დიდი ბრიტანეთის ინვესტორების 25%-მა ერთი მილიონი ფუნტი ბიტკოინში თანხის ინვესტიციით გამოიმუშავა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა ფინანსურ-საინვესტიციო კრიპტოვალუტის გეგმამ წარმოშვა ახალი გამოკითხვების ჩატარების აუცლებლობა. ამჯერად The Great Cryptocurrency Report-მა ჩაატარა გამოკითხვა 2000-მდე ბრიტანელ ინვესტორს შორის და დააფიქსირა მათი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ.
გამოკითხულთა 25% ამაყობს რომ მათი არჩევანი ბიტკოინზე შეჩერდა, რადგანაც გასულ წელს მათ მთელი ქონების გაორმაგებული რაოდენობა დაიბრუნეს და ისე, რომ აქტივები თითქმის ხელუხლებლად შეინარჩუნეს.
საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ ფუნტზე, რომელიც ინვესტიციების მოგების სახით დაუბრუნდა მფლობელებს. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29% წახალისებულია ინვესტიციის ჩადებით, რადგან ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად თანხის ჩადება უფრო და უფრო მომგებიანი საქმე ხდება.
თუმცა კვლევის მეორე მხარე აჩვენებს, რომ გამოკითხულდა 31% აღარ აპირებს ბიტკოინში ინვესტციის განხორციელებას, რადგან გაზრდილი ფასების, გამო მათ შანსი უკვე ხელიდან გაუშვეს.
კვლევაში ასევე ინვესტორების ფასების პროგნოზიც აისახა. გამოკითხულთაგან 31%-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი წელს 50,000 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს, ანუ 69,000 აშშ დოლარს. ინვესტორების 18% კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 ფუნტზე დაფიქსირდება.
The post კვლევა: ბრიტანელი ინვესტორების 25%-მა 1 მილიონი ფუნტი ბიტკოინით დააგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.