Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ზღვარზე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ვიზიტორი

    ზღვარზე

    ნობუიოში არაკი – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონელი ფოტოგრაფია; ინტერვიუ ეხება არაკის მეთოდოლოგიას, ფიქციისა და რეალობის საკითხებს მის შემოქმედებაში, პორნოგრაფიას, ავტორობის საკითხს, პროდუქტიულობას, სარედაქტორო საქმიანობას. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, თქვენ სუბიექტებთან ინტიმურ კავშირს როგორ მიაღწიეთ. როგორ განავითარეთ ეს მეთოდიკა?ასეთ რამეებს ნუ მკითხავთ! ჩემთვის ეს ყველაფერი სექსის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი. სექსი თამაშს ჰგავს. ფოტოგრაფია შემდგომში მოდის. ან პირიქით. ყველა თქვენ მოდელთან გქონდათ სექსი ?ცხადია, ყველა ჩემ მოდელთან მქონდა სექსი. საუბარიც ზედმეტია ამაზე. მაგრამ ახლა აღარ შემიძლია. მომიტევეთ. თქვენმა პროექტმა, რომელიც ტოკიოს წითელი ფანრების უბანს აღბეჭდავდა 80-იან წლებში, საშუალება მოგცათ, ინტიმურ სიახლოვეში მოხვედრილიყავით სხვადასხვა სექსუალურ პრაქტიკასთან, რომელიც ხდებოდა მეძავეებს და მათ კლიენტებს შორის. თქვენ first-person მონაწილეობითი მიდგმის გამო, სადაც თქვენ მომხმარებლის როლი გაქვთ, ხშირად გამოდიოდა ისე, რომ თქვენ იღებდით მონაწილეობის ეროტიულ აქტში. ეს მოგვაგონებს ანტროპოლოგიურ ტექნიკას, როდესაც ადამიანი საკუთარ კულტურას იკვლებს მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის ხარჯზე. რა იყო თქვენი მოტივატორი ამ პროექტში?მე მჭირდებოდა ეს ზღვარი – მე-და-შენ – დამერღვია. ვფიქრობ, მე გამოვიწვიე ფოტოგრაფიის ტრადიციის კოლაპსი, რომელიც აქცენტს აკეთებდა ობიექტურობაზე. წარსულში, ფოტოგრაფები თვლიდნენ, რომ მათ საკუთარი სუბიექტურობა მაქსიმალურად უნდა დაემალათ და გაექროთ. მე თავს სუბიექტურ ფოტოგრაფად ვთვლი. მე ვცდილობ რაც შეიძლება ახლო მივიდე სუბიექტთან, რის დროსაც ჩარჩოს შიგნითაც კი ვხვდები. ყველაფერთან ერთად, ეს ქმედება საშუალებას მაძლევს, ჩემი ფოტოები არ იყოს შემთხვევითი ხელოვნების ნიმუში. ფოტოები, რომლებიც სხვებმა გადაიღეს, იმ ფოტოებზე უკეთესია, რომელიც მე გადავიღე [იცინის]. ზოგჯერ კამერას სუბიექტს ვაძლევ და ჩემი სუბიექტი მე მიღებს ფოტოს. როდესაც იმ კლუბში სიარულს მოვუხშირე, რომელიც Tokyo Lucky Hole-ში იყო ნაჩვენები, ერთი ტიპი იყო, ჩემთან ერთად დადიოდა. დროსტარების რაღაც მომენტში, ჩემ კამერას რომელიმე ქალს ან ამ ტიპს ვაწვდიდი. ზოგჯერ მე მიღებდა ფოტოებს. ის ასწავლიდა ქალებს კამერის გამოყენებას. ამის წყალობით, სხვადასხვა ტიპის კადრები მივიღე. ზოგჯერ ფოტოები აფიქსირებდნენ, რომ ერექცია არ მქონდა. თქვენი კომპანიონი Photo age-ს რედაქტორი იყო ? აკირა სუეი?