Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ვინმე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ახლობელი ექიმის ნახმარია სახლი-სამსახური სამსახური-სახლი
  2. ისტორია მიყვარს, კიდეც ვასწავლი, მაგრამ ცხადია იმდენად დიდი საუნჯეა რომ მხოლოდ წვეთი მესმის, ალბათ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდას მოუმზადებლადაც ჩავაბარებ, მაგრამ ეგ ცოტაა, ხოდა რაც ვიცი მახსენდება დიდი ადამიანები, კეთილშობილი ადამიანები რომლითაც კაცობრიობა ამაყობს. ჩვენი საქართველოს ისტორია ჩემი ციცქნა ცოდნით სავსეა ასეთი ადამიანებით. დავითი ალბათ უმკაცრესი პიროვნება იყო, მაგრამ კეთილშობილება არ აკლდა, ეს მის ტოლერანტულ მსოფლმხედველობასა და მემკვიდრეობაში ჩანს, ალბათ მამასთან ჩაიჭრა და მაგას მიუძღვნა გალობანი სინანულისანი, ერეკლე მეორეც ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ერთი შეეშალა ალექსანდრე ამილახვარი არ უნდა დაესახიჩრებინა, მაგრამ ის რომ მოკრძალებული სული ჰქონდა მემგონი არ ვცდები. ილია ჭავჭავაძეც ალბათ ენამწარე კახელი გადარეული იყო, ნარდიც უყვარდა და თამაშიც, მაგრამ ისეთი ბაბუ იქნებოდა რომ ჩაიხუტებდი და გაგისწორდებოდა, ასეთი იყო ექვთიმე, ნიკო ნიკოლაძე, ჯავახიშვილი... მოკლედ რა ჩამოთვლის. მსოფლიოს ისტორიიდან აბრაამ ლინკოლნი მახსენდება, "პრერიების მეფე", უბრალო თვითნასწავლი ადვოკატი, მაგრამ დიდი გულით, ჯიგრული იუმორით, ისე ამერიკა სავსეა კეთილშობილი პრეზიდენტებით, ბენჟამინ ფრანკლინი, ვაშინგტონი, ჯონ ქვინსი ადამსი... პრუსიის ისტორიიდან ფრიდრიხ მეორე "ბებერი პრინცი" და ოტო ფონ ბისმარკია. ეს ხომ საერთოდ გადარეული იყო მაგრამ პრინციპული და რაციონალური. ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არის შანსი რომ კარგმა ადამიანმა მიაღწიოს მმართველ თანამდებობებს. ბარაკ ობამა დამთმობი პრეზიდენტი მაგრამ უკიდურესად კეთილშობილი, არც ერთხელ შეურცხვენია თეთრი სახლი, ორივე ვადა იუმორში და ღუღუნში გაატარა, სხვა ვინ გავიხსენო ევროპაში, ყველა შავ-თეთრია, მაგრამ ისეთი დედა მოტ...ნული როგორიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრია ალბათ მარტო პოსტ საბჭოთა სივრცეშია. კი ვიცი ამაში მარტონი არ ვართ, მთელი სავოკი ჯოჯოხეთის ბალღამია, რომელიც საკუთარ ბოღმის წვნიანში იხარშება, ხოდა რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ერთი კაი კაცი ვერ გავართრიეთ არათუ მმართველად არამედ კანონმდებლადაც?! ცხადია ქართული ელიტის რეკრუტირების პროცესი პირდაპირ მიბმულია ქართულ კულტურას, ხოდა რა ღირებულებებიც არის მოთხოვნათი "საქმის კეთების" სისტემაში ისეთი ელიტა გვყავს. რატომ არის რომ ჩვენს საზოგადოებაში რთულია მორჩილების და დისციპლინის შენარჩუნება? ამის მიზეზი ქართულ საზოგადობაში გაბატონებული ჰიპერმასკულინური კულტურაა, რომელიც ყოველი ადამიანისგან ალფა მამრული ღირსებების გამოვლენას ითხოვს. მაშინ როცა მთელ რიგ საზოგადოებებში მსახურება და დისციპლინა არის ადამიანის ზრდილობის, განათლების და ღირსების მამტკიცებელი თვისება, ჩვენში რაოდენ სასწაულიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს პირობებია თმენის, ტანჯვის და მეცადინეობის მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს მხოლოდ სხვისი დისციპლინა გვიყვარს მაგრამ არა ჩვენი, სხვისიც იმიტომ რომ ჩვენი უდისცპლინობით სხვის დისცპილინას გვერდიდან შემოუაროთ და ურიგოდ გავძვრეთ, ხოდა ყველაზე ცუდიც სწორედ ისაა რომ ასეთი "ჩალიჩა" მოხერხებულობის გამო ძმაკცებსაც და პატივსაც ბევრს დავაგროვებთ, არავინ დაგძრახავთ თუ "გაჩალიჩდით" არავინ!!! აი სწორედ აქაა ჩვენი გასაჭირის სათავეც. ჩვენს უკუღმართ საზოგადოებაში ნონკონფორმიზმი გამოხატულია არა რომანტიული ამბოხით, როგორიც იყო პაციფიზმი ვიეტნამის ომის დროს, ჩე გევერას ბრძოლა ანტი-ამერკანიზმის წინააღმდეგ, არამედ თითმის ველური, თითქმის იმპულსური შეწინააღმდეგებით რომ გამოკვეთილ იქნეს მასკულინობა ავტორიტეტის დაუორჩილებლობით. მიხვდით რას ვგულისხმობ? აი სწორედ იმ დისკომფორტს ხელმძღვანელი რომ ბრძანებას გასცემს, ეკუთვნის ეს უფლება, ბრძანებაც გასაგებია და შესასრულებელი, მაგრამ ერთი სული გაქვს შემოუტრიალდე და დედა შეუკურთხო, იმიტომ რომ საკუთარ თავს და სხვებსაც დაუმტკიცო რომ "წერპილა" არ ხარ, ეს არის საზოგადოება რომელიც დამსაქმებელ ხელმძვანელს ეტყვის მერე რა რომ მუშა ვარ შენ ვინ ჩემი ყ..ლე ხარო. მარტივად რომ ვთქვათ დაუმორჩლებლობა არის კიდეც ყველა რეალიზებული მამაკაცის კულტურულად მოსალოდნელი ქცევა, იმიტომ რომ დაუმორჩილებლობით მამაკაცი ავლენს მამაკაცურ ძლიერებას. აი ამ ზიზღით შექმნის საზოგადოებას ცხადია არავითარი შანსი არ აქვს რომ კეთილშობილი ადამიანი გაათრიოს ელიტის რიგებში, იმიტომ რომ ელიტამდე იმდენჯერ უნდა გამოავლინო მახინჯი დაუმორჩილებლობა რომ სხვებმა შეგნიშნონ, სწორედ უდისცპლინობით დაწინაურდები და არა პროფესიონალიზმით, აზრზე ხართ რა ბრიყვული სოციალური ლიფტები გვაქვს რომ პროფესიონალიზმი კი არ გაგქაჩავს არამედ დაუმორჩილებლობა, ანუ ვინც სტეიკ ჰოლდერია, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ის შენში სანდო კაცს მარტო დაუმორჩილებლობით დაინახავს, აი თუ მორჩილი და შენი საქმის ერთგული ხარ მაშინ დარჩები მომსახურების სფეროში, აი სწორედ იქ სადაც საქმეებს აკეთებენ, თეთრსაყელოებიანების სტრატაში, შემოვა შენზე ბრიყვი, შენზე უშნო, გასიებული რეგვენი და დაგიგდებს მაგიდაზე დავალებას რომლის წაკითხვაც არ იცის, ხოდა შენ მორჩილო წიგნის ჭიავ, იმის საქმე უნდა გააკეთო. ის გადაწყვეტს შენ კი ასრულებ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, ქართული საზოგადოება წამგებიანი კულტურით ხელმძღვანელობს. დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიაში, აბსოლუტურად ყველა, ყველა არის უღირსი ადამიანი, ვერც ერთმა ვერ შენარჩუნა პრინციპები, პატიოსნება და ჯიგარი, სხვადასხვა გამოწვევის დროს ყველა ჩაიჭრა. ზვიადი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს, იმდენჯერ რა მოთვლის, მერე ეს ყელფანდურა იდიოტები, ყველას გინება, ყველას ძაგება. ჯაბა, კიტოვანი და სიგუა ხომ სხვადასხვა ზომის და სისქის დილდოა, ედუარდ შევარდნაძეზე საიდან დავიწყო, მთელი მისი ბიოგრაფიაა სხვების გადაგდება და სავოკური მნაგახადოვკები; სააკაშვილი ასევე ღვარძლით და მეგალონამანიაკური ეგოიზმის სავსე რეგვენი რომელმაც აღმშნეებლობის იმპულსი შექმნა და თავად გააბანძა, ბიძინა ხო საერთოდ კიდალაა, განსხეულებული კვაჭი კვაჭანტირაძე, პრემიერები როგორ მოგწონთ?__ღარიბაშვილი__ ღმერთო გვიშველე; კვირიკაშვილი__კორუმპირებული ნეხვი__გახარია თვალთხარია; ისევ ღარიბაშვილი ეს ერთიც ღმერთო ეს ერთიც და მეტი აღარა... პარლამენტის წევრები?__ ვინ? ვინმე გახსენდებათ კეთილშობილებით, ჯიგარით, პატიოსნებით? ხოდა რატომ არა? ___ იმიტომ რომ ჩვენში პატიოსნება ნაკლია, ტორმუზია, თმენაა, აი სწორედ ამიტომ!