Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბრიტანელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. დიდი ბრიტანეთის ინვესტორების 25%-მა ერთი მილიონი ფუნტი ბიტკოინში თანხის ინვესტიციით გამოიმუშავა. დიდი ბრიტანეთის ახალმა ფინანსურ-საინვესტიციო კრიპტოვალუტის გეგმამ წარმოშვა ახალი გამოკითხვების ჩატარების აუცლებლობა. ამჯერად The Great Cryptocurrency Report-მა ჩაატარა გამოკითხვა 2000-მდე ბრიტანელ ინვესტორს შორის და დააფიქსირა მათი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. გამოკითხულთა 25% ამაყობს რომ მათი არჩევანი ბიტკოინზე შეჩერდა, რადგანაც გასულ წელს მათ მთელი ქონების გაორმაგებული რაოდენობა დაიბრუნეს და ისე, რომ აქტივები თითქმის ხელუხლებლად შეინარჩუნეს. საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ ფუნტზე, რომელიც ინვესტიციების მოგების სახით დაუბრუნდა მფლობელებს. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29% წახალისებულია ინვესტიციის ჩადებით, რადგან ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად თანხის ჩადება უფრო და უფრო მომგებიანი საქმე ხდება. თუმცა კვლევის მეორე მხარე აჩვენებს, რომ გამოკითხულდა 31% აღარ აპირებს ბიტკოინში ინვესტციის განხორციელებას, რადგან გაზრდილი ფასების, გამო მათ შანსი უკვე ხელიდან გაუშვეს. კვლევაში ასევე ინვესტორების ფასების პროგნოზიც აისახა. გამოკითხულთაგან 31%-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი წელს 50,000 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს, ანუ 69,000 აშშ დოლარს. ინვესტორების 18% კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 ფუნტზე დაფიქსირდება. The post კვლევა: ბრიტანელი ინვესტორების 25%-მა 1 მილიონი ფუნტი ბიტკოინით დააგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. გასულ თვეს, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, საჯიდ დავიდი თანამდებობიდან გადადგა, მისი ადგილი ახალგაზრდა კონსერვატორმა რიში სუნაკმა დაიკავა, რომელიც მანამდე სახაზინო მდივნის თანამდებობას იკავებდა. დღეს კი ახალი მინისტრი ყურადღების ცენტრში არა მისი საქმიანობის, არამედ სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა – ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს, რიში სუნაკის საქაღალდემ მეტად მისტიკური ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც ყველა აალაპარაკა. პირდაპირ ერთერში კარგად ჩანს თუ როგორ ტოვებს ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, ქვეყნის ბიუჯეტის განხილვის შეხვედრას და ავტომობილთან ჩავლის დროს მისი წითელი ფერის საქაღალდე როგორ იქცევა ზუსტად იგივე ზომის და მოცულობის მწვანე შეფერილობის საქაღალდედ, რაც წარმოუდგენელი და ძალიან უცნაურია. ნახეთ ვიდეო: As #Budget2020 is upon us, is it strange that I’m extremely preoccupied with the Chancellors Rishi Sunak magically changing folder colour. Watch closely. pic.twitter.com/kDDkivasg5 — Dr. Jennifer Cassidy (@OxfordDiplomat) March 11, 2020 ინტერნეტში აქტიური განხილვა მიმდინარეობს, რა შეიძლება იყოს საქაღალდის ფერის ცვლილების მიზეზი. ამ თემაზე საუბარი სავარაუდოდ, არც დასრულდება, მანამ სანამ თავად მინისტრი არ მოჰფენს ნათელს თუ რა მოხდა სინამდვილეში. წყარო: INDEPENDENT