ძებნა
'დღეში' ძებნის შედეგები.
-
Glassnode: BTC-ის მაინერები დღეში 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ბიტკოინის მაინინგმა რეკორდულ შემოსავალს მიაღწია – მოცემულ მომენტში მაინერები დღეში დაახლოებით 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ, რაც BTC-ის ფასისა და ტრანზაქციების საკომისიოს ზრდასთან არის დაკავშირებული. Glassnode-ის მონაცემების თანახმად, ამ კვირაში ბიტკოინის მაინერების შემოსავალმა რეკორდულ მაქსიმუმს, დღეში 52.3 მილიონს მიაღწია. კომპანიის ანალიტიკოსების აზრით ეს ქსელისთვის სასიკეთოა. მაინერების ბლოკის ჯილდო შეადგენს 6.25 BTC-ს (347477$) და საკომისიოს, რომელსაც მომხმარებლები ტრანზაქციებში იხდიან. ყოველ ოთხ წელიწადში, ბლოკის ჯილდო ორჯერ მცირდება. ბიტკოინის წინამორბედი ჰალვინგი 2020 წლის მაისში შედგა. როგორც Glassnode აღნიშნავს, მიუხედავად გასულ წელს ჯილდოს განახევრებისა, მაინერები განაგრძობენ მაღალი შემოსავლების მიღებას. პირველ რიგში, ეს ბიტკოინის ფასის ზრდას უკავშირდება. ახლა მისი ფასი 56000-მდე დოლარს შეადგენს, წინა შაბათ-კვირას კი ფასმა 61000 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციებზე საკომისიოები ასევე იზრდება. გაიზარდა ბიტკოინის გაგზავნის ღირებულებაც, სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს ქსელის გამოყენების სურვილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაინერებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ. Glassnode აღნიშნავს, რომ „ ქსელში ტრანზაქციებისთვის გადახდილი საკომისიოები, ასევე წარმოადგენენ ბაზრის მიმართულებისა და პრიორიტეტების საინტერესო მაჩვენებელს.“ ამჟამად, საკომისიოების 30% კრიპტოვალუტის ბირჟებიდან შემოდის. გასული თვე წარმატებული აღმოჩნდა როგორც ბიტკოინის, ასევე ეთერიუმის მაინერებისთვის – მათ რეკორდული შემოსავალი მიიღეს. ამასთან აღასანიშნავია, რომ ეთერიუმის მოპოვების შედეგად მიღებულმა მოგებამ, ისტორიაში პირველად 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წყარო: https://bits.media The post Glassnode: BTC-ის მაინერები დღეში 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.-
- glassnode:
- btc-ის
-
(and 6 more)
Tagged with:
-
Glassnode: BTC-ის მაინერები დღეში 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ბიტკოინის მაინინგმა რეკორდულ შემოსავლიანობას მიაღწია – მოცემულ მომენტში მაინერები დღეში დაახლოებით 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ, რაც BTC-ის ფასისა და ტრანზაქციების საკომისიოს ზრდასთან არის დაკავშირებული. Glassnode-ის მონაცემების თანახმად, ამ კვირაში ბიტკოინის მაინერების შემოსავალმა რეკორდულ მაქსიმუმს, დღეში 52.3 მილიონს მიაღწია. კომპანიის ანალიტიკოსების აზრით,ეს ქსელისთვის სასიკეთოა. მაინერების ბლოკის ჯილდო შეადგენს 6.25 BTC-ს (347477$) და საკომისიოს, რომელსაც მომხმარებლები ტრანზაქციებში იხდიან. ყოველ ოთხ წელიწადში, ბლოკის ჯილდო ორჯერ მცირდება. ბიტკოინის წინამორბედი ჰალვინგი 2020 წლის მაისში შედგა. როგორც Glassnode აღნიშნავს, მიუხედავად გასულ წელს ჯილდოს განახევრებისა, მაინერები განაგრძობენ მაღალი შემოსავლების მიღებას. პირველ რიგში, ეს ბიტკოინის ფასის ზრდას უკავშირდება. ახლა მისი ფასი 56000-მდე დოლარს შეადგენს, წინა შაბათ-კვირას კი ფასმა 61000 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციებზე საკომისიოები ასევე იზრდება. გაიზარდა ბიტკოინის გაგზავნის ღირებულებაც, სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს ქსელის გამოყენების სურვილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაინერებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ. Glassnode აღნიშნავს, რომ „ ქსელში ტრანზაქციებისთვის გადახდილი საკომისიოები, ასევე წარმოადგენენ ბაზრის მიმართულებისა და პრიორიტეტების საინტერესო მაჩვენებელს.