რედაქტორი ნამდვილად იყო ჩემთან ერთად, თუმც აკირა სუეი არა. Uwasa no Shinsō-ს რედაქტორი დადიოდა ჩემთან ერთად. ენთუზიასტურად განწყობილი მონაწილე იყო. სხვადასხვა როლს ასრულებდა, დაწყებული ჩემი ფოტოების გადაღებით, დამთავრებული იმით, რომ თვითონ იყო მომხმარებელი. დღეს რედაქტორები ჩემთვის ასეთ რამეებს აღარ აკეთებენ. ეს 80-იან წლებში ხდებოდა. აღარ არსებობს კარგი ან ცუდი ფოტო. აღარ აქვს მნიშვნელობა. კადრს მიღმა თქვენ მოძრაობას, რის დროსაც ზღვარი ფოტოგრაფსა და სუბიექტს შორის ქრება, აღტაცებაში მოვყავარ. ისეთი ფოტოგრაფები, როგორიცაა ნან გოლდინი და ლარი კლარკი ასევე ხშირად ჩნდებიან საკუთარ ნამუშევრებში. რითი ხელმძღვანელობთ, როდესაც ასეთ ინტიმურ აქტივობებს ააშკარავებთ საზოგადოდ ?ჩემთვის, ფოტოგრაფია (განმარტების და მიხედვით) გულისხმობს გამოაშკარავებას. ორივე – კლარკიც და გოლდინიც – კონკრეტულ სიტუაციებზე და მდგომარეობაზე აკეთებენ აქცენტს. მე კი ფოტოგრაფიაში იმიტომ მოვედი რომ ცხოვრების ბანალურობის შესწავლა მომწონს, ადამიანთა ჩვეული აქტივობების. მე არ დავეძებ რაიმე განსაკუთრებულ სუბიექტებს. თქვენი რამდენიმე წიგნი, მათ შორის 1971 წლის Sentimental Journey და 1978-ში გამოქვეყნებული Yoko My Love წარმოადგენს თქვენი და თქვენი გარდაცვლილი ცოლის ინტიმური ცხოვრების მატიანეს. Sentimental Journey-მ დიდი ყურადღება მიიქცია ყოფითი ცხოვრების გულწრფელი ჩვენების წყალობით, თუნდაც ოჯახური ალბომის ფოტოები. ეს ფოტოები, მათ შორის კადრები, სადაც იოკო თქვენთან სექსით არის დაკავებული, მეტად გულღიაა. რა იყო მიზეზი ასეთი პირადი კადრების გამოქვეყნებისა ? გაითვალისწინეთ თუ არა შოკის ფაქტორი ? იყო ეს მცდელობა, საკუთარი შემოქმედებისადმი ყურადღების მიქცევის ? როგორ გრძნობა თქვენი ცოლი, იოკო, თავს, როდესაც ამდენად, ფიზიკურად და ემოციურად, გახსნილად ნაჩვენები იყო ? შეიძლება ითქვას, რომ თანაავტორი იყო ?არავის შოკირება მიზნად არ მქონია. უფრო ‘ბუნებრივი იმპულსით’ ვმოქმედებდი. მხოლოდ მხატვრები ნიჭის გარეშე ცდილობენ სხვების შოკირებას. რადგანაც შიშველი (გენიტალიების) ჩვენება აკრძალული იყო (იაპონიაში), სენსაციური იყო მათი ჩვენება, მაგრამ ასეთი გათვლა ნამდვილად არ მქონდა. რაც შეეხება ჩემ თაფლობის თვეს, ფოტოების გადაღება თავიდანვე დავიწყე, მატარებლით მგზავრობის მომენტიდან, და შემდეგ სექსის დროსაც. ეს ისაა, რასაც ყველა აკეთებს თაფლობის თვის დროს, ამიტომ არაფერია განსაკუთრებული. იმ დროს, როდესაც წიგნი გამოიცა, ადამიანებს ძალზედ განიცდიდნენ სექსის თემას. დღეს ეს ნაკლებად აღელვებთ. როდესაც Sentimental Journey გამოიცა, იოკომ წიგნი ოფისში მიიტანა სადაც მუშაობდა. სხვა თანამშრომლებისთვის მიყიდვას ცდილობდა, საკუთარი უფროსისთვისაც კი. ქალებთან იღბლიანი ვარ. დიდი ფოტოგრაფი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის საუკეთესო სუბიექტები მყავს, ისეთი, როგორიც იოკო და კაორი. თქვენი შემდეგი მნიშვნელოვანი წიგნი, Pseudo-Diary (1980), გამოწვევაა იმ ‘გულწრფელობის’, რომელიც საკვანძო ფაქტორი იყო Sentimental Journey-ში. სიმართლის ზღვარი გამიზნულად გახადეთ მერყევი, რათა დამთვარიელებელს დასცინოთ ან მოატყუოთ ? მართალია, რომ უზუსტო თარიღები მიუწერეთ ყველა ფოტოს Pseudo-Diary-ში ?