Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ევროკავშირის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 7 results

  1. საქართველოს პრეზიდენტი - განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია - დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია! ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება! ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა! ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!
  2. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმნენ მასში „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჩადებულ მექანიზმს. რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, ლიდერებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. დოკუმენტში, პრეზიდენტი მიშელი მხარეებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, იგი 2022 წელს ახალი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას აიღებს. საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით 18 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ახალი დოკუმენტის შესახებ დეტალებზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრააზე მმართველი გუნდის წევრები არ მივიდნენ. შარლ მიშელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ახალ დოკუმენტს წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი მიესალმა დოკუმენტში „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ „მკაფიო“ მექანიზმის შეტანას, თუმცა თქვა, რომ არის „პრობლემები გაკრევულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში“. ამით სამადაშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე შიდაპარტიული კონსულტაციები ექნება. განახლებული დოკუმენტის მიმართ უკმაყოფილება უფრო ღიად გამოხატა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა „არ არის სწორი გზა“. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დოკუმენტზე ხელმოწერა პრობლემური იქნება. აღნიშნა რა, რომ „პოლიტპატიმრებთან“ მიმართებით ახალ დოკუმენტში „ძალიან კარგი პროგრესია“, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აკაკი მინაშვილის მსგავსად, თქვა, რომ ხელახალი არჩევნების „თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა არის მიუღებელი“. თუმცა, ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე პარტიის წევრებთან იმსჯელებენ. ხაზი გაუსვა რა, რომ „დოკუმენტის შინაარსი მისაღები უნდა იყოს მეტნაკლებად ყველა მხარისთვის“, – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ. „ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას“, – თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. თუმცა, იგი „პოლიტიპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ დოკუმენტში არსებულ მექანიზმს მიესალმა. პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტი „პოზიტიურად“ შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ და პარტიის სახელით მასზე ხელმოწერის მზაობა გამოხატა. „მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, – დაამატა მან.
  3. 31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“. დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიციის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს. ახლა დანიელსონი განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ძალისხმევა. „ეს არის გამოსავალი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა. ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება დოკუმენტის მიხედვით, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ამბიციური საარჩევნო რეფორმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. ამავე ტექსტის მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. აქედან პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ასევე ხმების 2/3-ით, ხოლო მისი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა დოკუმენტის მიხედვით, მოქმედმა პარლამენტმა ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად უნდა დაამტკიცოს „ამბიციური“ სასამართლო რეფორმა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. აგრეთვე, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შემდეგ სიიდან შეირჩევა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი. მომავალი არჩევნები დოკუმენტის მიხედვით, პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. წინაისტორია ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა. პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ღარიბაშვილმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან პოლიტკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის დიდმა ნაწილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მისი შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. ოპოციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები დაკემბრის დასაწყისში შეწყდა. მხარეებს შორის დიალოგი პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს განახლდა.
  4. „პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა სხვა საკითხებზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა 19 მარტს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 10 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ დღეს დილით, იგი ბრიუსელში გაემგზავრება და მიღწეული პროგრესის შესახებ პრეზიდენტ მიშელს აცნობებს. „საბოლოო ჯამში, არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა. „დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაზე – „პოლიტპატიმრების“ გამოშვებასა და ახალი არჩევნების ჩატარებაზე ქართული ოცნების დათანხმება ვერ მოხერხდა. „კიდევ ერთხელ დასავლეთმა ნახა, ვისთან აქვთ საქმე“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან ამ პროცესში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშრებით“, – დაამატა მან. მოლაპარაკების მორიგი რაუნდის უშედეგოდ დასრულებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემაც და თქვა, რომ მმართველი პარტია პასუხისმგებლობის საკუთარი წილის აღებისთვის მზად არ არის. თავის მხრივ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ „[მათთვის] იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა“. