Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბაღების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. სკოლების, ბაღებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, 24 და 25 იანვარს აქციები გაიმართება თბილისში. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება, ასევე არ იმუშავებს საზ.ტრანსპორტიც. აქცია მზიურის პარკში “მშობლები ვითხოვთ გეგმავს!” – ამ სახელწოდებით კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ: “ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.” განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები გააზრებული აქვთ პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა UNICEF-სა და სხვა სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, “მიუღებელია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით დახურვა. “ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა თბილისშიც. აქცია მოძრაობა მწვანეების ორგანიზებით ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. “უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს”, – წერია განცხადებაში. აქციის ორგანიზატორების თმით, საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნებადართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. “მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – აცხადებენ ორგანიზატორები. ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00-ზე გამოკეტილ ადამიანებს, გაღარიბებასთან ერთად, ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა: “მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!” _____________________________________ ● თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი ● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები ● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის წყარო: JAMnews