“ ამჟამად, საკომისიოების 30% კრიპტოვალუტის ბირჟებიდან შემოდის. გასული თვე წარმატებული აღმოჩნდა როგორც ბიტკოინის, ასევე ეთერიუმის მაინერებისთვის – მათ რეკორდული შემოსავალი მიიღეს. ამასთან აღასანიშნავია, რომ ეთერიუმის მოპოვების შედეგად მიღებულმა მოგებამ, ისტორიაში პირველად 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წყარო: https://bits.media The post Glassnode: BTC-ის მაინერები დღეში 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.-
- glassnode:
- btc-ის
-
(and 6 more)
Tagged with:
-
დეცენტრალიზებული ფინანსების პროექტმა Meerkat Finance-მა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინზე 31 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების მოპარვის შესახებ გამოაცხადა. არსებობს ეჭვი, რომ თანხები პროექტის ორგანიზატორებმა მიითვისეს. სტარტაპი გაშვებიდან სულ რაღაც ერთ დღეში დაიხურა. Meerkat Finance-ის გუნდმა განაცხადა, რომ საცავზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 31 მილიონი დოლარის ღირებულების 13 მილიონი BUSD და 73 000 BNB იქნა მოპარული. ტოკენები რამდენიმე მისამართზე იქნა გადატანილი. Binance Smart Chain ბლოკჩეინის დამკვირვებლის, BscScan- ის მონაცემების თანახმად, ჰაკერმა Meerkat-ის სმარტ კონტრაქტის ელემენტები შეცვალა, რომლებიც პროექტის საცავის მუშაობას განსაზღვრავდნენ. ცვლილებები Meerkat-ის დეველოპერის ექაუნთიდან განხორციელდა, რომელმაც სმარტ კონტრაქტი ჩაუშვა. გამოიკვეთა ორი ვარაუდი – ან ბოროტმოქმედებმა შეძლეს დეველოპერის პირადი გასაღების ხელში ჩაგდება, ან დანაშაული თავად პროექტის შემქმნელებმა ჩაიდინეს. ინციდენტის შემდეგ პლატფორმის საიტი დაიხურა, Meerkat Finance-ის ტვიტერის ექაუნთი კი გაუქმდა. ეს ბადებს ეჭვს, რომ მეორე ვარიანტი სიმართლესთან უფრო ახლოსაა. კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ Meerkat Finance-ის სერვისზე მოზღვავებული აქტიურობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ. გამოძიებაში ჩაერთვნენ აუდიტორული ფირმები Certik, PeckShield და Slowmist. ცოტა ხნის წინ მომხმარებლები მსგავს თაღლითურ პროექტს, Binance Smart Chain-ზე გაშვებულ DeFi Wine Swap-ს ემსხვერპლნენ. მაგრამ მაშინ მოპარული თანხა გაცილებით ნაკლები, 345 000$ იყო. როცა Binance-მა ჰაკერის ვინაობა გაარკვია, იგი თანხის დაბრუნებას დათანხმდა. რადგან მსგავსი შემთხვევების გამოძიება მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წინასწარ არასდროს არის ცნობილი დასრულდება თუ არა ძიება წარმატებით. Binance Smart Chain-ის ძირითადი ქსელი 2020 წლის 1 სექტემბერს იქნა გამოშვებული. ქსელი დეველოპერებს ტრანზაქციების სიჩქარის შემცირებისა და საკომისიოს ზრდის გარეშე DeFi-ის აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობებით იზიდავს. წყარო: https://bits.media/ The post Meerkat Finance-ის პროექტი გაშვებიდან ერთ დღეში დაიხურა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- meerkat
- finance-ის
-
(and 4 more)
Tagged with: