Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'თბილისში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. 5 იანვრიდან სააბონენტო სისტემის ფასები იქნება: ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი; ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი; ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი; ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი; ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი; ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი როგორ მოგწონთ
  2. რა ამბები ყოფილა, ეხლა ვნახე პრემიერმა თქვა, რომ თბილისი პრაიდის უკან სააკაშვილი დგას. ამის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც თბილისში “ღირსების მარშის” გასაპროტესტებლად იკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ ოპ[ოზიციური კარვები აშალეს. ამ ინციდენტს წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ თბიკლისი პრაიდის უკან ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი დგას. _____________________________________________________________________________ პარლამენტთან დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და ძალადობრივად კარვების დაშლა დაიწყეს. ამის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ინციდენტის გასაშუქებლად მივიდნენ. “ფორმულას”, “რუსთავი 2”-ის “ტაბულას”, “ნეტგაზეთის”, პალიტრას ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დააზიანეს აპარატურა. მუშაობაში ხელს უშლიდნენ სხვა ჟურნალისტებს. სიძულვილის ჯგუფების წარმოადგენელთა აზრით, მედია “გაუკუღმართებული ცხოვრების წესის” პროპაგანდას ეწევა. საპროტესტო კარვები პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭეწრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაშალეს, რადგან არ აღიარებდნენ არჩევნების ლეგიტიმურობას. ერთ-ერთ კარავზე, რომელიც მოძალადეებმა დაშალეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ფოტო იყო გამოსახული და მისი სიტყვები, რომ იგი მალე დაბრუნდება საქართველოში. მოძალადეებს ხელში ხელკეტები ეჭირათ. მოძალადეთა შორის არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ულტრამემარჯვენე ჰომოფობი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის პოპოილიტური ძალის წარმომადგენლები. “გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, შემოგვახიეს ტანსაცმელი. ფიზიკურად გვისწორდებოდნენ. მათ იცია, დანაშაულს თუ ჩაიდენენ, ეპატიებათ. როდესაც არბევდნენ კარვებს, მივედით, რომ გაგვეშუქებინა. ამის შემდეგ ჟურნალისტები გავხდით თავდასხმის ობიექტი. ისინი იყვნენ თამამები თავიანთ მოქმედებებში. შსს რეაგირება იყო საკმაოდ დაგვიანებული. როდესაც პარლამენტთან მივედით, იქ პოლიციელები არ იყვნენ. უკვე არბევდნენ კარვებს და პოლიციელებს ჩვენ დავასწარით იქ მისვლა,”– ჰყვება დეა მამისეიშვილი, მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელიც პირადად დაზარალდა ინციდენტის დროს. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია. როგორც მედია გადმოსცემს, დღის პირველ ნახევარში პოლიციური ძალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით იქ არ დგანან სპეცდამიშნულების რაზმის წარმომადგენლები. პირდაპირ ეთერში მუშაობს თითქმის ყველა ქართული არხი. პირდაპირ ეთერშივე მაყურებელი თვალს ადევნებს იმ აგრესიას, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები იჩენენ ჟურნალისტების მიმართ – ისნი პირდაპირი ეთერის კადრში უვარდებიან ტელევიზიებს და იგინებიან. ვითარება რუსთაველზე დაძაბულია, რაც მოსალოდნელი იყო: დღეს თბილისში ლგბტქ აქტივისტრების მიერ ორგანიზებული “ღირსების მარში” უნდა გაიმართოს. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ მსვლელობა თბილისის ცენტრში ქვიარ ადამიანების სოლიდარობის მიზნით და ჰომოფობიის წინააღმდეგ. ეს მარში დაასრულებს პრაიდის კვირეულს, რომელიც თბილისში 1 ივლისს დაიწყო და დიდი დაძაბულობის ფონზე წარიმართა, რადგან ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფები, ასევე სასულიერო პირები, პრაიდის ყველა ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ აგრესიული აქციებით. რადიკალების მიზანია არ დაუშვას თბილისში “ღირსების მარშის” გამართვა. ისინი დილიდან მივიდნენ “თბილისი პრაიდის” ოფისთან, ასევე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან. ეს ოპოზიციციური ორგანიზაციაა, რომელიც თანაუგრძნობს პრაიდის იდეებს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ბოთლებს და სამშენებლო ფილებს ისვრიან. აგრესიული ჯგუფების პოზიციას მხარს უჭერს და იზიარებს ეკლესია. სწორედ ეკლესიამ მოუწოდა თავის მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა არ დაუშვან პრაიდი. პარლამენტთან აგრესიული ჯგუფების მივარდნას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილმა “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად მარშის გამართვა. ღარიბაშვილის თქმით, მარშის “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა მიზანია ვითარების დესტაბილიზაცია და მათ უკან ოპოზიცია, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილი დგას. “სამწუხაროდ, დღევანდელია აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართული, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ”,– თქვა ღარიბაშვილმა.
  3. სახეტიალო და ლამაზი ადგილები დედაქალში. ხალხმრავლობისგან დასასვენებლად და განსატვირთად. აქვე დავდოთ ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ ავთენტურობას. მთაწმინდა დღეს
  4. სკოლების, ბაღებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, 24 და 25 იანვარს აქციები გაიმართება თბილისში. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება, ასევე არ იმუშავებს საზ.ტრანსპორტიც. აქცია მზიურის პარკში “მშობლები ვითხოვთ გეგმავს!” – ამ სახელწოდებით კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ: “ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.” განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები გააზრებული აქვთ პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა UNICEF-სა და სხვა სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, “მიუღებელია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით დახურვა. “ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა თბილისშიც. აქცია მოძრაობა მწვანეების ორგანიზებით ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. “უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს”, – წერია განცხადებაში. აქციის ორგანიზატორების თმით, საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნებადართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. “მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – აცხადებენ ორგანიზატორები. ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00-ზე გამოკეტილ ადამიანებს, გაღარიბებასთან ერთად, ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა: “მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!” _____________________________________ ● თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი ● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები ● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის წყარო: JAMnews