ჩემთვის ფოტოების გადაღება დღიურის წერას ჰგავს. 80-იან წლებში, ყველა იღებდა ფოტოებს და დღიურივით ჰქონდა. ამგვარ კულტურულ კლიმატში, შემოვიდა პირველი კამერები, რომლებსაც ჰქონდა თარიღის დასმის ფუნქცია. ასეთი კამერა საშუალებას გაძლევდა ყველა შენ ფოტოზე დაგესვა თარიღი. ამ მექანიზმის მანიპულირება კი ძალზედ მარტივი იყო. ფოტოები გადავიღე, ერთი მეორეს მიყოლებით, სხვადასხვა თარიღებით, რადგანაც შემეძლო წარსულისა და მომავლის შეცვლა ავტომატურ კამერაზე თარიღის მანიპულირებით. ფოტოგრაფია ტყუილია და მე კი ბუნებით მატყუარა ვარ. ყველაფერი ჩვენ წინაშე, გარდა რეალური ობიექტისა, სიცრუეა. ფოტოგრაფები შეიძლება ცდილობდნენ საკუთარი სიყვარულის გამოხატვას ფოტოგრაფიის მეშვეობით, მაგრამ ეს ფოტოები ‘ცრუ სიყვარულია’. სწორედ ასე ვქმნი მომავალს და წარსულს. სწორედ ამიტომ დავარქვი Pseudo-Diary. შემიძლია 2020 შევქმნა 2010-ში. შევამჩნიე, რომ საკმაოდ ბევრი ფოტო დათარიღებულია პირველი აპრილით.პირველი აპრილი შეიძლება მეტაფორად დავინახოთ, ფოტოგრაფი როგორც მატყუარა. სხვა თარიღებიც არის – 6, 9 და 15 აგვისტო, რომლებიც ჰიროშიმა და ნაგასაკის დაბომბვას უკავშირდება, ისევე როგორც იაპონიის დანებებას. Tokyo hōshasen-ში (Tokyo Radiation, 2010) აგვისტოს თარიღები გამოვიყენე, 6 რიცხვიდან 15-მდე. ეს სხვა პუბლიკაციის გაგრძელებაა (Tokyo Zenritsusen gan (Tokyo prostatic cancer, 2009)), სადაც ჰიროშიმას და ნაგასაკის დაბომბვასა და ჩემი სიმსივნის განკურვნას შორის გარკვეულ კავშირებს ვაფიქსირებ. თუმც კი ვხვდები რომ ჩემი პერსონალური განკურვნის მისადაგება იაპონიის ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან თარიღებთან არაეთიკურია. ციფრული კამერის დახმარებით, ფოტოგრაფს მხოლოდ ქალწულის ჩვენება შეუძლია, რადგანაც ციფრული კამერა თვითონაც ქალწულს ჰგავს. მას არ აქვს ისტორია. ფირის კამერის გამოყენებით, შემიძლია მოდელი წარმოვაჩინო ყველა მის ‘ყოფილთან’ ერთად, რადგანაც ფირის კამერას ხანგძლივი ისტორია აქვს. ქალის გამოსახულება ფირზე აღბეჭდავს მისი სამი ყოფილი მეგობარი ბიჭის არსებობას. ის უჩვენებს ამ მოდელის ისტორიას, მის ამბავს ყვება. რატომ თვლით, რომ ფოტოგრაფია ტყუილის ფორმაა ?