საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის „შუქურაში“ მოსულ ინვესტორებზე ილაპარაკა.
„ქობულეთის „შუქურა“ ქართულ პირობებზე ძლიერი გუნდი იყო, რადგან ქობულეთი კარგად გვაფინანსებდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ შეიქმნა, ჩვენც სხვების მსგავსი ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, რაიონს დაფინანსება აუკრძალეს და გაგვიჭირდა – შედეგად ლიგიდანაც გავვარდით. ეს იმიტომ, რომ კერძო კლუბებს მეტი ბიუჯეტი ჰქონდათ და შესაბამისად, მეტი საშუალებაც. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანებულიყავით. გუნდში ოთხი ბიზნესმენი მოვიდა – ქობულეთელები ჯუმბერ გოგიტიძე, რუსლან მაცარიშვილი და თბილისელი ბიჭები – გიორგი გოგისვანიძე და გიორგი თბილელი. ეს ოთხი ადამიანი „შუქურას“ გვერდში დაუდგა, რაც გუნდს დაეტყო და ლიგაში ადგილი დავიბრუნეთ,“ – ამბობს რევაზ ჩელებაძე.
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელმა გუნდის პრობლემებზეც ილაპარაკა:
„ამ ხალხის დახმარებით, ფეხბურთის ფონდის დარიცხულ თანხას 300-400 ათას დოლარი ემატება, რაც გუნდისთვის დიდი შვებაა. ეს ხალხი ყველანაირად გვერდში გვიდგას, მაგრამ გლობალურად ჩვენი ფინანსებით ფეხბურთში ამით რა უნდა გააკეთო? „ლოკომოტივმა“ მოსკოვოს „დინამოს“ რომ მოუგო, წლიურად 60 მილიონი ევროთი აფინანსებენ, რაც ჩვენი ფეხბურთის სამი-ოთხი წლის ბიუჯეტია. ასეთი ბიუჯეტით წინსვლა ძალიან რთულია“.
The post საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – „შუქურას“ დასახმარებლად ოთხი ბიზნესმენი მოვიდა #1TVSPORT appeared first on 1TV.