რამდენიმე კვირაა პი ჯეი ტაკერის ბედი გაურკვეველია. „ჰიუსტონმა“ ჯეიმს ჰარდენის გაშვების შემდეგ პრიორიტეტულად ახალგაზრდა მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება მიიჩნია. ტაკერს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, კარიერის გაგრძელება ისეთ გუნდში სურს, რომელსაც ჩემპიონობის შანსი ექნება.
ბოლო პერიოდის მანძილზე, ტაკერის სახელს რამდენიმე გუნდი დაუკავშირეს. დღეს კი ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როკეთსი“ შეთანხმდა „ბაქსთან“ და პი ჯეი ტაკერს მილუოკიში უშვებს. აღნიშნული გაცვლის მიხედვით „მილუოკის“ წევრი ტორი კრეიგი „ფინიქსში“ გადავა.
Milwaukee is trading forward Torrey Craig to Phoenix, sources tell ESPN. https://t.co/i9O71T4nTr
— Adrian Wojnarowski (@wojespn) March 17, 2021
Milwaukee is trading forward Torrey Craig to Phoenix, sources tell ESPN. https://t.co/i9O71T4nTr
— Adrian Wojnarowski (@wojespn) March 17, 2021
მიმდინარე სეზონზე ტაკერი პარკეტზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს და ამ დროის მანძილზე 4.4 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებს. სამქულიანი დისტანციიდან ის 31.4% სიზუსტით ისვრის.
The post „მილუოკი“ და „ჰიუსტონი“ პი ჯეი ტაკერის გაცვლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT appeared first on 1TV.