ფოტოგრაფია მეორეხარისხოვანი რამეა, რადგანაც ნამდვილი ობიექტები ჭეშმარიტია და ფოტოგრაფია სიცრუეა და მხოლოდ რეალობის ასლია. ეგზისტენცია პირველადია. ამიტომ ფოტოგრაფიის გარშემო რაღაც დიდი ამბავი არ უნდა ავტეხოთ. ჩემი შემდეგი კითხვა ეხება თქვენ შემოქმედებასა და პორნოგრაფიას შორის კავშირს. ზოგადად, იაპონურ პორნოგრაფიულ ფოტოგრაფიაში, მოდელები ახალგაზრდა და ლამაზი გოგონები არიან, ხშირად აღბეჭდილი ციფრულად დამუშავებულ გამოსახულებებზე სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, თუმც თქვენ ფოტოებში, ქალები ხშირად დანაოჭებულნი არიან და სილამაზის კულტურული ნორმისგან განსხვავდებიან. როგორ თვლით, რას ფიქრობენ თანამედროვე ‘მამაკაცი’ დამთვარიელებლები ? ცდილობთ კი მამაკაცი ‘დააკმაყოფილოთ’, თუ ეწინააღმდეგებით ასეთ დამთვარიელებელს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მამაკაცი ხართ ?არ ვფიქრობ ამაზე. არ მაინტერესებს ‘მამრი დამთვარიელებლების’ დამოკიდებულება ჩემი ნამუშევრებისადმი. ჩემი მეგობრები მიჩივიან, უკვე დიდი ხანია, რომ ჩემ ფოტოებზე ვერ მასტურბირებენ. ეს იმიტომ, რომ არ აქვთ შეგრძნება, არ იციან, თუ როგორ უნდა აღიქვან ფოტოგრაფია. როდესაც ფოტოგრაფები უბრალოდ პორნოგრაფიას ქმნიან, ისინი არ ეხებიან მოდელებს. საზოგადოდ, მამაკაცი ‘ლამაზ’ გამოსახულებას ეძებს პორნოგრაფიაში. რაც ნიშნავს, რომ არ უნდათ ხედავდნენ რეალობას ქალის სხეულში, როგორიცაა ნაოჭი და ‘სიყვარულის საცეცები’… სწორედ ამიტომ მამაკაცი-დამთვარიელებელი ჩემ ნამუშევრებზე ვერ მასტურბირებს. მაგრამ ვფიქრობ, სექსის სიბინძურე მოიზიდავს ადამიანებს. ლამაზი ‘ნორმალური’ პორნოგრაფია ადამიანის გულში მღელვარებას ვერ გამოიწვევს. ციფრული კამერის დახმარებით, ფოტოგრაფს მხოლოდ ქალწულის ჩვენება შეუძლია, რადგანაც ციფრული კამერა თვითონაც ქალწულს ჰგავს. მას არ აქვს ისტორია. ფირის კამერის გამოყენებით, შემიძლია მოდელი წარმოვაჩინო ყველა მის ‘ყოფილთან’ ერთად, რადგანაც ფირის კამერას ხანგძლივი ისტორია აქვს. ქალის გამოსახულება ფირზე აღბეჭდავს მისი სამი ყოფილი მეგობარი ბიჭის არსებობას. ის უჩვენებს ამ მოდელის ისტორიას, მის ამბავს ყვება. რამდენად განსხვავდება თქვენი შემოქმედება იაპონიაში მიღებული პორნოგრაფიული ფოტოგრაფიისგან ?ჩემ ფოტოგრაფიაში ყველაფერი გამოაშკარავებულია, რითიც განსხვავდება კიდეც ტიპიური პორნოგრაფიისგან. არსებობს იაპონური გამოთქმა, 秘すれば花 [‘hiding makes it flower’ – თუ რამეს მალავ, ის უფრო ღირებული და ლამაზი ხდება, ‘ყვავის’]. მაგრამ ჩემი მოდელები და ფოტოები არაფერს მალავენ. ასე კი არაფერი ‘აყვავდება’. მე არ ვიღებ ფოტოებს, რათა ვინმეს ვაჩვენო, ჩემთვის ვაკეთებ. სხვადასხვა ჟურნალში დაბეჭდილი რბილი პორნოგრაფიული ფოტოები დრომოჭმულია, ჩემები კი დარჩება. [ტრადიციულ იაპონურ პორნოგრაფიაში, ქალები ხშირად დარცხვენილები არიან, მაშინ როდესაც არაკის ფოტოებში ბევრად უფრო გამომწვევი და გაბედულნი ჩანან.] თქვენ ხშირად გახსენებენ როგორც ფოტოგრაფს, რომელმაც იცის, როგორ ესაუბროს თავის სუბიექტს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი მოდელებისადმი ? რას ეუბნებით ? ყოველთვის იგივე მოდელებს მიმართავთ, როდესაც მოდელებთან მუშაობა გიწევთ ?