანამდე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე, ივანიშვილთან ასოცირებილი ოფშორული კომპანია Vanity Overseas Limited (LTD) და გაერთიანებულ სამეფოში მდებარე Ringold Finance LTD ფლობდა. „ქართუ“ ფონდს ასევე გადაეცა: აქტივები, რომლებიც მანამდე „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნოდა თბილისში; სოლოლაკის მთაზე მდებარე ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის ნაწილი; რეგიონებში მდებარე სს „დიდველის“ და სს „ბოლნისის ტუფის“ კუთვნილი აქტივები – ორივე მათგანს ივანიშვილთან დაახლოებული პირები მართავდნენ; ბათუმში მდებარე შპს Sea View Resort-ი ფონდ „ქართუს“ მისი წინა მფლობელისგან, პანამაში მდებარე ოფშორული კომპანიისგან Limestone Finance S.A; საცურაო აუზი „ლაგუნა ვერე“, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. ფონდს ასევე გადაეცა: შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც მანამდე პანამაში მდებარე სს Frankston International S.A ფლობდა, ასევე მის საკუთრებაში არსებული აქტივები. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაში არსებული აქტივების გრძელი სია ასევე მოიცავს: შპს „თბილისი სითის“, შპს „სოლოლაკი ჰილზ“, შპს „სოლოლაკი რაიზ“, შპს „თაბორი რიზორთს“ და შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტს“. ყველა მათგანი მრავალმილიონიანი სადავო პროექტის „პანორამა თბილისის“ პროექტის ნაწილია. სოლოლაკში მიმდინარე ამ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ეს მშენებლობა დედაქალაქს ძველ იერსახეს დაუკარგავს. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მფლობელობაში არსებული და შემდეგ ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული სხვა კომპანიებია: შპს „ბიზნეს დეველოპმენტ“, შპს „სისაიდი“,შპს „ბლექ სი რიზორთსი“ და შპს „ბლექ სი რივიერა“ – ყველა მათგანი სტუმართმასპინძლობის ბიზნესშია ჩართული, ან საქართველოს საზღვაო კურორტებზე ფლობენ საკუთრებას, მათ შორისაა მწვანე კონცხი, სადაც ცნობილი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ერთად, „ქართუ“ ფონდმა ასევე მიიღო აბასთუმანში მდებარე შპს „ცისარტყელას“ აქციების 51%. ქონების დაგეგმილი გადაცემა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მისი ქონება არ გაზრდილა, ხოლო Bloomberg-ის და Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საწინააღმდეგოდ, მისი ქონება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ის აქტივებიც, რომლებიც უკვე ფონდ „ქართუს“ გადაეცა. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი აქტივების ფონდისთვის გადაცემის პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება, რომელიც მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. „შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში. მისივე თქმით, მისი ხელოვნების ნიმუშევის კოლექცია ასევე ფონდ „ქართუს“ გადაეცემა, ან უშუალოდ ხელოვნების ნიმუშების, ან მათი გაყიდვიდან შემოსული თანხის სახით. ინტერვიუში ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფონდმა უკვე დახარჯა 3 მილიარდი ქველმოქმედების მიზნით, ხოლო დამატებით მილიარდი მან პოლიტიკური ხარჯებისთვის, სოციალური მეწარმეობისთვის/ეკონომიკური პროექტებისთვის და ახლობლების მრავალრიცხოვანი წრის დასახმარებლად გაიღო. ივანიშვილის თქმით, მან უკვე განაცხადა ადრე, რომ მისი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოახმარდა. „ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, „პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის“.