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო ისეთი „ულტიმატუმები“, რომლებიც კანონის უზენაესობის „ფეხქვეშ გათელვას“ ითვალისწინებდა. „როდესაც ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმებს გიყენებენ, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს სჭირდებათ პასუხის გაცემა ასეთ ულტიმატუმებზე და ასე მოვიქეცით“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დიალოგზე წარმოდგენილი ოპოზიციური ლიდერების „უმრავლესობა“ კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ „რამდენიმე პარტიისთვის“ მნიშვნელოვან თემებს მიანიჭა პრიორიტეტი და არა „საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს“. წინაისტორია ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, მოგვიანებით, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწვიტა და თქვა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებოდათ. პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
  5. ირლანდიის კრიპტოვალუტის კომპანიებს მომავალი თვიდან პირველად მოუწევთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ზომების მიღება. ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელო პრინციპებში ტერორიზმის დაფინანსებაც შეიყვანა. ახალი წესების დაცვა ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარეობს. კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ციფრული ვალუტის გამოყენებით, ასევე ნებისმიერი ფირმა, რომელიც მათ მომსახურებას უწევს, ვალდებულია კლიენტების თანხის წარმომავლობა და დანიშნულება გულდასმით შეამოწმოს. ირლანდიის FinTech & Payments ასოციაციის თანათავმჯდომარე, ჯოშ ჰოგანი რეგულაციების მომხრეა. ”ირლანდიას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კარგი რეპუტაციით, როგორც ფინანსთა, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ქვეყანას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო იურისდიქცია ჰქოდეს, სადაც ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით კრიპტო მომსახურების ბიზნესი იმუშავებს. ეს საბოლოოდ მოიტანს რეალურ კომერციულ სარგებელს სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და გადასახადების მხრივ,”-განაცხადა FinTech & Payments ასოციაციის თანათავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს. The post ირლანდია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ევროკავშირის დირექტივას უერთდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. ირლანდიის კრიპტოვალუტის კომპანიებს მომავალი თვიდან პირველად მოუწევთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ზომების მიღება. ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელო პრინციპებში ტერორიზმის დაფინანსებაც შეიყვანა. ახალი წესების დაცვა ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარეობს. კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ციფრული ვალუტის გამოყენებით, ასევე ნებისმიერი ფირმა, რომელიც მათ მომსახურებას უწევს, ვალდებულია კლიენტების თანხის წარმომავლობა და დანიშნულება გულდასმით შეამოწმოს. ირლანდიის FinTech & Payments ასოციაციის თანათავმჯდომარე, ჯოშ ჰოგანი რეგულაციების მომხრეა. ”ირლანდიას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კარგი რეპუტაციით, როგორც ფინანსთა, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ქვეყანას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო იურისდიქცია ჰქოდეს, სადაც ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით კრიპტო მომსახურების ბიზნესი იმუშავებს. ეს საბოლოოდ მოიტანს რეალურ კომერციულ სარგებელს სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და გადასახადების მხრივ,”-განაცხადა FinTech & Payments ასოციაციის თანათავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს. The post ირლანდია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ევროკავშირის დირექტივას უერთდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი 2021 / 02 / 24 რეთი ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ეჭვს გარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება თავისთავად, ძალიან სერიოზული ქმედებაა. იგი ემყარება გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, მისი შემადგენელი ნაწილია) ხელი მოეწერა 2014 წელს, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი გახდა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ა.შ. ამავე დროს, ეს განზრახვა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ბრიუსელთან ამ განზრახვის თემაზე? დადებითად მიიღებენ თუ არა ასეთ განაცხადს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წელს და მოხერხდება თუ არა მისი წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან? რა გავლენას მოახდენს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობა? როდის მოხდება განაცხადის შეტანა, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? თუ იგი წარდგენილი იქნება არჩევნებამდე, რა გავლენას მოახდენს პროცესებზე დაუკომპლექტებელი პარლამენტი, რომელსაც ამჟამად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აფასებს, როგორც ერთპარტიულს? როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება? მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენა იქამდე, სანამ საქართველო მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ გახდა ნატოს წევრი. თუ ნატოს წევრობა პრიორიტეტი აღარ არის? განაცხადი წარდგება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან, ასოცირებულ წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციით თუ ცალკე? რა დონის ეკონომიკური განვითარებით და სოციალური სტატუსის ხარისხით გვინდა მივეგებოთ ამ ისტორიულ დღეს? არარეალურია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პუბლიკაციაში. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარების ფაქტორის განხილვა. უდავოა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, განაცხადის წარმატებით აღქმის შანსები საკმაოდ შეზღუდულია. ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონესა და ევროკავშირის ყველაზე სუსტ ეკონომიკას - ბულგარეთს შორის. რაც მით უარესია, არც ამ განვითარების დინამიკა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს რადიკალურად გააუმჯობესოს ეს დინამიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეიძლება დავივიწყოთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის სერიოზული განზრახვები. იმისათვის, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა მარტო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ მთავრობას გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, შეგვიძლია შევადაროთ ბულგარეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე და დინამიკა 2012-2020 წლებში. მშპ-ის მოცულობა (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 54.01 55.59 56.88 50.63 53.78 59.07 66.27 67.93 67.92 საქართველო 16.49 17.19 17.63 14.95 15.14 16.24 17.60 17.74 16.32 მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP-per-capita?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 7415 7673 7898 7077 7573 8379 9466 9772 9826 საქართველო 4410 4623 4742 4018 4061 4359 4719 4765 4405 მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებით (%) წყარო:https://knoema.com/atlas/Bulgaria/Government-gross-debt-as-a-share-of-GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 16.6 17.2 26.4 25.4 27.1 23.0 20.1 18.6 24.1 საქართველო 33.5 32.5 33.3 38.8 42.2 40.8 40.0 42.6 58.7 უმუშევრობა (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Unemployment-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 12.4 13.0 11.5 9.2 7.7 6.2 5.2 4.2 5.6 საქართველო 17.2 16.9 14.6 14.1 14.0 13.9 12.7 11.6 n/a ინფლაცია (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Inflation-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 2.4 0.4 - 1.6 - 1.1 - 1.3 1.2 2.6 2.5 1.2 საქართველო - 0.9 - 0.5 3.1 4.0 2.1 6.0 2.6 4.9 5.3 2012-2020 წლებში ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა მეოთხედით, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლები საქართველოში მცირედით შემცირდა. ბულგარეთში სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 16,6%-დან 24,1%-მდე გაიზარდა; საქართველოში კი 33.5%-დან 58.7%-მდე. უმუშევრობის დონე ბულგარეთში 12,4%-დან 5,6%-მდე შემცირდა, საქართველოში კი 17,2%-დან 11,6%-მდე შემცირდა (2019 წელს, 2020 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებლები 2.4%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო საქართველოში - 0.9%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის მთლიანი ვალი, ბულგარეთში 24.1%, ხოლო საქართველოში 58.7%-ია. სურათი საკმარისად მკაფიოა: განხილული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთთან მიმართებით საქართველოს ჩამორჩენამ ყველა განზომილებით მხოლოდ იმატა. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს სხვაგვარად? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს ნათელი გახდება, თუ გავაანალიზებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს 2003 წლიდან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკამ დინამიკურად დაიწყო განვითარება. შთამბეჭდავი იყო ყოველწლიურად ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის მშენებლობა, ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება; დაიწყო სხვა, ქვეყნის დედაქალაქის ალტერნატიული, ეკონომიკური განვითარების ცენტრების აღმოცენება. ამ პროცესის ნაწილი იყო პოლიტიკური ინსტიტუციების გადანაწილება: საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში და ა.შ. შეუძლებელია მომავლის აშენება წარსულის ფუნდამენტური ანალიზის გარეშე. მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ასეთი ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს დღეს საქართველო და რამდენად შეიძლება ის დაუახლოვდეს, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის ამბიციური ამოცანას. ორი პატარა ცხრილი დაგვეხმარება სიტუაციის გარკვევაში. საქართველოს მშპ 2003 – 2019 წლების პერიოდში (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp 2003 2007 2012 2016 2019 3.99 10.17 16.49 15.14 17.74 საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003-2019 წლების პერიოდში (აშშ დოლარი) წყარო: https://www.geostat.ge/media/27810/Mtliani-shida-produqti-2018-celi-dazustebuli%28geo%29.pdf 2003 2010 2012 2019 1070 3232 4422 4763 ცხრილები ადასტურებს, რომ 2003-2012 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, დღეს ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მომხდარა. სამწუხაროდ, ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების აღსაწერად არის „სტაგნაცია“. აშკარაა, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალი იყო. 2003 წლიდან 2012 წლამდე მშპ ოთხჯერ გაიზარდა; ნამატმა 12 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში რომ ოთხჯერ გავზრდილიყავით, ახლა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მლრდ. აშშ დოლარს მიუახლოვდებოდა. ალბათ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო მშპ-ის გაორმაგება 32 მლრდ. დოლარამდე, ან თუნდაც მისი იგივე 12 მლრდ. დოლარით, 28 მლრდ. დოლარამდე, გაზრდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მიუახლოვდებოდა ბულგარეთისას, მისი ყველა შესაბამისი შედეგებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა აშშ დოლარის დენომინაციაში ამჟამად არსებული მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაორმაგება. საკმარისი მშპ არის მყარი არგუმენტი ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის მისაღებად. ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება თუნდაც ორგანიზაციის ყველაზე სუსტ ეკონომიკასთანაც კი მეტ სიმყარეს სძენს ამგვარ განაცხადს. 2024 წლისთვის ამ ოცნების ასასრულებლად ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური სასწაული უნდა მოახდინოს.