გააჩნია. როდესაც ვუღებ, ვესაუბრები. ვამხნევებ ჩემი საუბრით. როგორ აღწერდით თქვენ დამოკიდებულებას კამერისადმი ?რთული სათქმელია. დანამდვილებით ვიცი, კამერის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. კამერა დღესაც წამოიღეთ ?თქვენ შიშველ ფოტოებს მოგვიანებით გადავიღებ. [არაკი იცინის და ჩანთიდან კამერას იღებს] ეს კამერა ფერად ფოტოებს იღებს და თარიღის დასმის ფუნქცია აქვს. ფერი არის ეროსი. მომწონს ფერადი ფოტოები. მე მათ ვეძახი 好色日記-ს [შეიძლება ითარგმნოს როგორც ‘მომწონს ფერი’]. თუ ეროსისა და ფერის ასეთი კომბინაცია მოგწონთ, ეს ნიშნავს რომ თავაშვებული ხარ. შათერზე თითის დაჭერა თვალის ჩაკვრას ჰგავს. ციფრულ კამერას თუ ხმარობთ ?არა, ციფრული კამერები სულელი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ფოტოები, რომლებიც ციფრული კამერით არის გადაღებული, მხოლოდ მყისიერ მომენტს აფიქსირებს. ციფრული კამერა რეალობის აქ და ახლა ყოფნის ფაქტის ასლს ქმნის. რასაც ხედავ, იმას იღებ. თუმც კი, შემდეგ, გამჟღავნებისა და დაბეჭვდის პროცესში, შეიძლება რამე დაემატოს კიდეც, რაც კადრში არ იყო. ეს შეიძლება იყოს ამ ფოტოებში არსებული სენტიმენტალური შეგრძნებები. ამგვარი ‘მისტიური საიდუმლო’ ფირის ფოტოგრაფიაში გვხვდება. ძალზედ ადამიანურია, ამიტომ ფოტოგრაფიული გამომხატველობისთვის ზედგამოჭრილია. ციფრულ გამოსახულებაში ვერ ვგრძნობ სუბიექტის სხეულის ტემპერატურას. არ არსებობს ფსიქიკური სხეული. ციფრულ კამერა ფოტოგრაფს რობოტად აქცევს, შეგრძნებების გარეშე. თქვენი ნამუშევრები სხვადასხვანაირია: ზოგი დეტალურად გათვლილი კომპოზიციით, ზოგი კი ‘უცაბედი კადრის’ ესთეტიკის მატარებელია. ვერ მეტყვით, როგორ მუშაობთ ? რობერტ ფრენკის შემოქმედების შესახებ თუ იცოდით ?რობერტ ფრენკის ფოტოგრაფიაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ფრენკს სურს საკუთარი ინტელექტუალურობის და იდეების ჩვენება ფოტოგრაფიის გამოყენებით. მისი ფოტოები ეხება სოციალურ ცნობიერს ან სოციალურ რეალობას. თუმც მე არ ვიღებ ფოტოებს სოციალური ცნობიერის შესახებ. მაგალითად, ფრენკის ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ავტობუსის ფანჯრიდან, მაღალი თვალთახედვის წერტილი აქვთ, თითქოს ფრინველის თვალთახედვიდანაა დანახული ქალაქი. სწორედ ასე გადაიქცა საზოგადოების დამკვირვებლად. მე კი ტაქსის ფანჯრიდან ვიღებ ფოტოებს. შეიძლება ადამიანთა ახლო ხედი იყოს. ტაქსის ფანჯრიდან ქალთა ტრაკებს ვხედავ. სწორედ ამიტომ ჩემთვის ‘slump’ [დეგრადირებული ურბანული გარემო] არ არსებობს. რობერტ ფრენკმა მითხრა, რომ ჩემში ის მოსწონს, რომ არ გამომიცდია ‘slump’. ჩემი შემდეგი კითხვა თქვენ პროდუქტიულობას ეხება. ყოველთვის ბევრი ფოტოს გადაღებას გეგმავთ ხოლმე ?