ძებნა
'დოლარის' ძებნის შედეგები.
-
ჰაკერებმა Roll-ის პლატფორმიდან 5.7 მილიონი დოლარის ტოკენები გაიტანეს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ეთერიუმის ბლოკჩეინზე ტოკენების გამომუშავების პლატფორმამ Roll ჰაკერების თავდასხმა განიცადა. ბოროტმოქმედებმა საცავებთან წვდომა და 5,7 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გაყიდვა შეძლეს. The Block-ის ანალიტიკოსის, იგორ იგამბერდიევის მონაცემებით, ჰაკერებმა 5.7 დოლარის ღირებულების ETH მიიღეს, რის შემდეგაც თანხა Tornado Cash-ზე იქნა გადაგზავნილი. პლატფორმაზე წარმოებული ტოკენების ღირებულება 95-98%-ით დაეცა. „ჰაკერებმა ყველა მოპარული ტოკენი გაყიდეს, თუმცა ჯერ უცნობია აქვთ თუ არა მათ წვდომა Roll-ის ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტებზე. ფაქტები ან საფულის გასაღების ქონაზე, ან ინსაიდერის მოქმედებაზე მეტყველებს.“- წერს ანალიტიკოსი ტვიტერზე. Roll-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს სისტემის გატეხვის ფაქტი და აღნიშნეს, რომ კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები იძიებენ მომხდარ ინციდენტს. თვის დასაწყისში ჰაკერების სამიზნე პროექტი PAID Network გახდა. ჰაკერებმა პროექტის ადმინისტრაციული უფლებები მოიპოვეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გამოშვება შეძლეს. მათი ნაწილი გაიყიდა და ჰაკერებმა 2000 ETH-ის გამომუშავება შეძლეს. 1/5 Two hours ago, someone sold a huge amount of social tokens issued on Roll platform. As a result, an attacker earned almost 3k ETH ($5.7M), of which 700 have already been sent to Tornado Cash. Most of social token prices dumped as a result. pic.twitter.com/WmdMogBBnd — Igor Igamberdiev (@FrankResearcher) March 14, 2021 წყარო: https://www.theblockcrypto.com The post ჰაკერებმა Roll-ის პლატფორმიდან 5.7 მილიონი დოლარის ტოკენები გაიტანეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
სენატორმა შეროდ ბრაუნმა FED-ს ციფრული დოლარის გამოშვებისკენ მოუწოდა
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
აშშ-ს სენატორმა შეროდ ბრაუნმა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელს, ჯერომ პაუელს (Jerome Powell) სახელმწიფო კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობების განხილვის თხოვნით წერილობით მიმართა. წერილში შეროდ ბრაუნი (Sherrod Brown) აღნიშნავს, რომ თუ ამერიკელი მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, დიდი ალბათობაა ისტორიის „ბორტს მიღმა“ დარჩეს და ფინანსურ სისტემაში გადამწყვეტი როლი დაკარგოს. „ფედერალური სარეზერვო სისტემა უნდა იყოს ლიდერი CBDC-სა და ციფრული ვალუტების სფეროში, ისევე როგორც არის მისი სწრაფი გადახდების სერვისი FedNow.“ სენატორი წერს, რომ თუ მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, მომავალში ფინანსურ სისტემაში წამყვან ძალად კერძო კომპანიები იქცევიან. ბრაუნი აღნიშნავს, რომ არაერთმა კომპანიამ დაიწყო ბიტკოინში ინვესტირება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფინანსურ სამყაროში სიტუაცია შეიცვალა. მისი აზრით, ბიტკოინი და სხვა „არასახელმწიფო კრიპტოვალუტები“ მონეტარული სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ბიტკოინი კი ყველაფერთან ერთად კლიმატურ რისკსაც წარმოადგენს. „ეს არის უაღრესად ვოლატილური და სპეკულატორული აქტივები, მათი გამოყენება უკანონო საქმიანობისთვის არის შესაძლებელი, ასევე ისინი მოიხმარენ უამრავ ელექტროენერგიას და საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ ელექტროსისტემებს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უნდა დაარეგულიროს კერძო ციფრული ვალუტები და ასევე შეიმუშავოს ციფრული დოლარი,“- დაასკვნა სენატორმა. იმის შესახებ, რომ ბიტკოინი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას საჭიროებს, თებერვალში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმაც (Janet Yellen) ისაუბრა. წყარო: https://bits.media The post სენატორმა შეროდ ბრაუნმა FED-ს ციფრული დოლარის გამოშვებისკენ მოუწოდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი PAID Network 5 მარტს ჰაკერებმა გატეხეს. ჰაკერებმა სმარტ კონტრაქტის მართვა შეძლეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. PAID Network წარმოადგენს ეკოსისტემურ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომელიც ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს. Etherscan-ის მონაცემებით, ჰაკერებმა PAID Network-ის სმარტ კონტრაქტში ადმინისტრაციული უფლებების მიღება შეძლეს და 59.7 მილიონი PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. მათგან დაახლოებით 2.5 მილიონის გაყიდვა დეცენტრალიზებული ბირჟის, Uniswap-ის, მეშვეობით 13 ტრანზაქციით მოხდა. გაყიდვის შედეგად ჰაკერებმა 2000 ETH-ის შემოსავალი მიიღეს, რაც მიმდინარე კურსით 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. PAID-ის ტოკენების საბაზრო ფასი 2.86$-ს შეადგენდა და გამოშვებული 59.7 მილიონი ტოკენის ღირებულება 159.3 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჰაკერებმა ტოკენების ნაწილი გაყიდეს, PAID-ის ტოკენის კურსი 88%-ით დაეცა და 0.32$ შეადგინა. ჰაკერების შემოტევამდე PAID-ის ტოკენების ლიკვიდურობა Uniswap-ის ბირჟაზე 3 მილიონ დოლარს შეადგენდა, შემდეგ კი 316 000$- მდე შემცირდა. მარტის დასაწყისში ჰაკერებმა ასევე გატეხეს DeFi-ის პროექტი Furucombo და პროტოკოლიდან 14 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა მონეტების გამოტანა მოახერხეს. წყარო: https://bits.media/ The post ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
ჰაკერებმა გატეხეს PAID პროტოკოლი და გამოუშვეს 160 მილიონი დოლარის ღირებულების ჟეტონები PAID Network, დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი, გატეხეს 5 მარტის საღამოს. ჰაკერებმა შეძლეს ჭკვიანი კონტრაქტის მართვა და 160 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ნიშნების გაცემა. გადახდილი ქსელი არის “ეკოსისტემაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გონივრული კონტრაქტის შესაძლებლობებს ბიზნესის მუშაობის გასაუმჯობესებლად”. Etherscan– ის თანახმად, ჰაკერებმა მიიღეს ადმინისტრაციული უფლებები PAID Network სმარტ კონტრაქტში და გასცეს 59,7 მილიონი ფასიანი ნიშნა. მათგან დაახლოებით 2,5 მილიონი გაიყიდა Uniswap- ის დეცენტრალიზებული გაცვლის გზით 13 გარიგებაში. ჟეტონის გამოცემა მოხდა UTC საღამოს 6 საათზე და გაყიდვა შედგა საღამოს 6:07 საათიდან საღამოს 6:27 საათამდე. ჰაკერებმა მოიპოვეს 2,000 ETH მეტი, რაც, ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. ფასიანი სიმბოლოებით ვაჭრობა იყო 2.86 აშშ დოლარად, ხოლო გაცემული 59.7 მილიონი სიმბოლო 159.3 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, ჰაკერების მიერ ზოგიერთი გაცემული სიმბოლოების გაყიდვიდან მალევე, გადახდილი განაკვეთი 88% -ით დაიშალა და $ 0.32 შეადგინა. გაფრთხილების დაწყებამდე Uniswap– ის ბირჟაზე ჟეტონის ლიკვიდობა 3 მილიონ დოლარზე მეტი იყო და ამის შემდეგ იგი 316 000 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში თავდამსხმელებმა გატეხეს DeFi პროექტი სახელწოდებით Furucombo და ოქმიდან ამოიღეს 14 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა მონეტები. The post ჰაკერებმა გატეხეს PAID პროტოკოლი და გამოუშვეს 160 მილიონი დოლარის ღირებულების ჟეტონები appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. საგრძნობლად გაიზარდა ბიტკოინის კურსის ნიშნული. თუკი ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას 12.000 დოლარზე პროგნოზირებდნენ, დღეს ფასმა 13.000 დოლარის დონეს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 13.000 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 13.74%-ით არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ბიტკოინის ფასის ნიშნული 11.700-სა და 12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე დონე 13.500 დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ მთლიან ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 61.2%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 417 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 6.61%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 388.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post ბიტკოინის კურსმა 13.000 დოლარის დონე გადალახა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.