ძებნა
'ერთ-ერთი' ძებნის შედეგები.
-
აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ჯორჯიის შტატის საშუალო სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის შესახებ გაკვეთილები ჩატარდეს. ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის განხორციელებას შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაემატოს. პროგრამა დაეფუძნება საშუალო სკოლის ბაზას. კანონპროექტი მალევე მიიღო ჯორჯიის შტატის ქვედა პალატამ. კანონპროექტს მხარს უჭერს ექვსი რესპუბლიკელი კანდიდატი. შემდგომი განხილვის მიზნით კი კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა. პროგრამა ასახავს ფინანსური წიგნიერების 16 სფეროს, რომელსაც მეათე ან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: ”განათლების სახელმწიფო საბჭო ფინანსური წიგნიერების დონის შესასრულებლად სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლეები საშუალო სკოლის პერიოდში გადიან.” როგორც ჩანს, პროგრამაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა აღმოჩნდა ამ სიაში ისეთ საგნებთან ერთად, როგორიცაა თანხის დაბალანსება, ინვესტიცია, ფულის მართვა, სესხის განაცხადები და გადასახადების შეფასება. მიუხედავად ამ სიახლისა, მსგავს შემთხვევას საფრანგეთში 2019 წელს ადგილი უკვე ჰქონდა, რა დროსაც მოხდა ფრანგულ საშუალო სკოლებში კრიპტოვალუტის, როგორც სასწავლო მოდულის დამატება. The post აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. -
ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არის იგნორი. მირჩევნია გამაკრიტიკო, რაიმე ნეგატიური მითხრა, ვიდრე საერთოდ ურეაქციოდ დამტოვო. ეს ნიშნავს, რომ არაფერს წარმოვადგენ შენთვის. სხვათა შორის, ხშირად სამსახურის დატოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ იგნორირებაა ხოლმე. აქ საქმე სწორედ აღიარებაშია. ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება ყურადღება, რადგან ყველანი ეგოცენტრულები ვართ და გვაქვს მოთხოვნილება, რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ. ბავშვების შემთხვევაშიც ძალიან აშკარაა – როდესაც არ აქცე ყურადღებას, რა უკუკავშირს იწვევს ეს? მხოლოდ მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევ, თუ ერთხელაც არ გაიხედავ მისკენ, მუდამ კომპიუტერში, ტელეფონსა თუ საკუთარ საქმეში ხარ თავჩარგული და გართული; ამ დროს იწყებს ბავშვი დექსტრუქციულ ქცევას, რომ შენი ყურადღება მიიპყროს – რაღაცას გატეხავს, გააფუჭებს. იგნორირებაზე მტკივნეული არაფერია, რადგან ყველა ადამიანური შიში სიკვდილს უკავშირდება. იგნორირება კი საკუთარ არსებობაში აეჭვებს ადამიანს. ყველა ძლიერი კვლევა ამას ამტკიცებს, რომ ურთიერთობები უმთავრესია. მაგრამ თუ ეს ურთიერთობები არაჯანსაღია, ან საერთოდ არაა უკუკავშირზე აგებული, მაშინ იწყება დიდი დისკომფორტი.