ეს ცხოვრების მოდუსია. ფოტოების გადაღება გულისცემას ჰგავს, სუნთქვას. საკეტზე თითის აშვებას გულისცემას ჰგავს. საერთოდ არ ვფიქრობ პროდუქტიულობაზე. მე საკუთრივ ცხოვრებას ვიღებ. ჩემთვის ეს ძალზედ ბუნებრივი პროცესია. ფოტოგრაფისთვის, ის მომენტი, როდესაც ფოტოს იღებს, ძალზედ ამაღელვებელია. გამჟღავნება და დაბეჭვდა მოგვიანებით ხდება; ეს მეორეხარისხოვანი პროცესებია. სწორედ ამიტომ ვართ ყველანი ღარიბები. ფოტოების გადაღება ძალზედ მსიამოვნებას, მაგრამ სხვა დანარჩენზე არ ვფიქრობ. რამდენი წიგნი გამოაქვეყნეთ ?ოთხასზე მეტი. დიარეას ჰგავს. როდესაც ფოტოებს ვიღებ, მყისიერად ვაქვეყნებ, თავს არ ვიკავებ. ვინ უკეთებს რედაქტირებას თქვენ წიგნებს ? წიგნების პუბლიკაციის პროცესში თუ ხართ ჩართული ?ზოგადად, ვფიქრობ ფოტოგრაფი თვითონ უნდა უკეთებდეს რედაქტირებას ფოტოებს. ფოტოგრაფია გულისხმობს არჩევანის გაკეთებას, ვინ და რა გადავიღო და რომელი ფოტოები ვაჩვენო საზოგადოებას. უამრავი ფოტო-წიგნი მაქვს. თუმც, ვფიქრობ, ჩემი ფოტო-წიგნების რედაქტირებაზე პასუხისმგებლობა მე მაკისრია. ის ნამუშევრები, რომლებსაც სიტყვა ‘სენტიმენტალური’ აქვთ სათარუში, მე თვითონ ვუკეთებ რედაქტირებას. ჩემი ყველა ფოტო დიდებულია, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სხვა უკეთებს რედაქტირებას, მაინც შესანიშნავი წიგნი გამოდის. უმეტესწილად, ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც რედაქტორიც ჩართულია პროცესში. ფოტოგრაფია კოლაბორაციაა, რადგანაც ფოტოს გადაღებას საჭიროებს კოლაბორაციას მოდელთან, და რედაქტორი კი ჩემთან შემოდის კოლაბორაციაში. კოლაბორაცია ყველაფერს უკეთესს ხდის. ადამიანი ბევრად უფრო აღზნებული (სექსუალურად) ხდება, როდესაც ვინმე უყურებს, ასე არაა ? Pseudo-Diary-ს თქვენ უწევდით რედაქტირებას ?კი, ეგ წიგნი მე დავამუშავე. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავდა შემთხვევითი თარიღის აღებას და ფოტოების დალაგებას თარიღების და მიხედვით; კონცეპტუალური ნამუშევარია. რედაქტირების პროცესში, რედაქტორმა, რომელიც ლიტარატურის სპეციალისტი იყო, მითხრა, ‘ფოტოებს რაიმე ტექსტი უნდა დაურთო’. ვთვლი, რომ ჩემი ფოტოები ისედაც ‘საუბრობენ’, და ვერანაირი ტექსტის საჭიროებას ვერ ვხედავდი, ამიტომ ვუთხარი, ‘არა’. მაგალითად, რედაქტორმა მითხრა, რომ წიგნი – Sentimental Journey – Spring Journey [წიგნი არაკის საყვარელი კატის – ჩიროს -შესახებ, რომელიც 2010 წელს მოკვდა] საჭიროებს ტექსტს ჩიროს სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ სიტყვები ვერანაირად ვერ დამეხმარება ასეთ მძიმე სიტუაციაში. ამიტომ ტესტის მაგივრად ფოტოები ჩავსვი. ფოტოებს არ ჩავსვავდი რომ არა რედაქტორები, რომლებმაც ტექსტის ჩასმა მთხოვეს. ამრიგად, ფოტო-წიგნების კეთებამ შეიძლება ახალი იდეებისკენ გვიბიძგოს სხვებთან კოლაბორაციის პროცესში. რედაქტორი შეიძლება ინსპირაციის წყარო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი ‘სხვისი’ ხდება. კოლაბორაცია უკეთესს ფოტო-წიგნებს წარმოშობს. ჩირო თქვენი ალტერ-ეგო იყო ?არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ მისი არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. თქვენ ნაშრომებში იუმორსაც ხშირად ვხვდები. საიდან მოდის ეს მხიარული დამოკიდებულება ? რა ზეგავლენა ჰქონდა ტრადიციულ იაპონურ ბეჭვდით ტექნიკას (Ukiyo-e), რომლებიც ხშირად რბილი და მხიარული სექსის სცენებს გამოსახავენ ?იუმორის გრძნობა ყოველთვის მქონდა. ვფიქრობ, იუმორი ძალზედ მნიშვნელოვანია. იაპონურ კულტურაში, იუმორის გრძნობა ერთგვარი დოვლათია. თუ კარგად არ არის გამოხატული, უინტერესოა. ვფიქრობ, იუმორის იაპონური შეგრძნება ედოს პერიოდიდან მოდის. თუმც Ukiyo-e-ს ჩემზე გავლენა არ ჰქონია. ადრეულ ინტერვიუებში ამბობდით, რომ იაპონური კულტურის ზეგავლენას განიცდიდით და არა იმდენად დასავლეთში მოღვაწე ცნობილი ფოტოგრაფების. როგორი დამოკიდებულება გაქვთ იაპონური კულტურისადმი ? უფრო კონკრეტულად კი, ქალაქ ტოკიოსადმი.ტოკიო ჩემი ქალაქია, ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისით. ხშირად ვიღებ ცის ფოტოებს, თუმც ცა არ არის ცა, თუ შენი აივნიდან არ არის გადაღებული. ცა შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ ელექტროხაზებთან და მილებთან დაპირისპირების კონტექსტში. მხოლოდ ‘ცარიელი’ ცის ფოტოები არაა იმდენად საინტერესო. ‘ცა’ სხვა სამყაროა; ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. ‘ქალაქი’ (ტოკიო) ეს სამყაროა. ჩემი ფოტოები ორივეს უნდა მოიცავდნენ ერთი და იგივე კადრში. ‘ცა თითქოს ფილმია!’ სადღაც წავიკითხე, რომ იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის ჟურნალის – Provoke-ს ზეგავლენის ქვეშ იყავით.ვერ ვიტყვი რომ ‘ზეგავლენის ქვეშ ვიყავი’, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობდი ამ ჟურნალის შესახებ. ამ პროცესში მონაწილეობას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ამ ‘საპროტესტო სულისკვეთებას’ ვიზიარებდი. ორი წლის შემდეგ, Provoke იყო ის, რამაც მიბიძგა კიდეც Sentimental Journey-ს გაკეთებისკენ. ჟურნალი წიგნის ინსპირაცია გახდა. Provoke-ს შესახებ საიდან გაიგეთ ?ყველამ იცოდა. გაუკვირდათ, როდესაც ვთხოვე, რომ მათი გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი, რადგანაც Dentsu-ში ვმუშაობდი [სარეკლამო კომპანია]. ტაკუმა ნაკაჰირა [ჟურნალის ერთ-ერთი მუშაკი] მტრად აღმიქვავდა და მაკრიტიკებდა. თუმც როდესაც შემხვდა, დავმეგობრდით. დაიდო მორიიამამ დამიცვა. მორიიამამ თქვა, ‘კაი ტიპია’. იქ ყველა ძალზედ სერიოზული იყო. მე ვუთხარი, ‘იდეაზე ნუ ჩაიციკლებით. უბრალოდ იდეაა.’ მორიიამა და მისი მეგობარი ზუშიზე წავიდნენ, ოკეანე გადაცურეს, რათა კუნძულზე მოხვედრილიყვნენ. სხვა ფოტოგრაფებს აკრიტიკებდნენ. ფოტოგრაფიას აკრიტიკებდნენ. ვფიქრობ, არ იყო საჭირო ასეთი კრიტიკულები ყოფილიყვნენ ერთმანეთისადმი. რამე არასწორი რომ მეთქვა, ალბათ მომკლავდნენ. გატაცებულნი იყვნენ, მაგრამ ცოტათი რადიკალურ ფორმაში. თქვენ ფოტოგრაფიაში ზღვარი მერყევია: ფაქტი და ფიქცია, ფორმალური და არაფორმალური, თქვენი პოზიცია როგორც შემოქმედის და როგორც სუბიექტის. ეს ყველაფერი წარმოშობს ავტორობის პრობლემას.მე არ მაქვს არანაირი ავტორობა. საზღვრებს მიღმა ვარ, თითქოს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ვმოძრაობდე. ზოგჯერ ფოტოებს მანქანის ფანჯრიდან ვიღებდი. აქამდე, მანქანის შიგნით ეს სამყაროს იყო და მანქანის მიღმა სხვა სამყარო, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი პირიქით გახდა. მანქანის შიგნით გარე სამყაროა. მანქანის მიღმა კი ეს სამყაროა. თითქოს ფოტოებს კუბოდან ვიღებ. ზოგჯერ გარე სამყაროს შიგნიდან ვუყურე ან შიდა სამყაროს გარედან. ეს პოზიცია დინებადია და მომავალშიც შეიცვლება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ნებას რთავთ სხვებს, ფოტოები გადაიღონ, სადაც თქვენ სუბიექტი ხართ, თუმც თქვენ ფოტოებად თვლით. ვინ არის ასეთი ნამუშევრების ავტორი ?ფოტოგრაფია არ არის სამსახური. ფოტოგრაფია არ უნდა გადაიქცეს ხელოვნების ნამუშევრად. მაგრამ თქვენ წიგნებში, ფოტოები თქვენ საკუთრებად არის მონიშნული.იმიტომ რომ კამერას ჰყავს ავტორი, და არა ფოტოგრაფს. და კამერას მე ვფლობ! გუშინ ვნახე Sentimental Journey – Spring (2010), წიგნი თქვენი კატის, ჩიროს, შესახებ. ემოციურად ამაღელვებელი იყო. თქვენი მიდგომა, გარდაცვლილი კატის, მისი კრემირებული სხეულის და სხვა მსგავსი ეპიზოდების ჩვენება, მომაგონების თქვენი ცოლის შესახებ გამოქვეყნებულ უკანასკნელ წიგნს – Sentimental Journey – Winter (1991). თქვენ თქვით, რომ იოკო ერთგვარი სარკე იყო, სადაც თქვენ ირეკლებოდით. ვფიქრობ, კატაც ასეთ როლს ასრულებდა. თქვენ თავს კატასთან აიგივებთ ?როდესაც ჩიროს ვუღებდი ფოტოებს, ჩვენ შორის ვერაფერი ჩადგებოდა. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებთ, უთქმელად. მე და ჩიროს შორის მძლავრი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. თქვენი მოკვდავობას თუ აღიქვავთ ? რა იქნება თქვენი უკანასკნელი ფოტო ? ვინ გადაგიღებთ ფოტოს, როდესაც მოკვდებით ? ამაზე თუ გიფიქრიათ ?ჩემი კუბოდან მე გადავუღებ ჩემ თავს ფოტოს ციფრული კამერის მეშვეობით, პირველად ცხოვრებაში. ვფიქრობ, სიკვდილი დამსდევს. სიკვდილის ღმერთი მიახლოვდება, მაგრამ მისგან შორს ვარ, რადგანაც ჩემთან ქალღმერთი მოვიდა ნიუ-იორკიდან. ავი სული თქვენ გამო გაიქცა. იმედი მაქვს, დიდი მადლობა.მეტი იფიქრეთ, მეტი მოიტყუეთ.